თუ ბავშვმა შემთხვევით მშობლების ინტიმური სიახლოვე დაინახა - გეშტალტ-ფსიქოლოგის რეკომენდაციები ინტიმურ თემებთან დაკავშირებით
თუ ბავშვმა შემთხვევით მშობლების ინტიმური სიახლოვე დაინახა - გეშტალტ-ფსიქოლოგის რეკომენდაციები ინტიმურ თემებთან დაკავშირებით
პატარები ირგვლივ ყველაფერს ამჩნევენ და როგორც წესი, უფროსების ქცევას იმეორებენ. არც სასიყვარულო თემა რჩებათ ყურადღების მიღმა. სერიალებისა თუ სხვა გავლენით პატარები ადრეული ასაკიდანვე ინტერესდებიან ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებით, უჩნდებათ სურვილი, შეყვარებული მათაც ჰყავდეთ და ზოგადად, ეს თემა მათთვის ზედმეტად საინტერესო ხდება. რამდენად ნორმალურია ადრეული ასაკიდან ინტიმური თემებით დაინტერესება, რამდენად მისაღებია, როდესაც მშობლები ბავშვების თვალწინ ეფერებიან ერთმანეთს და რა გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკაზე, თუ მათ ინტიმური ურთიერთობას შეესწრებიან, ამ თემაზე გეშტალტ-ფსიქოლოგს, ნინო მინდორაშვილს გავესაუბრეთ.

- სიყვარული არის გრძნობა, რომელიც ყველას უნდა, რომ გ
ანიცადოს.  როდესაც ფილმებს უყურებენ ბავშვები ან წიგნებში კითხულობენ, ხედავენ, რომ ეს სასიამოვნო გრძნობაა და თავადაც უნდებათ სითბოსა და სიყვარულის განცდა. პატარა გოგონას უჩნდება ასოციაცია, რომ იყოს ქალი და მიბაძვით იდენტიფიკაციას აკეთებს გოგონასთან ან ქალთან.

- რამდენად მისაღებია, როცა მშობლები მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ერთმანეთს ეფერებიან?

- ამას თავის ზომა და ფარგლები აქვს. თუ შვილმა გარკვეული სითბო, ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული არ დაინახა მშობლებში, ცუდია. ბავშები იმდენად ჩვენს სიტყვებს არ უსმენენ, რამდენადაც ნანახიდან იღებენ მაგალითს. მაგრამ ინტიმური ურთიერთობა რომ შვილის თვალწინ გამოავლინონ, ბავშვს შეიძლება დარღვევაც კი ჩამოუყალიბდეს. მაგალითად, ბიჭმა დაინახა, რომ მამა დედას ზედმეტად მოეხვია. სამომავლოდ ამან შეიძლება აგრესიაც კი ჩამოუყალიბოს ბავშვს.

- თუ ბავშვმა მშობლებს
ინტიმური ურთიერთობის დროს შეუსწრო, რა გავლენას ახდეს ეს ფაქტი მასზე?

- ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია და ეს მათ ფსიქიკაზე ცუდ გავლენას ახდენს. შეიძლება სამომავლოდ მამაკაცისა და ქალის ურთიერთობაზე ცუდი წარმოდგენა ჩამოუყალიბდეს და სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევა განუვითარდეს, თუმცა ეს ინდივიდუალურია. ბავშვმა შეიძლება არ ილაპარაკოს ამის შესახებ, მაგრამ აგრესიული ქცევით გამოხატოს დედისა და მამის მიმართ დამოკიდებულება. თუ პიროვნება იმ დონეზე ჩამოყალიბდება, რომ საკუთარი თავის მართვის, გადაფასებისა და შეფასების კარგი უნარი ექნება, მაშინ შეიძლება ეს პრობლემა მოიხსნას. მაგრამ, ხშირ შემთხვევაში ის, რაც ადამიანის ფსიქიკაში ფიქსირდება, ქვეცნობიერში ინახება და სამომავლოდ შეიძლება ვერ კი ხვდებოდეს სინამდვილეში გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რა წუხილი აქვს.

- როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა ბავშვის ქცევებში, რომ მათგან დაფარულად ბავშვი მსგავს სცენას შეესწრო?

- ეს რთული საკითხია, ვინაიდან რაც დაინახეს, ეს შეიძლება ძალიან სამარცხვინოდ აღიქვან. გარემოც უწყობს ხელს, ჩვენს ქვეყანაში ისეთი ფონია, მსგავს თემებს ტაბუ აქვს დადებული და მშობლებიც არ ესაუბრებიან შვილებს ამაზე. ამის გამო ბავშვი ვერ ბედავს, რომ ისაუბროს მშობელთან. აუცილებელია გახსნილი საუბარი გვქონდეს შვილებთან. ეს დაგვეხმარება, რომ გავიგოთ, რა აწუხებს მას. საუბრის ფორმატია ერთადერთი, რითაც შეიძება გამოგვივიდეს მათთან ურთიერთობა, თორემ ეს ისეთი საკითხია, შეიძლება ზრდასრულიც იყოს და ვერასდროს ვერავის გაუზიაროს.

- თუ მშობელი დარწმუნდა, რომ მისი შვილი მათ ინტიმურ ურთიერთობას შეესწრო, როგორ უნდა აუხსნას, რომ ბავშვს ტრავმა აარიდოს?

- ზომიერების ფარგლებში აუცილებლად უნდა უთხრას რა არის სიყვარული, რა არის ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა. უნდა აუხსნას, რომ რომ ეს ცუდი კი არ არის, პირიქით ურთიერთობაა, სიყვარული და სიახლოვეა. უნდა უთხრას რომ ეს ჩვეულებრივი, ცხოვრებისეული მომენტია და არ არის არც სირცხვილი და არც პრობლემა.

თამარ იაკობაშვილი

altროცა ბავშვს მშობლების ინტიმური ურთიერთობის ხმები ესმის: "ამ ტრავმას წამლებით ვეღარ განკურნავთ"


13790
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?