8 ნიშანი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ "ტოქსიკურ" ოჯახში გაიზარდეთ - მშობლები

8 ნიშანი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ "ტოქსიკურ" ოჯახში გაიზარდეთ

2019-12-03 12:54:27+04:00

ისტერიკებისადმი მიდრეკილება, შფოთვა, დათრგუნული ემოციები, დაბალი თვითშეფასება - სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ზოგიერთ ბავშვს "მემკვიდრეობით" მშობლებისგან ერგება.

1. მუდმივად გეშინიათ, რომ სხვები თავიანთ ჭკუაზე გატარებენ

mshoblebi ტოქსიურ ოჯახში მანიპულაცია - ახლობლების კონტროლირების მეთოდია, როდესაც ადამიანი ყოველდღიურად გრძნობს წნეხს. ეს კი ემოციური ძალადობაა. გამუდმებითი შეგრძნება, რომ თქვენით მანიპულირებენ. ფსიქოლოგები ამ მდგომარეობას "თავის არიდების მდგომარეობას" უწოდებენ.

2. თქვენთვის რთულია გარშემო მყოფების ნდობა და მათთან ურთიერთობის აწყობა.

mshoblebi

როდესაც ადამიანი იზრდება დაძაბულ გარემოში, ოჯახში, სადაც მიღებულია ერთმანეთის დამცირება, ამან არ შეიძლება არ გამოიღოს თავისი შედეგი. ბავშვი არ იღებს მშობლებისგან მხარდაჭერას. შედეგად, ასეთ პირობებში გაზრდილი ბავშვი ვერ სწავლობს ადამიანების ნდობას. ადამიანს, რომელიც გამუდმებით ფიზიკური და ემოციური ზეწოლის ქვეშ იმყოფება, უყალიბდება ურთიერთობების თავისი "სწორი" შეხედულება. მისთვის წარმოუდგენელია როგორ გამოიყურება ოჯახში ჯანმრთელი ურთიერთობები, სადაც ოჯახის წევრები პატივს სცემენ და ზრუნავენ ერთმანეთზე.

3. საკმაოდ მწვავედ განიცდით წარუმატებლობას

mshoblebi

ადამიანებს, რომლებიც გაიზარდნენ ტოქსიურ ატმოსფეროში, დაბალი თვითშეფასება აქვთ.

4. არ გაქვთ თვითიდენტიფიკაციის გრძნობა

mshoblebi

თუ ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთობა აგებულია წნეხსა და შეურაცხყოფაზე, პატარა ადამიანის შინაგანი სამყარო შეიძლება დაზარალდეს ნევროზით და დეპრესიით.

5. ძალიან თვითკრიტიკული ხართ

mshoblebi

დაბალი თვითშეფასება, რასაც ბავშვი იძენს ტოქსიური მშობლებისგან, აიძულებს მას თავი იგრძნოს სულელად და უსარგებლოდ. მას ჰგონია, რომ არ იმსახურებს უკეთესს. უკვე ზრდასრულს, რა თანამდებობასაც არ უნდა მიაღწიოს, ყოველთვის იქნება თვითკრიტიკული, დამოუკიდებლად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს. მას ხომ ყველაზე წარუმატებელი ჰგონია თავი. საკუთარ მგდომარეობას განიცდის, თუმცა ფსიქოლოგიური დახმარების გარეშე სიტუაციას ვერ ცვლის.

ცვლის.

6. საკუთარ თავზე ყველაზე ბოლოს ფიქრობს

mshoblebi

მშობლები, რომლებიც ვერბალურად ან ფიზიკურად ამცირებენ თავიანთ შვილებს, უგულვებელყოფენ მათ ემოციებს. როდესაც ბავშვები ცდილობენ თავიანთ გრძნობებზე საუბარს, ეს მხოლოდ ამძიმებს ვითარებას. ბავშვები ეჩვევიან საკუთარი ტკივილის, წყენისა თუ ბრაზის დამალვას. ეს კი მომავალში აისახება პიროვნების თვითინდენტიფიკაციაში. როდესაც ცდილობენ დაკავდნენ საყვარელი საქმიანობით, არაფერი გამოსდით, რადგან აკლიათ ახლობელი ადამიანების თანადგომა.

7. თავს გრძნობთ დაუცველ ბავშვად

mshoblebi

ტოქსიური მშობლები არ აღიარებენ, რომ მათი შვილი უკვე გაიზარდა. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, ისინი მაინც ექცევიან, როგორც პატარა ბავშვს. ცდილობენ ყოველთვის აკონტროლონ და ჰქონდეთ მბრძანებლური ტონი. თუკი შეხვდნენ წინააღმდეგობას, თავს გრძნობენ დაჩაგრულად და შვილში აღვიძებენ დანაშაულის გრძნობას. შემდგომში მას უვითარდება ფსიქიკური პრობლემები, შფოთვა და სიახლის შიში.

8. ხშირად გრძნობთ შფოთვას

mshoblebi

ადამიანებს, რომლებიც იზრდებოდნენ ტოქსიურ ოჯახებში, ხშირად უსვამენ დიაგნოზს "შფოთვითი აშლილობა". ამის მიზეზი ოჯახში არასტაბილური ატმოსფერო, ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფიზიკური დასჯა და დაუცველობის შეგრძნებაა. ასეთ ბავშვებს უჭირთ ყურადღების კონცენტრირება, ადვილად ღიზიანდებიან და სულ დაძაბულები არიან.