10 მიზეზი ოჯახში, რის გამოც შეშინებული ბავშვები სახლიდან გარბიან და დაბრუნებას ვეღარ ბედავენ - მშობლები

10 მიზეზი ოჯახში, რის გამოც შეშინებული ბავშვები სახლიდან გარბიან და დაბრუნებას ვეღარ ბედავენ

2020-02-26 10:09:25+04:00

ნატალია რემიში პროდიუსერი და სცენარისტია, რომელიც ბავშვებისთვისა და მათი მშობლებისთვის ცხოვრებისეულ თემებზე მულტფილმებს ქმნის. ერთ-ერთ მულტფილმს "გაქცევა" ჰქვია და მისი გადაღების დროს მან სახლიდან ბავშვების გაქცევის შესახებ სხვადასხვა ფინალით უამრავი ისტორია მოისმინა და წაიკითხა.

mshoblebi

ცხოვრებაში ერთხელ მაინც გექნებათ სიზმარში ნანახი, რომ ბავშვი დაკარგეთ. აღმოჩნდა ქუჩაში, ბაღში, მრავალსართულიანი კორპუსის ბოლოს ან მეტროს ვაგონში. თქვენ კიდევ ვერ მოასწარით მისი დანახვა. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ თვალებით ეძებ, მაგრამ არსადაა. ნუთუ გაიტაცეს?

ბავშვის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კოშმარია მშობლებისთვის. ბავშვებს ვასწავლით, რომ ჩვენზე ხელჩაკიდებულმა იარონ, არ ესაუბრონ უცნობ ადამიანებს და ფრთხილად იყვნენ უცხო ადგილებში. ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეთ სტატისტიკა, შემთხვევების 90%, რომელშიც სამძებრო სამუშაოების ჩართვა ხდება საჭირო, სახლიდან გაქცეულ ბავშვებს უკავშირდება.

ეს ნიშნავს, რომ 10-დან 9 შემთხვევაში კი არ გაიტაცეს ან დაკარგეს, თავად გაიქცნენ მშობლებისგან. ხშირად ეს იმპულსური ქმედებაა და, სამწუხაროდ, ცუდად მთავრდება. ბავშვები თითქოს უსაფრთხო ადგილებზე გარბიან, თუმცა ხშირად ხდებიან უბედური შემთხვევის მსხვერპლნი. საბედნიეროდ, დაკარგული ბავშვების უმეტესობა ნაპოვნია, მაგრამ ყველამ ვიცით, რამხელა რისკია, როცა ისინი ქუჩაში მარტო არიან.

ძალიან ხშირად გაქცევის მიზეზი დამოკიდებულებაა. თუ ერთადერთ მიზეზად ოჯახში ყოველდღიურად ჩხუბსა და დაძაბულობას ჩავთვლით, არ იქნება სწორი. ბავშვები გარბიან ყველანაირი მიზეზითა და ყველანაირი ოჯახიდან. გარდა ამისა, ეს მაინცდამაინც თინეიჯერებს არ ემართებათ. შეიძლება გაიქცნენ როგორც 13 წლის ასაკში, ასევე 7 წლის ასაკში.

მოცემულია 10 ფაქტი, თუ რატომ გარბიან ბავშვები ოჯახებიდან, მათ შორის, მდიდარი ოჯახებიდანაც:

საგნები

ეცადეთ დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ ნივთებს. გაქცევის ერთ-ერთი მიზეზი გატეხილი ან დაკარგული ნივთებია. ეს შეიძლება იყოს ქურთუკი, რომელიც ახლახან უყიდეთ, ან შეიძლება ბავშვმა სკოლაში მამის ტელეფონი წაიღო და დაეკარგა, შეიძლება ბებიის საყვარელი ლარნაკი გაუტყდა. ბავშვს სასჯელის ეშინია და ამიტომაც გარბის.

დასჯა

დასჯა ყველაზე საშიში და არაეფექტური ელემენტია ბავშვებთან ურთიერთობისას. ციხე ცუდ ადამიანებს არ აკეთილშობილებს, ორიანი კი ფრიადოსან მოსწავლედ არ აქცევს ბავშვს. დასჯა აშინებს, მაგრამ ქცევას არ ასწორებს. ამიტომ, შეეცადეთ ბავშვებს ესაუბროთ და შედეგები აუხსნათ, ვიდრე დასაჯოთ. მათთვის გაქცევა უფრო ადვილია, ვიდრე დასჯის ატანა.

დასჯისგან მიღებულმა შედეგებმა შესაძლოა ქცევა წაახალისოს. ბავშვმა საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება უნდა ისწავლოს, რაც საუბრით მიიღწევა და არა დასჯით. გარდა ამისა, დასჯას ისე აღიქვამს, თითქოს მშობელი მართავს მის ცხოვრებას, რაც აისახება კიდეც მათ ურთიერთობაზე.

ტონი, მიმიკა, ჟესტი

არავერბალურ კომუნიკაციას ურთიერთობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა დავაკვირდეთ, როგორ ვამბობთ სათქმელს. მშვიდი საუბრით შეიძლება უფრო უკეთ გავაგებინოთ ბავშვებს ჩვენი პოზიცია, ვიდრე ყვირილითა და ჩხუბით. მშობლების მთავარი ამოცანაა, რომ არ შეაშინონ ბავშვები. შიში გაქცევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

მხარდაჭერა

mshoblebi ზოგჯერ ბავშვებს სახლის გარეთაც ექმნებათ პრობლემები - მეგობრებთან, მასწავლებელთან, ტრენერთან და სახლიდან იმის გამო გარბიან, რომ სკოლაში ბულინგის მსხვერპლნი ხდებიან, რაზე საუბარიც არავისთან სურთ. მხარი დაუჭირეთ, ნებისმიერ შემთხვევაში. აგრძნობინეთ, რომ მარტო არ არის. მხარდაჭერა - დათანხმებას არ ნიშნავს. მხარდაჭერა ერთობლივად ფიქრს ნიშნავს, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ სიტუაციიდან.

მოუსმინეთ ბავშვების სურვილებს

მულტფილმის ერთ-ერთი ისტორიის თანახმად, ხუთი წლის გოგონა იმიტომ გაიქცა სახლიდან, რომ დილაობით ფაფის ჭამა არ სურდა. თუ ბებიამ იცის, რომ ბავშვს ფაფის ჭამა არ სურს, ჩაანაცვლოს ის სხვა საჭმლით.

მზად იყავით ექსპერიმენტებისათვის

შეიძლება გოგონაზე ხვეული თმა მოგწონთ და ფიქრობთ, რომ ვაჟი კარგად გამოიყურება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მივცეთ არჩევანის თავისუფლება. გოგონა ორჯერ გაიქცა სახლიდან იმის გამო, რომ დედა 18 წლამდე თმის შეჭრის შესაძებლობას არ აძლევდა. გაქცევის შედეგად კი, ერთი კვირა ეძებდნენ.

შეიძლება თმების მოკლედ შეჭრა ან ვარდისფრად გადაღება დროებითი ექსპერიმენტი იყოს. საღებავი გადავა, თმები კი თავის ადგილზე დარჩება. არც ურთიერთობა გაგიფუჭდებათ და სიმშვიდესაც შეინარჩუნებთ.

მეგობრები და შეყვარებული

mshoblebi არ მოგწონთ შვილის მეგობრები? ზოგჯერ, შეიძლება საერთოდ არ გესმოდეთ, რატომ მეგობრობენ ბავშვები ერთმანეთთან. ხშირად წინააღმდეგობას უკუეფექტი აქვს. თუ 6 წლის ასაკში ახერხებთ დამორჩილებას, 11 წლის ასაკში პირიქით მოიქცევა. მნიშვნელოვანია, უფრო მეტი გაარკვიოთ ბავშვის მეგობრებზე, რატომ მოსწონს, რა აქვთ საერთო და პირდაპირ არ დაეჭვდეთ მათში.

"გავიქცევი, რადგან რაც მინდა, ის მივიღო"

ხშირად იმდენად გვიყვარს მორალის წაკითხვა, რომ პოზიტიური ურთიერთობებისთვის დრო აღარ გვრჩება. ნებისმიერ საქციელზე ყვირილს ვიწყებთ. ღირს ნივთების გამო ბავშვების განაწყენება? ზოგჯერ უბრალოდ მნიშვნელოვანია დავეთანხმოთ და მათი პოზიცია გავიზიაროთ.

ოჯახის დამოკიდებულება

ბავშვები ხშირად სახლიდან გარბიან იმიტომ, რომ მშობლების ჩხუბს ვეღარ უძლებენ. როგორ შეიძლება ეს რისკები შევამციროთ? შეინარჩუნეთ სიმშვიდე, აჩვენეთ ბავშვებს, რომ ერთმანეთის აზრს პატივს სცემთ და კონფლიქტის მშვიდად მოგვარება შესაძლებელია. ოჯახის წევრების დამოკიდებულება ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკასა და აღქმაზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - მოუსმინეთ ბავშვებს. კარგად დასმული კითხვები გეხმარებათ იმაში, რომ ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოთ.