"ყველაფერზე დათანხმება არ შეიძლება... მშობლის სიმტკიცე და თანმიმდევრულობა პირდაპირი გარანტია ბავშვის სიმშვიდის" - ფსიქოლოგის პასუხი აქტუალურ შეკითხვაზე
"ყველაფერზე დათანხმება არ შეიძლება... მშობლის სიმტკიცე და თანმიმდევრულობა პირდაპირი გარანტია ბავშვის სიმშვიდის" - ფსიქოლოგის პასუხი აქტუალურ შეკითხვაზე

როგორია დღევანდელი მშობლის ემოციური მდგომარეობა?


კი, საკმაოდ არასტაბილური, ისეთივე როგორიც გარემოა. ადამიანი გამტარია, მასზე დიდ გავლენას ახდენს გარემო, არ არის ეს ახალი ამბავი. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრ მშობელს ვხვდები დღის განმავლობაში, სხვადასხა მომართვით, სხვადასხვა მიზეზით, სხვადასხვა პიროვნული მახასიათებლით თუ აღზრდის სტილით. სამწუხაროდ არ არსებობს მზა რეცეპტი როგორი უნდა იყოს მშობელი, არც ის ვიცით, რომელ ბავშვს რა მიდგომით აღზრდა გამოადგება ცხოვრებაში, მიდგომები კიდევ უამრავია. ჩვენი საზოგადოება მეტ ნაკლებად შეჯერდა იმაზე რომ
“მტრად გაზრდილი შვილი” იშვიათად ადგება მშობელს მოყვასად. მეორე უკიდურესობისკენ მივდივართ. ჩვენივე დანაშაულის გრძნობის გადასაფარად, (რომელიც დამერწმუნებით ჭარბადაა) ჩვენივე ემოციური გაუწონასწორებულობისა და თავდაჯერებულობის ნაკლებიბის დამსახურებით, ხშირად თვალსაჩინო შეცდომებს ვუშვებთ. სადღაც წავიკითხე რომ დღევანდელი საზოგადოება “ბავშვზე ცენტრიდებულიაო” თუ ადრე ბავშვს ჰქონდა თავისი კუთხე სახლში, ახლა მისი ნივთები მიმოფანტულია მთელ ბინაში. ტანისამოსიც კი ერთნაირი აქვთ მშობლებს და ბავშვებს.

ერთი მხრივ ძალიან კარგია - მეტი ყურადღება, მეტი ზრუნვა, მეტი თავისუფლება.
მაგრამ, აღმოჩნდა რომ საზღვრების ამგვარ აღრევას, ბევრი მინუსი აქვს - ნაკლები შეზღუდვები, რომელიც ბავშვს კონკრეტულ ასაკში ძალიან სჭირდება, შფოთვის დასაძლებად და სიმშვიდის მოსაპოვებლად. და რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ნაკლები შესაძლებლობები. იმ გაგებით რომ ბავშვებს თითქოს სამოძრაო
ვექტორს ვუკარგავთ, გაზრდის ეშხა ვართმებთ, რადგან ადრევე ვრევთ მათ “დიდურ” გარემოში.
მაშინ როდესაც, გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა აქვს ბავშვს, ამით უდიდეს პასხისმგებლობას ვკიდებთ. უდაოდ, ბავშვის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია და რაც უფრო დიდია მით უფრო უნდა გავითვალისწინოთ მისი შეხედულება. იმის სურვილი რომ, მოვუსმინოთ და გავუგოთ ბავშვს ძალიან დასაფასენელია. ამასთან, უსიამოვნო, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება და განხორციელება მშობლის პასუხისმგებლობაა. არ შეიძლება ბავშვების ჩარევა ამ პროცესში. ეს მშობლის სისუსტეზე მიუთითებს.

მაგალითი:
ქეისი იყო ასეთი: (ვწერ ნებართვით) მშობლები ბჭობდნენ ცალ-ცალკე ცხოვრებაზე, დედამ აზრი თავის თინეიჯერ ქალიშვილს ჰკითხა, “შენი რჩევა მჭირდება, მაპატიებ ამ ნაბიჯის გადადგმას?” გოგონა დიდხანს აპროტესტებდა, ჰქონდა სუიციდისა და სახლიდან გაქვების მცდელობა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, სადაც მშობელმა სიმტკიცე უნდა გამოიჩინოს და თავად აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევაზე. როგორც კი დედამ აიღო საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა, იპოვა საყრდენი საკუთარ თავში და შეწყვიტა ორჭოფობა, “ჯადოსნური” გზით გოგონა დამშვიდდა და ქცევაც დალაგდა.

მშობელი ვალდებულია, სხვადასხვა გზით იპოვოს რესურსი, რომ იყოს მშვიდი, გაწონასწორებული და საკუთარ თავში დარწმუნებული.
მას აქვს უფლება იყოს “არაკომფორტული” მშობელი. ზოგჯერ უარი უთხრას შვილს. არ აჰყვეს ბავშვების ემოციურ მანიპულაციებს და ამასთან არ ჩათვალოს თავი მომნსტრად. რადგან მშობლის სიმტკიცე და თანმიმდევრულობა, პირდაპირი გარანტია ბავშვის სიმშვიდის.

კლინიკური ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე
6336
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?