ბავშვს სამყაროს შეცნობისა და კითხვების დასმის სურვილი გაუჩნდეს, აუცილებელია მან ბევრი ითამაშოს
გამოცემა Business Insider-იფსიქოლოგების მიერ მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად შემუშავებულ 12 საშუალებას გვთავაზობს, რომლებიც დაგვეხმარება უფრო ჭკვიანი, წარმატებული და ბედნიერი ბავშვები აღვზარდოთ.
1. ერთად წაიკითხეთ და უყურეთ ახალ ამბებს
თუ გსურთ, თქვენს შვილს ინტერესთა სფერო გაუზარდოთ, აუცილებად წაიკითხეთ და უყურეთ ახალ ამბებს მათთან ერთად. ამის შემდეგ აუცილებლად ჰკითხეთ მათ საკუთარი აზრი ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. შედეგად, თქვენს შვილებს საკუთარი აზრის ნათლად გამოხატვის უნარი გამოუმუშავდებათ და ამასთანავე ნებისმიერ თემაზე შეეძლებათ საუბარი.
2. ასწავლეთ მათ შეცდომების აღიარება და გადალახვა
აუცილებელია თქვენს შვილებას ასწავლოთ, რომ ნებისმიერი ადამიანი უშვებს შეცდომას და მათი აღიარება სირცხვილი სულაც არ არის. აუხსენით მათ, რომ შეცდომების დაშვება წარმატებისკენ მიმავალი გზის განუყოფელი ნაწილია და დაეხმარეთ მათ გადალახვაში.
3. ასწავლეთ მათ სხვების თანგარძნობა და დახმარება
აუხსენით თქვენს შვილებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის კარგი მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში ყოფნა. უთხარით მათ, რომ დაეხმარონ მეგობრებს, მოუსმინონ და დაუჯერონ მასწავლებელს. ამით თქვენ მათში სხვებზე ზრუნვისა და დახმარების გრძნობებს გააღვიძებთ. კარგ გარემოში ყოფნით კი ისინი იმავე მზრუნველობას სხვებისგანაც იგრძნობენ.
4. ასწავლეთ მათ პოზიტივის გავრცელება
დღესდრეობით ბავშვების უმეტესობა სოციალურ ქსელებს იყენებს. ასწავლეთ მათ პირად ურთიერთობებსა თუ სოციალურ მედიაში პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება. ამით ისინი გარშემომყოფებისგანაც დადებით ენერგიას მიიღებენ.
5. ხშირად შეაქეთ
თუ გსურთ თქვენი შვილი წარმატებული გახდეს, აუცილებელია ის ხშირად შეაქოთ და ბევრი კომპლიმენტი უთხრათ. ამით თქვენ ბავშვში თავდაჯერებულობის გრძნობას გაზრდით და მას ახალი გამოწვევების დაძლევის სურვილი გაუჩნდება.
6. რჩევის მიცემის ნაცვლად აჩვენეთ თქვენი მაგალითით
მშობლების დიდი ნაწილი საკუთარ შვილს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ რჩევებს აძლევს, რასაც ბავშვები ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებენ. ამიტომ გაცილებით უკეთესია, რომ რაიმე ბავშვებს საკუთარი მაგალითით აჩვენოთ. ეს გზა გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ რჩევის მიცემა.
7. საშინაო დავალებების შესასრულებლად მიეცით კონკრეტული დრო
ფსიქოლოგების აზრით, იმისათვის, რომ ბავშვის მიერ შესრულებული სამუშაო უფრო ეფექტური გახდეს, ამისათვის გამოუყავით მათ კონკრეტული დრო და ადგილი. ამით ისინი ისწავლიან დროის სწორ განაწილებასა და პუნქტუალურობას.
8. ნება მიეცით მას თავად გასწავლოს
ნება მიეცით თქვენს შვილს გახდეს „მასწავლებელი“ და თავად აგიხსნათ რაიმე, მაგალითად ის, რაც დღეს სკოლაში ისწავლა. აუცილებლად აჩვენეთ, რომ მათი ახსნილი და გაზიარებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესოა.
9. მიეცით მათ ბევრი თამაშის უფლება
არასოდეს უთხრათ თქვენს შვილს, რომ თავი დაანებოს თამაშს, რადგან ისინი თამაშის დროს ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ და იზრდებიან. ფსიქოლოგების აზრით, იმისათვის, რომ ბავშვს სამყაროს შეცნობისა და კითხვების დასმის სურვილი გაუჩნდეს, აუცილებელია მან ბევრი ითამაშოს.
10. იზრუნეთ საკუთარ თავზე
ფსიქოლოგები გვირჩევენ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე და ვაჩვენოთ მათ თუ როგორ მოიქცნენ. მათთვის რჩევების მიცემის ნაცვლად სჯობს თავად გააკეთოთ რაიმე და ისინი აუცილებლად გაიმეორებენ იგივეს.
11. ნება მიეცით მათ შეიგრძნონ ბრაზი, მოწყენილობა თუ იმედგაცრუება
ზოგიერთი მშობელი საკუთარი შვილის „გადამალვას“ ცდილობს და სურს, რომ მათ უარყოფითი გრძნობები არ გამოსცადონ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ისინი მუდამ თქვენს გვერდით ვერ იქნებიან და ერთბაშად ბევრი სიახლის მიღება ძალიან გაუჭირდებათ. ამიტომ სჯობს ისინი ცხოვრებისთვის ეტაპობრივად მოამზადოთ.
12. ასწავლეთ მათ სწორი კვება
ბავშვის ზრდისა და სრულფასოვან ადამიანად ჩამოყალიბებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კვება. ამიტომ სჯობს ისინი ადრეული ასაკიდანვე მიაჩვიოთ ეკოლოგიურად ჯანსაღი და ნატურალური საკვების მიღებას. ამ მზით სწორი კვება მათი ცხოვრების ნაწილი გახდება.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა
5 სასარგებლო ჩვევა ჭკვიანი ბავშვის აღსაზრდელად
შეიძლება თუ არა, რომ ბავშვი გახდეს უფრო ჭკვიანი - მითი და რეალობა მეცადინეობის შესახებ
პოპულარობა ბავშვობაში - "ნიჭიერ ბავშვს, ორმაგად ნიჭიერი და ჭკვიანი მშობელი სჭირდება"