უნდა ვუთხრათ თუ არა ბავშვს თოვლის ბაბუის არსებობის შესახებ სიმართლე და რა ასაკამდე შეიძება სჯეროდეს ბავშვს თოვლის ბაბუის
უნდა ვუთხრათ თუ არა ბავშვს თოვლის ბაბუის არსებობის შესახებ სიმართლე და რა ასაკამდე შეიძება სჯეროდეს ბავშვს თოვლის ბაბუის
თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი  ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელია გმირია და მოუთმენლად ელოდებიან მისგან საჩუქრებს საახალწლოდ. თუმცა, გარკვეულ ასაკში უჩნდებათ კითხვები, გმირი, რომელიც არასდროს უნახავთ თვალით, მართლა არსებობს თუ არა. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი და რა ასაკამდე შეიძება სჯეროდეს ბავშვს თოვლის ბაბუის, ფსიქოლოგი, ქეთევან მესხიშვილი გვესაუბრება:

mshoblebi

- პატარა ასაკში ყველა ბავშვს აქვს თოვლის ბაბუის შესახებ ილუზია და ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა ბავშვები ამ ილუზორული სამყაროდან რეალურ სამყაროში უნდა გადმოვიყვანოთ, რომ რეალობის განცდა არ დაეკარგოთ. წესით,
მოზარდობის ასაკში, ბავშვს აღარ უნდა სჯეროდეს ამის. თუ ის კითხვას სვამს, არის თუ არა თოვლის ბაბუა ნამდვილი, იქ შეიძლება მშობელმა გულწრფელად უთხრას, რომ თოვლის ბაბუა ნამდვილი არ არის. ბავშვი როდესაც უკვე კითხვებს სვამს ამაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ეჭვი ეპარება. ამ დროს ტყუილით ილუზია არ უნდა შევუნარჩუნოთ. უბრალოდ, მათთვის გასაგებ ენაზე, ისე, რომ ნაკლებად მატრავმირებელი და მტკივნეული აღმოჩნდეს, უნდა უთხრას მშობელმა სიმართლე. ისინი ამ ფაქტს თანატოლებისგან მაინც იგებენ და დაბნეულობისა და შფოთვის წყარო უჩნდებათ. ფიქრობენ, "დედა მეუბნება, რომ თოვლის ბაბუა არსებობს, მაგრამ აქ ამბობენ, რომ არ არსებობს". ტყუილში არ უნდა იყოს იმიტომ, რომ
თუნდაც თანატოლებისგან შეიძლება დაცინვის ობიექტი გახდეს სწორედ იმის გამო, რომ მას თოვლის ბაბუის არსებობის სჯერა.

- ბავშვს როდესაც სჯერა თოვლის ბაბუის და ერთ დღესაც გაიგებს, რომ ის რეალურად არ არსებობს, სავარაუდოდ, გაუჩნდება იმედგაცრუების მომენტი. რა უნდა გააკეთოს მშობელმა ამ დროს?

- ეს ნორმალური პროცესია. მშობელს უნდა ჰქონდეს მზაობა, რომ ბავშვს ექნება იმედგაცრუება. ამაში ცუდი არაფერია. ერთგვარი გამოცდილებაა, რადგან იმედგაცრუების შემთხვევა ცხოვრებაში ბევრი შეიძლება ჰქონდეს ადამიანს. ზუსტად იმიტომ, რომ მან ამ ფრუსტრირებასთან გამკლავება შეძლოს, ბავშვობის პერიოდშიც უნდა იყოს ემოციური მხარდაჭერა, გაიაროს იმედგაცრუების მომენტი და გამოუმუშავდეს იმუნიტეტი უფრო დიდ იმედგაცრუებასთან გასამკლავებლად.

- თუ კითხვას არ სვამს მის ნამდვილობასთან დაკავშირებით?

- თუ ბავშვი პატარა ასაკში კითხვას არ სვამს, სჯეროდეს თოვლის ბაბუის არსებობის. როცა ამის სჯერა, ბედნიერია და დიდ სიხარულს განიცდის. თან ეს ერთგვარი ტრადიციაა, რომელიც ყველა კულტურას აქვს. თუმცა, ვიდრე მოზარდობის ასაკს გადააბიჯებს, აღარ უნდა სჯეროდეს. თუ სჯერა, ეს უკვე ნიშნავს, რომ აღზრდის დროს, მშობლების დამოკიდებულების პრობლემაა, რაც აისახა ბავშვზეც.

თამარ იაკობაშვილი

2143
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Ani
1
რაც გაიგე რო თოვლის პაპა თურმე მამაჩემი ყოფილა მის მერე აღერ ველი ახალ წელა ერთი ჩვეულებრივი დღე გადა უბრალოდ მეტი საჭმლით
13:58 / 27-11-2019
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი