ფსიქოლოგი და ავტორი წიგნისა "დაანებეთ ბავშვს თავი! მარტივი წესები გონიერი მშობლებისთვის", მარინა მელია ჰყვება, თუ რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად თანამედროვე მშობლები.
შვილებს დიდი პასუხისმგებლობით ვზრდით, ვეცნობით ახალ ტენდენციებსა და თანამედროვე მიდგომებს, ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. თუმცა არსებობს მიდგომაც, როცა მკაცრი აღზრდის საპირისპიროდ, მშობლები ბავშვებს განუსაზღვრელ თავისუფლებას ანიჭებენ, უფროსებთან პატივისცემის ნაცვლად კი ყველაფრის უფლებას აძლევენ.
ამიტომ, მაგალითად ავიღოთ სამი ცუდი ტენდენცია, რომელსაც ზოგიერთი მშობელი მიჰყვება.
საფრთხე: მხარდაჭერის არარსებობა და გაურკვევლობა.
რატომ? იმიტომ, რომ ყველა ბავშვს სჭირდება წესისა და ნორმების დადგენა. სწორედ ეს ზღვარი უქმნის უსაფრთხოების განცდას.
"თუ არ არსებობს წესები, ბავშვები თავს მშვიდად ვერ გრძნობენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძველი, წარსულს ჩაბარებული, მკაცრი მეთოდები უკან უნდა დავაბრუნოთ."
როგორ უნდა მოვიქცეთ?
ავარჩიოთ ერთი-ორი ისეთი წესი, რომელიც ბავშვმა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაარღვიოს.
თუ ვამბობთ, რომ ბავშვმა დღის განმავლობაში პლანშეტი ერთ საათზე მეტ ხანს არ უნდა გამოიყენოს, აუცილებლად უნდა შევასრულოთ. მშობლის "არა" უნდა ნიშნავდეს "არას" მიუხედავად იმისა, ბავშვი იტირებს, იყვირებს თუ იატაკზე დააბაკუნებს ფეხებს. არ უნდა დანებდეთ, თუ გეტყვით: "დედიკო, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ, ნუთუ უარს მეუბნები..."
ბავშვებმა ძალიან კარგად იციან თქვენი სუსტი მხარე. ამიტომ, ვიდრე მას უარს ეტყვით, დაფიქრდით, ბოლომდე შეძლებთ თუ არა თქვენ მიერ ნათქვამი "არას" შესრულებას. თავისუფლება აუცილებელია, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია გარკვეული ნორმების არსებობა.
ოჯახი - ეს იერარქიული სისტემაა, სადაც ყველა წევრს თავისი როლი აქვს. მშობლის როლი - ზრუნვა, ოჯახის გამოკვება, ნორმების დაწესება და საუბარია იმის შესახებ, რა არის კარგი და რა ცუდი. შვილის როლი კი მოსმენა და გაგებაა. თუმცა ის მუდმივად ცდილობს დაარღვიოს საზღვრები, რომელსაც უყენებენ.
მშობლის ფუნქციები კარგად უნდა იყოს გააზრებული. როცა ისინი ბავშვს ემეგობრებიან, ხდებიან თანაბარ სიტუაციაში და კონტროლს კარგავენ.
საფრთხე: იმ პასუხისმგებლობას ანიჭებთ ბავშვს, რომლისთვისაც მზად არ არის. ბავშვებთან მეგობრობა ზედმეტი დოზით და მშობლის როლის დაკარგვა, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, იმ იერარქიის დარღვევაა, რაც ოჯახში უნდა იყოს.
როგორ უნდა მოვიქცეთ?
ბავშვებთან მეგობრობა - ძალიან კარგია, თუმცა არც ის უნდა დაავიწყდეს, რომ თქვენ არა მხოლოდ მეგობარი, ასევე მშობელი ხართ - პირველ რიგში. პირველსავე წლებში ბავშვი საკუთარ როლს უნდა ხედავდეს ოჯახში.
პატარები ზოგჯერ მშობლების მიმართ აგრესიას ავლენენ, ჭირვეულობის დროს შეიძლება სახეშიც დაარტყან ხელი, მაგრამ, როგორც კი ბავშვი მსგავს ქმედებას ჩაიდენს, მაშინვე უნდა უსაყვედუროთ, რომ ეს არ შეიძლება. სწორედ აქედან იწყება საზღვრები.
ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ უარის თქმა. როდესაც მშობელს ბავშვის თვალში განსაზღვრული როლი ექნება, მის მიმართ პატივისცემა და ნდობა ჩამოუყალიბდება სამომავლოდ.
საფრთხე: ბავშვს უქვეითდება დამოუკიდებლობის, კრეატიულობისა და ლიდერობის უნარები. ბავშვებმა, რომლებიც მკაცრ ჩარჩოებში არიან მოქცეულნი, არ იციან დამოუკიდებლად "ნაბიჯების" გადადგმა და ვერ მართავენ დროს.
იმ მშობლების არგუმენტები, რომლებიც ბავშვებს ძალიან ტვირთავენ, არის ის, რომ ამით შვილებს აღარ უტოვებენ ციფრულ ტექნიკასთან გასატარებლად დროს.
თუმცა, თამაშიც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის უვითარებს ბავშვს ფანტაზიას, მაგალითად, როცა უნდა, ასტრონავტია და მთვარეზე მიფრინავს და ასე შემდეგ.
როგორ უნდა მოვიქცეთ?
მშობლებმა უნდა გამოყონ სივრცე, სადაც ბავშვები ერთად შეკრებას და გაჯეტების გარეშე თამაშს შეძლებენ. ეს აუცილებელია განსატვირთად. თუ ამას ვერ მოახერხებთ, შეიძლება შესთავაზოთ, რომ მოიფიქროს საკუთარი თამაში, საკუთარი წესებით და სხვა ბავშვებსაც მისცეს როლები. მიეცით პატარას დრო, თუნდაც მარტომ ითამაშოს, კუბებით, მანქანებით და ა.შ., ასაკის შესაბამისად. მას უნდა ჰქონდეს თავისი პირადი სივრცე, თავისი დრო "ბავშვობისთვის".