ფსიქოლოგები პიროვნებებთან ერთად ოჯახურ ურთიერთობებსა და ოჯახში ადამიანის როლსაც იკვლევენ. ერთ-ერთი ასეთი კვლევის ობიექტი ბავშვთა თანმიმდევრობაც გახდა ოჯახში. როგორ მოქმედებს ბავშვებზე უფროსის, შუათანასა თუ უმცროსის ამპლუაში ყოფნა, რა გავლენას ახდენს ეს მათ განვითარებაზე, ჯანმრთელობასა და იღბალზეც კი.
1. პირველი შვილი - ლიდერად დაბადებული
"უფროსი ბავშვი, სანამ უმცროსები დაიბადებიან, მშობლებისგან მაქსიმალურ ყურადღებას იღებს". - გვიხსნის ბავშვთა ფსიქოლოგი მერი უოლასი. ეს ეხმარებათ იმაში, რომ საკუთარ თავში დარწმუნებულები და ძლიერი პიროვნებები გაიზარდონ. პირველი შვილი ლიდერია, მუდამ ყურადღების ცენტრშია. მშობლები ხშირად სთხოვენ უფროსებს საოჯახო საქმეების შესრულებას, პატარების დახმარებას, რაც კიდევ უფრო უღვივებთ მათ ლიდერულ თვისებებს.
2. პირველი შვილი უფრო ჭკვიანია
უამრავი დაკვირვების შედეგად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პირველი შვილი ინტელექტით უფრო განვითარებულია. მას შედარებით მაღალი IQ აქვს, ვიდრე მომდევნო შვილებს.
მშობლებს უამრავი რესურსი აქვთ, უფროსი შვილის ინტელექტუალურ განვითარებაზე იზრუნონ.
"დედ-მამას დიდი დრო აქვთ ბავშვთან ურთიერთობისთვის. შედეგად, მან უფრო მეტი სიტყვა იცის. ადრე სწავლოს აზროვნებას" - ამბობს ლინდა კემპბელი.
თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ უფროსი შვილისგან მშობელი უფრო მეტსაც ითხოვს. ამასთანავე, ბავშვი ხდება პერფექციონისტი, უჩნდება იმის განცდა, რომ თუ რამეს კარგად ვერ გააკეთებს, მას აღარ დააფასებენ და აღარ ეყვარებათ.
3. პირველი შვილი მეტად ალერგიულია, ვიდრე მომდევნოები
პირველ შვილს გადამეტებულად უვლიან, მას მიკრობებისგან იცავენ და ხშირად იგი ვირუსებისა და ბაქტერიების მსხვერპლი ხდება. უმცროსი შვილების ნივთებს მშობლები დეზინფექცია აღარ უტარდებათ, როგორც უფროსისას, შედეგად, მათი იმუნიტეტი ძლიერდება და ისინი უფრო გამძლეები არიან სკოლისა და ბაღის ვირუსებისადმი.
4. შუათანა ბავშვი კრეატიულია
როცა მშობელი განსაკუთრებით ზრუნავს პირველ შვილზე, მეორე თითქოს მიტოვებული ჰყავს. მშობლის ყურადღების მიქცევას მომდევნო ბავშვი ყველა ხერხით ცდილობს. ხშირად კრეატიულობით. სხვათა შორის, საშუალო ბავშვებში ხშირად ვხვდებით მხატვრებს, არტისტებს, მუსიკოსებს.
5. საშუალო ბავშვი კარგი დიპლომატია
მან იცის როგორ შეარიგოს ერთმანეთს უფროსი და უმცროსი დედმამიშვილი. მოძებნოს კომპრომის. საშუალო ბავშვებისგან კარგი დიპლომატები და პოლიტიკოსები გამოდიან.
საშუალო ბავშვებს უფრო ბედნიერი ქორწინება აქვთ, ვიდრე უფროსებს ან უმცროსებს.
6. საშუალო ბავშვები ზოგჯერ დეპრესით იტანჯებიან
ამის მიზეზი დაბალი თვითშეფასებაა. მათ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევებ მშობლები, ვიდრე უფროსებს ან უმცროსებს.
7. უმცროსი შვილი კარგი ბიზნესმენია
მიუხედავდა იმისა, რომ უმცროსი შვილი მეტ ყურადღება იმსახურებს, მას სერიოზულად არავინ აღიქვამს. უფროსი ბავშვები მათზე ეჭვიანობენ, ხშირად ოთახიდანაც აგდებენ, მათთან არ თამაშობენ. მათ განსაკუთრებული მეთოდები ესაჭიროებათ, რომ უფროსი და-ძმების ყურადღება და პატივისცემა მოიპოვონ.
როცა უმცროსი შვილი იზრდება, ის ცდილობს, თავად გაიკვალოს გზა და როგორც წესი, საქმიანი ადამიანი ან კარგი ბიზნესმენი ხდება.
9. უმცროსი შვილი უფრო თამამი და რისკიანი
პირველი შვილის დაბადებას მშობელი დაძაბულად ხვდება, ყოველ მომდევნოს უფრო მარტივად ზრდის. დედა-მამა უკვე შეგუებულია იმ აზრს, რომ ბავშვი უნდა გაცივდეს, დაეცეს. ამიტომ, უმცროსი შვილი უფრო თამამი და რისკიანია, "თავზე აჯდება უფროსებს", "ჭერზე დარბის" და ყველას ყურადღებას იქცევს.
10. უმცროსი შვილი უფრო სწრაფად ვითარდება
გამოკვლევით დადგინდა, რომ უმცროსი შვილი, რომელსაც გზას გამკვლევად უფროსები ჰყავს, უფრო სწრაფად ვითარდება. მოგვიანებით ეს მათ ცხოვრებაზეც აისახება - ისინი ადრე უფრო ადრე იწყებენ დალევას, მოწევას, ნარკოტიკის გასინჯვას და სექსს.
11. როგორია ერთდერთი ბავშვი ოჯახში
როგორც წესი, ის უფროსისა და უმცროსის თვისებებს ითავსებს. მშობლების ყურადღება მხოლოდ მასზეა ორიენტირებული და ამას თავის მინუს-პლუსი აქვს. ერთი მხრივ მას აქვს ყველა შანსი, რომ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს და მეორე მხრივ, მშობლისთვის მუდავ პატარად რჩება, რომელსაც განებივრება სჭირდება და მას სერიოზულად არ აღიქვამენ. ამან კი შეიძლება ცხოვრების რთული გზისთვის საჭირო უნარების გამომუშავების გარეშე დატოვოს. სოციალური ცხოვრებისთვის მოუმზადებელია, როცა ბაღში ან სკოლაში უწევს მისვლა.
ხდება ისე, რომ ზოგჯერ და-ძმების არ არსებობა, ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ცუდად არ მოქმედებს. ბავშვი არ იბრძვის მშობელის სიყვარულის მოსაპოვებლად, რაც დამატებითი სტრესისგან იცავს.
კვლევით დადგინდა, რომ დედისერთა ბავშვი ოჯახში თავს კარგად გრძნობს.
როგორც წესი, ურთიერთობაში უკვე მეხუთე კლასიდან დედისერთა ბავშვი მრავალ დაძმიანი თანატოლებისგან აღარ გაირჩევა.
ეთანხმებით ამ მოსაზრებებს? შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები და საკუთარი გამოცდილებით მოპოვებული დასკვნები შეგიძლიათ კომენტარებში გაგვიზიაროთ
პირველი რეაქცია უმცროსი დედმამიშვილის დაბადებაზე - ყველაზე საოცარი ვიდეო
7 მეთოდი, როგორ ვასწავლოთ უფროს შვილს უმცროსისადმი მზრუნველობა