შვიდი ნიშანი იმისა, რომ ბავშვი თავის ჭკუაზე გატარებთ
შვიდი ნიშანი იმისა, რომ ბავშვი თავის ჭკუაზე გატარებთ
მშობლები იმის გამო, რომ ბავშვებმა არ იჭირვეულონ, ხშირად მათ ყველაფერს უსრულებენ. თუმცა, აუცილებელია გარკვეული საზღვრის დაწესება, რომელსაც ბავშვი არ უნდა გადასცდეს. გთავაზობთ შვიდ ნიშანს, როცა შვილები უკონტროლოდ გმართავენ და ყველაფერს გასრულებინებენ:

1. "მინდა", "მჭირდება" - თუ თქვენი შვილი დაუსრულებლად ითხოვს რაღაცას, ეს იმას ნიშნავს, რომ სახიფათო სიგნალია და ბავშვი ელოდება, როდის გამოიჩენთ სისუსტეს. პირველ რიგში, მოსთხოვეთ თხოვნის ფორმის შეცვლა. უნდა იცოდეს, რომ მისი სურვილი თავაზიანი თხოვნა უნდა იყოს და არა
მოთხოვნა. "თუ შეიძლება" და "მადლობა" არ უნდა დაავიწყდეს.

mshoblebi

2. თუ თქვენ ატარებთ "ჟანგბადის ნიღაბს" და მუდმივად გრძნობთ, რომ მარაგი გეწურებათ, შვილები კი სულ უფრო და უფრო მეტს მოითხოვენ, ეს იმას ნიშნავს, რომ "ჟანგბადის ნიღბის" გარეშე დარჩებით. თქვენი მთელი ძალა და ენერგია გადართულია ბავშვებზე და საკუთარ თავს დროს საერთოდ აღარ უთმობთ. მშვენიერია, ასეთი თავდადებული რომ ხართ, მაგრამ გახსოვდეთ, ბავშვებს ბედნიერი და ჯანმრთელი დედა სჭირდებათ.

mshoblebi

3. ბავშვები პატივს არ სცემენ თქვენს მიერ ნათქვამ "არას". თუ თქვენსავე პოზიციაზე არ დარჩებით, ბავშვები შეგამჩნევენ, რომ მარტივად ნებდებით და მაინც უსრულებთ ყველაფერს, დროთა განმავლობაში თქვენ მიერ ნათქვამ "არას" სერიოზულად აღარ აღიქვამენ. იმისათვის, რომ საკუთარი ავტორიტეტი დაიბრუნოთ, აუცილებელია თავიდანვე დააწეროთ
საზღვარი და გააკეთოთ ისე, რომ თქვენი "არა" უალტერნატივოდ ნიშნავდეს "არას".

mshoblebi

4. ბავშვები არ გეხმარებიან საოჯახო საქმეების შესრულებაში. თუ მარტო ასუფთავებთ სახლს, მათ შორის შვილის ოთახს, ეს არასწორია. მათ სახლში მკაცრად უნდა ჰქონდეთ თავიანთი მოვალეობები განსაზღვრული.

mshoblebi

5. თუ თქვენი შვილი ეგოისტურად იქცევა, აგრესიულია, ნუ მოგერიდებათ გარშემო მყოფების რეაქციის და მხოლოდ სირცხვილის გამო ნუ შეუსრულებთ ყველა სურვილს. აუცილებელია გარკვეული წესების ჩამოყალიბება.

mshoblebi

6. ბავშვები ისე გელაპარაკებიან, როგორც მეგობარს. მათ უნდა იცოდნენ, რომ რაც არ უნდა ახლობლები იყოთ, მაინც არსებობს საზღვრები. თუ თავიდანვე არ ისწავლიან ამ ხაზის არსებობას, ყოველთვის დაარღვევენ.

mshoblebi

7. ხანდახან უთხარით რაიმეზე მტკიცე უარი. რაც არ უნდა ისტერიკაში ჩავარდეს, აუხსენით, რომ არ გაქვთ საკმარისი თანხა ახალი სათამაშოს შესაძენად. უცილებლად დაფიქრდით, ასეთ დროს ვინ იმარჯვებს, თქვენ თუ თქვენი შვილი.

mshoblebi



2954
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
0
ეს რა სიბრძნეებს აფრქვევენ ხან წერენ სიჯიუტე აუცილებელიაო ბავშვისთვისო და არას ნუ ეტყვითო ხან წერენ არას მიაჩვიეთო.როგორ იტევს დედამიწა ამდენ პროფესორს?
05:16 / 21-12-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი