ფსიქოლოგიააქტუალური
სტრესი უკვე პატარების "ტვირთიცაა" - რა ნიშნები აქვს მას და როგორ შევაჩეროთ
სტრესი უკვე პატარების "ტვირთიცაა" - რა ნიშნები აქვს მას და როგორ შევაჩეროთ
დღევანდელ რეალობაში არავის უკვირს სტრესი, გადაღლილობა, დეპრესია, ნერვული აშლილობები და ინტერესის დაკარგვა ყველაფრისადმი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს არა მხოლოდ უფროსების, უკვე პატარების "ტვირთიცაა". არაერთი მშობელი ჩივის, რომ ბავშვი ადვილად ღიზიანდება, ხშირად არის უხასიათოდ, ემოციურად აღიქვამს სიახლეებს, სტრესავს ახალი გარემო, ახალი ურთიერთობები და სხვადასხვანაირად გამოხატავს ამას - ტირილით, ჭირვეულობით, ტიკებით, შიშებით, ხასიათის უცაბედი ცვალებადობით, ხანდახან - უმადობით ან პირიქით, უცებ ზედმეტად ბევრი ჭამის სურვილით და მეტყველების დარღვევითაც კი. 

ფსიქოლოგები მშობლებს გამუდმებით აფრთხილებენ, რომ დააკვირდნენ ბავშვის ქცევას და არ გამოეპაროთ
სტრესის ნიშნები, რომელთა აღმოჩენისთანავე უნდა ეძებონ მიზეზები და შემდეგ უკვე მათი მოგვარების გზები. საბედნიეროდ, არსებობს სხვადასხვა გზა სტრესებთან საბრძოლველად და ასევე მათი პრევენციისთვის, იმისთვის, რომ პატარა მშვიდ გარემოში იყოს, ადვილად აღიქვას და გადაიტანოს ახალი გარემოებები მის თუ ზოგადად ოჯახის ცხოვრებაში, პატარა-პატარა სირთულეები და ა.შ. ამისთვის არსებობენ ფსიქოლოგები და ასევე არსებობს საშუალებები, რომლებითაც სახლშიც შეგიძლიათ დააკავოთ ბავშვი და თუ მასთან ერთად თავად მშობელიც მიიღებს მონაწილეობას ასეთ აქტივობებში, კიდევ უკეთესი. 


mshoblebi

სტრესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებები ბავშვებისთვის:

  • ხატვა და ძერწვა - ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებებია, რომლებიც ბავშვებს ამშვიდებს, აძლევს თვითგამოხატვის საშუალებას, ხატვისა და ძერწვის დროს გამოხატავს თავის ემოციებს, საფიქრალს,
    ფანტაზიებს და ნახატების მეშვეობით მშობელს თუ ფსიქოლოგს ბავშვის შინაგანი სამყაროს შესახებ, მისი ემოციური მდგომარეობის შესახებ საკმაოდ ბევრი რამის გაგება შეუძლია.
  • კრაფტი, ხელსაქმე - ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტისტრესია, რომელიც ამ საუკუნეში კიდევ უფრო აქტუალური გახდა. რიგ ქვეყნებში მკურნალობის ერთ-ერთი თერაპიულ მეთოდად სწორედ ხელსაქმეს იყენებენ. ხელსაქმე ხელს უწყობს ნერვიული სისტემის მოწესრიგებას, რაც ყოველდღიურად სტრესულ და ემოციურ გარემოში მომუშავეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგიური განტვირთვის გარდა, ხელსაქმე ტვინის მუშაობაზეც დადებითად აისახება. ცნობილია, რომ ხელისგულებზე უამრავი რეცეპტორი მდებარეობს. ამიტომ, ხელსაქმე, თუნდაც, ქარგვის პროცესი, ხელს უწყობს მათ სტიმულირებას, რაც საბოლოოდ ტვინის მოქმედებაზე აისახება. კრაფტზე მუშაობის პროცესი ავითარებს ყურადღებას, მეხსიერებას და მეტყველების გაუმჯობესებასაც კი უწყობს ხელს. ხელსაქმის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ის ჩარჩოებში არ გსვამთ და მრავალფეროვანი ნივთების დამზადების შესაძლებლობას გთავაზობთ. მით უმეტეს, არსებობს მზა ნაკრებები, რომლებითაც ბავშვთან ერთად საოცარ ნივთებს შექმნით - კრაფტის ყველაზე გამორჩეულ ასტორტიმენტს "ბიბლუსი" გთავაზობთ. წარმოუდგენელია კრაფტერმა, მისი გემოვნებისა და სურვილების მიუხედავად, მისთვის სასურველი ატრიბუტი ვერ აღმოაჩინოს.
  • მუსიკა - კარგი, საბავშვო მუსიკის მოსმენა, ასევე კლასიკური მუსიკის მოსმენა ძალიან დადებითად მოქმედებს ბავშვზე, ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდიდან. ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა, უსმინეთ ერთად, იცეკვეთ, მიიღეთ ბევრი დადებითი ემოცია.
  • სუფთა ჰაერზე სეირნობა - კიდევ ერთი ანტისტრესია, თანაც არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მშობლისთვისაც. დღეში ერთხელ მაინც ჩაკიდეთ ბავშვს ხელი და იარეთ გარეთ, ბუნებაში, ისაუბრეთ ბუნების მოვლენებზე, შემხვედრ შენობებზე, ხეებზე, ადამიანებზე, მიიღეთ დადებითი ემოციები.
  • წიგნები - აუცილებლად წაუკითხეთ ბავშვს საბავშვო წიგნები, დაბალი, მშვიდი ხმით, თუმცა ემოციურად, მსახიობურად, რომ თქვენთან ერთად შეიგრძნოს წიგნში მიმდინარე მოვლენები. წიგნთან ურთიერთობა „მშობლის შუამავლობით" ერთ-ერთი საუკეთესო ანტისტრესია ბავშვისთვის.
და რაც მთავარია, ყოველთვის მოუსმინეთ პატარებს, იმეგობრეთ მათთან, გამოყავით დრო მათთან საურთიერთოდ, რაც უნდა დაკავებული იყოთ, გააზიარებინეთ ემოციები, გაუზიარეთ აზრები, ჩაეხუტეთ, ელაპარაკეთ სასიამოვნო ამბებზე, მოუყევით თქვენი ბავშვობის შესახებ, კარგი ამბების შესახებ, მოისმინეთ მისი ამბები, რომლებითაც ის სავსეა, და თუ მასთან ემოციურ ძაფს არასდროს დაკარგავთ, ის ყოველთვის თქვენი მეგობარი იქნება და გაცილებით ნაკლებად დაემუქრება სტრესები. 

ბეჭდვა