პიპ უილსონი ცნობილი ბრიტანელი ფსიქოლოგი და ემოციური ინტელექტის განვითარების სპეციალისტია. დაწერილი აქვს 50-ზე მეტი წიგნი. მან შექმნა წარმოუდგენლად სწრაფი და მარტივი ტესტი, რომელიც გიჩვენებთ თქვენს რეალურ სულიერ მდგომარეობას.
ტესტი განკუთვნილი იყო ბავშვებისთვის, მაგრამ ერთნაირი მოწონება დაიმსახურა უფროსებშიც. ყურადღებით შეხედეთ სურათს და ამოირჩიეთ ისეთი ორი ადამიანი, რომლებიც საკუთარ თავს გაგახსენებთ ან რომელსაც გინდათ, რომ ჰგავდეთ.
თუკი თქვენ აირჩიეთ 1, 3, 6 ან 7, ხართ მიზანდასახული და იცით, რა გსურთ ცხოვრებაში. ვერც ერთი დაბრკოლება ვერ შეგიშლით ხელს!
2, 11, 12, 18 და 19 ნომერი ამბობს, რომ ძალიან მეგობრული და გულწრფელი ადამიანი ხართ, რომელიც დახმარებისთვის ნებისმიერ დროს მზადაა. თქვენს მეგობრებს ნამდვილად გაუმართლა თქვენში!
ადამიანი 4 ნომრით, რთულად თმობს საკუთარ პრინციპებს. მას ბევრის მიღწევა სურს, მაგრამ ამისთვის ძალისხმევის გაწევა არ უნდა.
თუკი თქვენ ასოცირდებით 5 ნომერთან, მაშინ აშკარად დასვენება გჭირდებათ. სასიცოცხლო ენერგია აღარ გაქვთ და მოტივაციაც დაგეკარგათ. იქნებ დროა, რაღაც შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში?
ადამიანი 9 ნომრით ძალიან მხიარულია და მის გვერდით ნამდვილად არ მოიწყენთ. თუ მას აირჩევთ, პოზიტივი გარანტირებული გაქვთ!
ადამიანები, რომლებიც ჩაკეტილები არიან საკუთარ თავში და არ სურთ სხვებთან კონტაქტი, 13 და 21 ნომერს ირჩევენ.
ისინი, ვინც 8 ნომერს ირჩევენ, საკუთარ სამყაროში ცხოვრობენ და ძალიან იშვიათად აძლევენ მასში შეღწევის საშუალებას სხვა ადამიანებს.
თუ თქვენ აირჩიეთ ადამიანი, ნომრით 10 და 15, გილოცავთ - თქვენ ნამდვილად კმაყოფილი ხართ საკუთარი ცხოვრებით. გაქვთ უნარი, მარტივად მოერგოთ გარემოს და იპოვოთ გამოსავალი სხვადასხვა სიტუაციიდან.
ადამიანს, რომელიც 14 ნომერს ირჩევს, ნეგატიური ემოცია ახრჩობს. თუკი ფიქრობთ, რომ ამას დამოუკიდებლად თავს ვერ დააღწევთ, მიმართეთ სპეციალისტს.
ის, ვინც აირჩევს 16 ნომერს, ძალიანაა დაღლილი გარშემო მყოფების ზეწოლით, თუნდაც ამას მეგობრულად აკეთებდნენ. ხოლო 17 ნომერს ძალიან გაუმართლა. მას გარშემო მოსიყვარულე და მზრუნველი ხალხი ჰყავს. მაგრამ, მნიშვნელოვანია, საკუთარ თავზე დაყრდნობა ისწავლონ.
ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს მე-20 ნომერთან აიგივებენ, თვითშეფასებაში ყველაფერი წესრიგში აქვთ. მათ მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა და უყვართ, როდესაც ყურადღებით უსმენენ.
პირველი ადამიანი, რომელიც თქვენ აირჩიეთ, აჩვენებს თქვენს ემოციურ მდგომარეობას, მეორე კი აჩვენებს, რა გაკლიათ იმისათვის, რომ იყოთ ბედნიერები.