ხმაურიანები, მოუსვენრები, ჯიუტები, ემოციურები... - როგორ დავეხმაროთ ჰიპერაქტიურ ბავშვს სწავლასა და ყოფით საკითხებში?
ხმაურიანები, მოუსვენრები, ჯიუტები, ემოციურები... - როგორ დავეხმაროთ ჰიპერაქტიურ ბავშვს სწავლასა და ყოფით საკითხებში?
ასეთი ბავშვები ადვილად შესამჩნევები არიან: ხმაურიანები, მოუსვენრები, არ უჯერებენ უფროსებს, განსაკუთრებულად ემოციურები და ხანდახან ნერვულებიც არიან, უჭირთ ერთ ადგილზე გაჩერება. მათთვის რთულია სწავლა, მოსმენა. მშობლებისთვის კი რთულია, როცა ხედავენ, რომ ბავშვი სხვებისნაირი არ არის. ჰიპერაქტიურობა და ყურადღების დეფიციტი არც ცუდი ქცევის შედეგია და არც ავადმყოფობა.

ირინა ლუკიანოვა - მშობელთა ფორუმის დამაარსებელია. ის დარწმუნებულია, რომ "ჰიპერაქტიურობა და უყურადღებობა ასეთი ბავშვებისთვის მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. სინამდვილეში, ყველაზე მეტად დარღვეულია ორგანიზებულობა, თვითკონტროლი, იძულებითი "კარგად
მოქცევა". მას უბრალოდ არ აქვს საზოგადოებაში მოქცევის ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია. ეს ბავშვები " შინაგანი მეფის" გარეშე არსებობენ. იმ მეფისა, რომელიც მართავს "შინაგან სახელმწიფოს". მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ასეთი ბავშვების ფსიქოლოგიური ასაკი 30%-ით ნაკლებია ბიოლოგიურზე: მას შაუსრულდა 7 წელი და მიდის სკოლაში? მაგრამ სინამდვილეში, ის იქცევა და რეაგირებს როგორც 4,5 წლის ბავშვი.

შეცდომა №1: თქვენ არაადეკვატურად აღიქვამთ თქვენს ბავშვს.


ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვყოთ ორი უკიდურესობა: პირველი - ჩათვალოთ, რომ ასე იქცევა იმიტომ, რომ უზრდელი და თავხედია. ამიტომ მასთან მკაცრი ზომებია საჭირო. ზოგჯერ ასეთ ბავშვს მშობელი როგორც ავადმყოფს, ისე ექცევა და ყველა ახირებას უსრულებს. მეორე უკიდურესობა - ბავშვში ხედავს ზებუნებრივ ნიჭს და თვლის, რომ მასწავლებელი
ვერ "უმკლავდება" მას, როგორც ნიჭიერ მოსწავლეს.

ერთიც და მეორეც არასწორია. ADHD-ეს თქვენი ბავშვის განვითარების მახასიათებელია და არა ავადმყოფობა და უფრო მეტიც, არავითარი გონებრივი ჩამორჩენილობა. ყვირილი, მკაცრი აღზრდის მეთოდების გამოყენება, ყურადღების არმიქცევა - არც ერთი მეთოდი არ გაჭრის, რადგან სინამდვილეში ჰიპერაქტიური ბავშვი სპეციალურად არ იქცევა ცუდად და არც წესების იგნორირებას ახდენს. ის უბრალოდ ვერ იმახსოვრებს მათ. რაც უფრო ადრე გაეცნობით ამ თავისებურებებს, შეისწავლით და გაიგებთ როგორ მოექცეთ ბავშვს, მით უკეთესი. საჭიროა ორი რამ: რა არის დარღვეული და რით დაეხმაროთ.

შეცდომა №2: პასუხისმგებლობას ბავშვის სწავლაზე სკოლას აკისრებთ

პირველად სკოლაში მიყვანისას შეგიძლიათ გააფრთხილოთ მასწავლებელი მისი თავისებურების შესახებ. ოღონდ ეს გააკეთეთ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ პედაგოგის პროფესიონალიზმში. არის შემთხვევები, როცა ADHD სინდრომის ბავშვი, რომელიც მკურნალობს ნევროლოგთან ან ფსიქიატრთან, აწებებენ "ნერვულია", ", შტერია-ს" იარლიყს. ეს დაუშვებელია როგორც ეთიკური, ასევე ადამიანური თვალსაზრისით.

ADHD ბავშვის პირველი იდეალური პედაგოგი ძალიან მშვიდი, მომთმენი, ყოველგვარი ემოციური აფეთქებების გარეშე, პედანტი და კეთილგანწყობილი უნდა იყოს. მკაცრად არ უნდა შეაფასოს ბავშვის მიერ უსუფთაოდ შესრულებული დავალება. დაწყებითი კლასების კარგმა პედაგოგმა ეს ყველაფერი კარგად იცის მაშინაც, თუ არც ისე კარგად იცის რას ნიშნავს ADHD სინდრომი. თქვენი მიზანი უნდა იყოს, თქვენს, ბავშვსა და სკოლას შორის თანამშრომლობა. ამასთან, ყოველთვის უნდა იყოთ ბავშვის მხარეს (ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენიშვნა არ მისცეთ ბავშვს),  ის ყოველთვის უნდა გრძნობდეს თქვენს თანადგომას. ასევე არ დაუთმოთ თავისუფალი დრო სკოლის ამბების "გარჩევებს".

სამწუხაროდ, კონფლიქტები გარდაუვალია: ჰიპერაქტიური ბავშვები არც თუ ისე "კომფორტულები" არიან.
mshoblebi
გახსოვდეთ, რომ სკოლას თავისი ამოცანები აქვს, ბევრი მათგანი არ ითვალისწინებს ბავშვის ინდივიდუალობას. ბავშვს თავისი ამოცანა აქვს: მიიღოს სკოლის პროგრამის მაქსიმუმი, ისწავლოს თანატოლებთან ურთიერთობა. თქვენი ამოცანა შემდეგია: გაზარდოთ ბედნიერი, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი ადამიანი. ასე რომ, სკოლაში გამგზავრების დროს თავიდანვე განეწყვეთ დიალოგისთვის და კომპრომისის ძიებისთვის და არა აგრესიული დაცვისთვის. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გახსოვდეთ, თუ რისთვის აკეთებთ ამას.

შეცდომა №3: თქვენ არ იცნობთ ბავშვის ძლიერ მხარეებს.

5-დან 9 წლამდე ასაკი ყველაზე შესაფერისი დროა ბევრი რამის გამოსწორებისთვის, საჭირო უნარების გამომუშავებისთვის. აუცილებლად მიმართეთ ნეიროფსიქოლოგს: ის ჩაუტარებს სპეციალურ დიაგნოსტიკას და დაადგენს თუ რომელი ფსიქიური ფუნქციები აქვს დარღვეული. ასევე მოგცემთ რეკომენდაციებს. შეიძლება თქვენს ბავშვს კარგი მხედველობითი მეხსიერება აქვს, ხოლო სმენითი - ცუდად, ან პირიქით. როდესაც გეცოდინებათ ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეები, იმუშავებთ სუსტის გამოსწორებაზე.

შეცდომა №4: არ იყენებთ "ლაიფჰაკებს"

იმდენად, რამდენადაც ასეთ ბავშვებს ორგანიზებულობა და დაგეგმარება უჭირთ, გამოიყენეთ სხვადასხვა მეთოდი: სხვადასხვა "შემახსენებლები", ტაიმერები - სადაც ნაჩვენებია საათები, წუთები და წამები. ასეთი "ლაიფჰაკებით" შეუქმნით შეხსენებების გარემოს, ნელ-ნელა ჩამოუყალიბებთ საჭირო უნარებს, რის ათვისების შემდეგაც უფრო დამოუკიდებელი გახდება.

შეცდომა №5: საკმაოდ სერიოზულად უყურებთ ბავშვის სკოლის ნიშნებს.

გულწრფელად ბრაზობთ ბავშვის ცუდი მოსწრების გამო, მკაცრად მოითხოვთ მისგან ნიშნების გამოსწორებას. არადა მნიშვნელოვანია მუდმივად იყოთ კონტაქტში სკოლასთან, პედაგოგთან. სთხოვეთ მასწავლებელს გაითვალისწინოს ბავშვის თავისებურებები, მიუდგეს ინდივიდუალურად. აუხსენით, რომ თქვენი ამოცანაა ბავშვმა ისწავლოს თავისი თავის მართვა და არა იდეალური მართლწერა. კარგი იქნება, თუ ნებას დართავენ ზოგჯერ ადგეს, გაიაროს, წყალი დალიოს, გაკვეთილი მოუყვეს და არა წერილობით ჩააბაროს. ასეთი ბავშვები რთულად იღებენ მასწავლებლის მიმართვას ბავშვებისადმი: "აბა დასხედით", "გადაშალეთ რვეულები", "დაწერეთ" და ა. შ. ჰიპერაქტიური ბავშვი ვერ ხვდება, რომ ეს სიტყვები მასაც ეხება. ამიტომ კარგი იქნება, თუკი მასწავლებელი ინდივიდუალურად მიიქცევს ბავშვის ყურადღებას (მაგალითად, წყნარად დაუკაკუნებს მერხზე) და არა უყვირებს - "რას აკეთებ, ბიჭო, ბუზებს ითვლი?!"

შეცდომა №6: თქვენ წყვეტთ სწავლასთან დაკავშირებელ პრობლემებს

ჰიპერაქტიური ბავშვის წარუმატებლობები მნიშვნელოვანია განიხილოთ კომპლექსურად, რადგან სიძნელეები სწავლაში სწორედ ADHD სინდრომის გამო შეიძლება ჰქონდეს ბავშვს. მათ შორის დისლექსია (კითხვის უნარის დარღვევა), დისკალკულაცია (თვლის დარღვევა, ან საერთოდ მათემატიკის აღქმის), დისგრაფია (წერის პროცესის დარღვევა), დისორთოგრაფია (პრობლემები სიმბოლოების აღქმისა).
mshoblebi

შეცდომა №7: თქვენ კარგავთ იმედს

გეჩვენებათ, რომ ამასთან გამკლავება შეუძლებელია, რადგან ცხოვრება ბრძოლას დაემსგავსა - ნიშნებისთვის, სწავლისთვის, ყურადღებისთვის, ორგანიზებულობისთვის და ბევრი სხვა რამ...
სტატისტიკურად, ADHD ბავშვების მშობლების 40% დეპრესიისადმია მიდრეკილი. მნიშვნელოვანია სწავლა და მიღება იმ სიტუაციისა, რაც გაქვთ. რადგან სხვაგვარად უბრალოდ ძალები არ გეყოფათ. თქვენ ბრაზდებით, რომ ბავშვი არ გიჯერებთ, მაგრამ ამას სპეციალურად არ აკეთებს. მისთვისაც არ არის იოლი იყოს ასეთი. ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ აგრძნობინოთ, რომ ის მხოლოდ პრობლემას წარმოადგენს, რომ ყველა უსიამოვნების თავი და თავი მხოლოდ ის არის. ამას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს.

ბავშვი უნდა გრძნობდეს მშობლების სიყვარულს. რაც შეიძლება დადებითი ემოციები გადაეცით, უარყოფითი ისედაც საკმარისად აქვს. აღნიშნეთ მისი მიღწევები, ყველაზე უმნიშვნელოც კი. დარწმუნდით, რომ მისი ცხოვრება სავსეა საინტერესო ამბებითა და სითბოთი.
1786
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?