"მშობელი უნდა იყოს პრინციპული... ზოგს კი ეშინია თავისი შვილის" - თამარ გაგოშიძე თავნება ბავშვებზე
"მშობელი უნდა იყოს პრინციპული... ზოგს კი ეშინია თავისი შვილის" - თამარ გაგოშიძე თავნება ბავშვებზე

ზაფხულის სეზონზე მშობლებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ, რადგან ბავშვების წელიწადის ამ დროს ადვილად შეიძლება აღმოჩდნენ სახიფათო სიტუაციებში. სამწუხაროდ, უკვე არაერთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა -რამდენიმე დღის წინ  11 წლის მოზარდი სახლის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა, ასევე იყო მოზარდის ტბაში დახრჩობის შემთხვევაც. ხშირად მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვების ურჩობას ვერ მართავენ და მმხოლოდ ტკბილი სიტყვით ვერ ახერხებენ, რომ ბავშვები საფრთხეს მოარიდონ. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ შვილებმა დაგვიჯერონ, რამდენად საჭიროა  ხმის აწევა და სიმკაცრე -
ამს შესახებ გვესაუბრება, "ნეიროფსიქოლოგიის ცენტრის" ხელმძღვანელი,  პროფესორი
თამარ გაგოშიძე.

ბავშვი ურჩი არ არის, გააჩნია, როგორ ესაუბრები მას. წესი უნდა არსებობდეს ბავშვისთვის, რომ საბანაოდ  მშობლის გარეშე წასვლა  ან სახურავზე ასვლა არ შეიძლება. ეზოში ბავშვები  ღამის პირველ საათამდე თამაშობენ. რა უნდათ ამ დროს ქუჩაში. მშობლებს როგორ ესმით ეს საკითხი? ბავშვს ან აუცილებლად უნდა ეჩხუბო, თუ არ ეჩხუბები, მაშინ ყველაფრის უფლება უნდა მისცე, არც ერთია სწორი მიდგომა და არც მეორე. ოქროს შუალედის პოვნის ნერვები და დრო არავის არ აქვს. არც ის

არის სწორი, რომ უყვირო, ეჩხუბოდა და სცემო, რადგან ამით შედეგს ვერ მიაღწევ და ბავშვიც ზარალდება. ოქროს შუალედი არის ბავშვთან მოლაპარაკება, მასთან შეთანხმების მიღწევა, თან გააჩნია ბავშვის ასაკს. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შეთანხმება არ უნდა დაირღვეს და ეს შეთანხმება გულისხმობს გარკვეული შინარსის პირობის შესრულებას, ვალდებულებას, რომ მე, მშობელი შეგისრულებ ამას, თუ შენ ამას გააკეთებ. ვთქვათ, თუ ასე არ მოვიქეცი, მეორეჯერ ეზოში არ ჩამიშვებენ, თუ დამინახავენ, რომ კიდევ ავედი სხვენზე, მეორეჯერ ვერ ჩავალ ეზოში. რა უნდა ამის გაკეთებას, ნუთუ ასეთი რთულია ბავშვთან შეთანხმების მიღწევა.

-         გვსმენია მშობლების აზრი იმის შესახებ, რომ რაც უნდა დაჰპირდე და შეუთანხმო ბავშვს, ის მაინც არღვევს ხოლმე წესებს... ასეთ დროს, რაშია გამოსავალი?

-  როცა ბავშვი ერთხელ დაარღვევს ამ შეთანხმებას და შენ დათქმულ პირობას არ აუსრულებ, ის მეტჯერ არ მოინდომებს შენი ნების წინააღმდეგ წასვლას, მაგრამ მთელი უბედურება,  ამ პროცესში ის არის, რომ მშობელი თუ კარგ ხასიათზეა, აასრულებს პირობას, თუ ცუდ ხასიათზე - არა. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მის ქცევებზე მშობლის თანმიმდევრული დამოკიდებულება და მოქმედება. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ შენ ხარ პასუხისმგებელი შენს დაპირებაზე, ის კი პაუსუხისმგებელია შეთანხმების ასრულებაზე. მშობელი უნდა იყოს პრინციპული, მშობელს ეშინია და ვერ ვხდები რისი ეშინია. ეშინია თავის შვილის. კატეგორიულად მიუღებელია, მაგ. არასრულწლოვანი ბავშვების, თუნდაც ეზოში, თუნდაც ქუჩაში, ღამის  12 საათამდე ყოფნა, ისე, რომ არავინ მოიკითხოს. ეს ხომ ბავშვის ბრალი არ არის. სწორედ იმაშია საქმე, რომ ბავშვებმა არ იციან თავიანთი პასუხისმგებლობის საზღვრები. მშობელი კი მწყობრიდან რომ გამოვა, მერე იწყებს ჩხუბს, ცემა-ტყეპას, თან არც შეიძლება და თან არც აქვს აზრი ასეთ დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ.

- შეჯამებისთვის...

- თუ ბავშვი ნორმალური განვითარების, ტიპიური განვითარების არის და არ აქვს ქცევითი პრობლემა, მაშინ, რაც არ უნდა რთული ხასიათის იყოს, მშობელს და მის თანმიმდევრულ აღზრდის მეთოდებს ემორჩილება, რაც არ გულისხმობს, რა თქმა უნდა წივილს და კივილს. მოთმინებიდან გამოსულმა შეიძლება ხმას აუწიო, მაგრამ შედეგი რა გაქვს?  - ეგ არის მთავარი. ბავშვი უნდა იყოს თავის ქცევის შედეგებზე პასუხისმგებელი, თუ ის პასუხისმგებელი არ იქნება და ასე არ აღვზრდით, არაფერი გამოვა. ბავშვთან თნამშრომლობას მოაქვს შედეგი, რომელიც გარკვეული პირობით არის გამყარებული. მოიქცევი ასე, ამას დაიმსახურებ. მესმის შემთხვევები, რომ 7, 10, 11 წლის ბავშვი ტაქსით მარტო დადის და ეს ნორმალურია ჩვენი დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით?! კი, კარგია თუ ვენდობით ბავშვს, მაგრამ გააჩნია რა ასაკის არის და  როგორია რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. მაგას ჯობია საზოგადოებრივ ტრანსპორტში იყოს, ვიდრე ტაქსიში მარტო. ეს არის მშობლის მხრიდან ბავშვის უსაფრთხოების შეგრძნების საკითხი. პირველ რიგში მშობელს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების შეგრძნება, იმიტომ, რომ ბავშვს ეს ნაკლებად აქვს გააზრებული.

რუსკა კილასონია

34543
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
ქართველი
8
ოქროს შუალედი აღზრდაში არ არსებობს, არც ეაიმე კონკრეტული რეცეოტი, ყველა ბავშვი 8ნდ8ვიდია და თავისებური რეცეპტი სჭირდება, მთავარი მისი ბუნებაა, ზიგს მეტი სიმკაცრე, ზოგს ნაკლები და ა.შ. უმთავრესია გაუგო მის ბუნებას
10:08 / 21-06-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```