
- როცა ბავშვი აგრესიული და უხეშია, აუცილებლად უნდა დავინტერესდეთ იმ მიზეზით, თუ რატომ იქცევა ასე. კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა დავინტერესდეთ მისი ზოგადი ფსიქო-ემოციური მდგომარეობით. მნიშვნელობა აქვს ასაკსაც, მაგალითად,
- როდესაც ბავშვს კონკრეტული ნივთი უნდა, რომლის ყიდვასაც მშობელი ეწინააღმდეგება. ამ შემთხვევაში, აკრძალვა გამართლებულია?
- ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მოზარდობის პერიოდში, ბავშვს, რომელიც მშობლებისგან არ არის "არას“ მიჩვეული, ყოველთვის გაუჩნდება პროტესტი და ყოველთვის აგრესიით შეხვდება მშობლების- როგორ უნდა მართოს მშობელმა ბავშვის გამოვლენილი აგრესია?
- ბავშვები უმიზეზოდ აგრესიულად არ იქცევიან. უნდა გამოვარკვიოთ ამ აგრესიულობის მიზეზი და მერე თავისთავად ლაგდება უხეში ქცევაც. პირველ რიგში, აუცილებელია დაინტერესება, თუ რატომ იქცევიან ბავშვები ასე. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და გამზადებული "რეცეპტი", როგორ შეიძლება ბავშვების უხეში ქცევა ვმართოთ, არ არსებობს.- ბავშვებს, განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში, ზოგჯერ ისე სწყდებათ გული მშობელზე ვერშესრულებული სურვილის გამო, რომ მათ მიმართ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძება სიძულვილსაც გრძნობდნენ. რა უნდა გააკეთოს მშობელმა, რომ ბავშვი ამ მდგომარეობამდე არ მივიდეს?
- მოზარდებს აქვთ აგრესია, რომელიც შეიძლება სიძულვილის ფორმასაც იღებდეს მშობლებთან მიმართებაში. თუმცა, მშობელმა უნდა იცოდეს მოზარდობის ასაკისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი და შესაბამისად მიაწოდოს სათქმელი. პარალელურად, დიალოგი მათ შორის უნდა იყოს დიალოგი. იგებდეს, თუ რატომ გამოხატავს ბავშვი მსგავს დამოკიდებულებასა და განწყობას და მშობელსაც უნდა ჰქონდეს საკუთარ თავთან აღიარების მომენტი, რომ შესაძლოა კონკრეტული ქმედება მიუღებელი იყოს ბავშვისთვის. მშობლების მხრიდან მუდმივი მზაობა უნდა იყოს, რომ მოუსმინონ შვილებს და უნდა ჰქონდეთ მიმღებლობა. მერე რა, რომ ბავშვია, არ უნდა უგულებელყოს მისი დამოკდებულება იმიტომ, რომ ეს უარეს აგრესიასა და პროტესტს გაუჩენს მას.- ყველაზე ხშირად რა შეცდომებს უშვებენ მშობლები?
- იმას, რომ არ უსმენენ შვილებს, ემოციურ იგნორს უკეთებენ, დამსჯელობით ქმედებებზე გადადიან და იარლიყებს აწებებენ, რომ "ცუდი", "უპასუხისმგებლო", "აგრესიულია". მუდმივად უნდა ჰქონდეთ დიალოგის რეჟიმი და უნდა აღიარონ ბავშვის პიროვნება, რომელიც კონკრეტულ ასაკში ყალიბდება. თუ თავად ვერ უმკლავდებიან, ფსიქოლოგის ჩართულობაა საჭირო. თვითკრიტიკულობის განცდა უნდა ჰქონდეს მშობელს, მაგრამ თუ შვილი უკმაყოფილოა მისით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი მშობელია. უბრალოდ, რაღაც პრობლემაა, რომელიც უნდა მოგვარდეს.თამარ იაკობაშვილი