რა ვუპასუხოთ ბავშვს, როდესაც სიკვდილზე სვამს შეკითხვებს ან ამ თემით ინტერესდება? - ფსიქოლოგის პასუხი
რა ვუპასუხოთ ბავშვს, როდესაც სიკვდილზე სვამს შეკითხვებს ან ამ თემით ინტერესდება? - ფსიქოლოგის პასუხი
ბავშვი ადრე თუ გვიან დაგისვამთ კითხვას ამ თემაზე. იმედია ეს სტატია დაგეხმარებათ უკეთ მოემზადოთ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად.

ბავშვს ეშინია უსასრულობის იდეის. მისთვის რთულია იმის გაცნობიერება, რომ ის, რაც არის ახლა, შეიძლება დასრულდეს და აღარ იყოს ხვალ. ფიქრი იმაზე, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანები ოდესღაც გაქრებიან და აღარ იარსებებენ - ბავშვს აშინებს. ამის ფონზე მას შეიძლება ძლიერი შფოთვა და სხვადასხვა შიშები ჩამოუყალიბდეს.

ამიტომ მნიშვნელოვანია არ აუქციოთ გვერდი ბავშვის შეკითხვებს და ესაუბროთ
ამის შესახებ.

ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ამ სამყაროს გარდა სხვა სამყაროც არსებობს, რომლის შესახებაც ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით. აქ, დედამიწაზე იმ სამყაროს ვეძახით "ზეციურ"-ს. სწორედ იქ მიემგზავრებიან ისინი, ვინც ამ ცხოვრებიდან მიდის. ამასთან, საყვარელ ადამიანებთან შეიძლება ურთიერთობა, ისინი ხომ ზეციდან გვხედავენ. როდესაც ბავშვი ამას იგებს, მისი შფოთვა იკლებს ან საერთოდ ქრება.

არა აქვს მნიშვნელობა, მორწმუნე ადამიანი ხართ თუ არა. ეს იდეა არ არის მიბმული რომელიმე რელიგისთან. მნიშვნელოვანია ბავშვს აუხსნათ, რომ არაფერი სრულდება, უბრალოდ იცვლის ფორმას.

შეგიძლიათ მოუყვეთ თერაპიული ზღაპარი "ფიფქი-წვეთი"რაც ზღაპარი კარგად ესადაგება ამ თემა. ეს ისტორია შეგიძლიათ მოუყვეთ არამარტო პატარებს, არამედ მოზარდებსაც:

"იყო და არა იყო რა, იყო ერთი ფიფქი.

ერთხელ მზემ გამოანათა და ფიფქმა დნობა დაიწყო. მას ეგონა, რომ კვდებოდა, მაგრამ ფიფქი დადნა და გადაიქცა წვეთად. შემდეგ წვეთი ჩავარდა მდინარეში. ახლა კი ეგონა, რომ მართლა კვდებოდა. მაგრამ მალე მიხვდა, რომ მდინარის ნაწილი გახდა. შემდეგ მდინარე შეუერთდა ზღვას. წვეთს ეგონა, რომ აღსასრული დადგაო, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ოკეანეში აღმოჩნდა და მისი ნაწილი გახდა. ძალიან გაუხარდა. ერთხელ წვეთი ოკეანის ზედაპირზე იწვა. მზე აცხუნებდა. უცებ ის აორთქლდა და სხვა წვეთებთან ერთად ზაცაში ავიდა, ღრუბლად გადაიქცა. ახლა კი ნამდვილად ვკვდებიო, გაიფიქრა. მაგრამ მერე შვებით ამოისუნთქა, როცა მიხვდა, რომ ღრუბლად გადაიქცა. შემდეგ წვიმად წამოვიდა და ჩვენი წვეთი მიწაში ჩაიღვარა. მორჩა, - გაიფიქრა წვეთმა, მოვიდა აღსასრულიო, მაგრამ მიწის ქვეშ წყაროს წყალს შეერია.

წვეთი მიხვდა, რომ ზამთარში გაიყინებოდა და ისევ ფიფქად იქცეოდა. მიხვდა, რომ არასდროს მოკვდებოდა. უბრალოდ ფორმას შეიცვლიდა და იმოგზაურებდა სხვადასხვა ადგილას".


შესთავაზეთ ბავშვს დახატოს ზეციური სამყარო, სადაც იქნებიან მისი ოთხფეხა მეგობარი, ბებია ბაბუა და ის ადამიანები, რომლებმაც ეს სამყარო დატოვეს და გადაინაცვლეს მეორე სამყაროში. შემდეგ აუხსენით, რომ ადამიანებიც, დიდი ხნის სიცოცხლის შემდეგ, როცა დატოვებენ თავიანთ სხეულს, მათი სული გაფრინდება ზეცაში. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ იმ ადამიანებთან შესაძლებელია ურთიერთობა, საუბარი, მათთვის ნახატების დახატვა, წერილების მიწერა. ისინი ხომ ზემოდან გვიყურებენ, ხარობენ ჩვენი ყოველი წარმატებით და გვიგზავნიან სიყვარულს. ამ ფორმით ბავშვის ყველა კითხვაზე გექნებათ პასუხი.

ავტორი ეკატერინა კესი, ბავშვთა და ოჯახის ფსიქოლოგი.

P.S. ამ თემაზე გადაღებულია არაჩვეულებრივი საბავშვო მულტფილმი - "კოკო", რომელსაც შეგიძლიათ ბავშვთან ერთად უყუროთ. 
2936
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?