ჯიუტი და ცელქი ბავშვები ზრდასრულ ასაკში წარმატებულები არიან და ადვილად მდიდრდებიან – კვლევა
ჯიუტი და ცელქი ბავშვები ზრდასრულ ასაკში წარმატებულები არიან და ადვილად მდიდრდებიან – კვლევა
ჯიუტი ბავშვის მშობლობა არ არის მარტივი. თუ თქვენს შვილს თავნებობა უყვარს და ცდილობს ყოველთვის „თავისი გაიტანოს“, ალბათ ფიქრობთ, რომ მისი აღზრდა ღამის კოშმარს ჰგავს.

ხანდახან უფროსები ვერ ხვდებიამ, რატომ იქცევა მოზარდი ასე, არ იციან, როგორ უნდა იურთიერთონ მასთან. მაგრამ მშობლებო, არ იდარდოთ და ნუ იფიქრებთ, რომ რაიმეს არასწორად აკეთებთ, რომ ბავშვს სწორად ვერ ზრდით. როგორც მეცნიერები ამბობენ, თუ თქვენი შვილი ცელქი, მოუსვენარი და ჯიუტია, თურმე
ეს უნდა გახარებდეთ კიდეც, რადგანაც ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან ნიჭიერია და მომავალში წარმატებული იქნება.

მეცნიერებმა 1968 წელს 3000 ბავშვის მონაცემები შეისწავლეს. მოზარდების ასაკი 8-დან 12 წლამდე მერყეობდა. მკვლევრებმა შეაგროვეს მონაცემები მათი ინტელექტუალური განვითარების დონის, სკოლაში აკადემიური მოსწრების, შემეცნების უნარის შესახებ. შეისწავლეს ასევე მათი ოჯახების სოციალური სტატუსი, ყოველდღიური აქტივობები, ჩვევები და დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხისადმი.

mshoblebi

40 წლის შემდეგ ნეცნიერებმა შეამოწმეს, თუ რას აკეთებდნენ ეს ბავშვები უკვე ზრდასრულ ასაკში. კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებს, რომლებიც ხშირად ეწინააღმდეგებოდნენ მშობლებს, მიდრეკილნი იყვნენ ჯიუტი ხასიათის გამოვლენისკენ და ცდილობდნენ, რომ ყოველთვის თავისი გაეტანათ, ჰქონდათ ყველაფერზე თავიანთი აზრი, უფრო წარმატებული ცხოვრება ჰქონდათ ზრდასრულ ასაკში – იყვნენ წარმატებული ბიზნესმენები, ან მუშაობდნენ სხვადასხვა კომპანიაში მაღალ თანამდებობებზე, გამოიმუშავებდნენ უფრო
მეტ ფულს იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც ბავშვობაში კარგი დისციპლინით, კარგი ნიშნებით და დამჯერი ხასიათით გამოირჩეოდნენ.

mshoblebi

მეცნიერები ამბობენ, რომ ადამიანის ხასიათი და ჩვევები უდიდეს გავლენას ახდენს მის წარმატებაზე. წარმატების მიღწევას იმაზე მეტი სჭირდება, ვიდრე რაიმე საკითხის თეორიული ცოდნაა. როგორც აღმოჩნდა, სწორედ ჯიუტი, უდრეკი ხასიათი, ზოგჯერ ცოტა სიხისტე, თავნებობა უყალიბებს ადამიანს სამომავლოდ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარს, რაც უმნიშვნელოვანესია მისი როგორც კარიერული, ასევე ფინანსური წარმატებისთვის. ასე რომ, მეტისმეტად ნუ შეზღუდავთ და ნუ მოაქცევთ ჩარჩოებში პატარებს, აცადეთ, თქვას თავისი სიტყვა, გააკეთოს ის, რაც სურს, თუ ეს არ უქმნის საფრთხეს მის ან სხვების ჯანმრთელობას და თუ მისი თავისუფლება არ სცდება თავისუფლების ფარგლებს. 

alt"სიჯიუტე აუცილებელი და ბუნებრივია ბავშვის განვითარებისთვის... დიდი წინააღმდეგობის გაწევა არ ღირს" - ფსიქოლოგ დავით ანდღულაძის რჩევები მშობლებს


alt"არასდროს არ დასაჯოთ ბავშვი სიცელქის გამო..." - ერთი კეთილი ბებოს საოცარი დარიგება მშობლებისთვის



altრით ჯობია ჯიუტი შვილი დამჯერ ბავშვს - თურმე უნდა გიხაროდეთ


20095
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ფ. ტ.
5
ეგენი ხშირად ციხესაც გამოჰკრავენ ხოლმე ხელს
16:45 / 19-11-2019
ვატო
2
ესეგი აღარ გავიფინო ხოლმეე , ხომ ჩემი ჯიუტი შვილები
10:20 / 12-11-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი