ნატალია რემიში პროდიუსერი და სცენარისტია, რომელიც ბავშვებისთვისა და მათი მშობლებისთვის ცხოვრებისეულ თემებზე მულტფილმებს ქმნის. ერთ-ერთ მულტფილმს "გაქცევა" ჰქვია და მისი გადაღების დროს მან სახლიდან ბავშვების გაქცევის შესახებ სხვადასხვა ფინალით უამრავი ისტორია მოისმინა და წაიკითხა.
ცხოვრებაში ერთხელ მაინც გექნებათ სიზმარში ნანახი, რომ ბავშვი დაკარგეთ. აღმოჩნდა ქუჩაში, ბაღში, მრავალსართულიანი კორპუსის ბოლოს ან მეტროს ვაგონში. თქვენ კიდევ ვერ მოასწარით მისი დანახვა. ყველაზე საშინელი კი ისაა, რომ თვალებით ეძებ, მაგრამ არსადაა. ნუთუ გაიტაცეს?
ბავშვის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კოშმარია მშობლებისთვის. ბავშვებს ვასწავლით, რომ ჩვენზე ხელჩაკიდებულმა იარონ, არ ესაუბრონ უცნობ ადამიანებს და ფრთხილად იყვნენ უცხო ადგილებში. ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეთ სტატისტიკა, შემთხვევების 90%, რომელშიც სამძებრო სამუშაოების ჩართვა ხდება საჭირო, სახლიდან გაქცეულ ბავშვებს უკავშირდება.
ეს ნიშნავს, რომ 10-დან 9 შემთხვევაში კი არ გაიტაცეს ან დაკარგეს, თავად გაიქცნენ მშობლებისგან. ხშირად ეს იმპულსური ქმედებაა და, სამწუხაროდ, ცუდად მთავრდება. ბავშვები თითქოს უსაფრთხო ადგილებზე გარბიან, თუმცა ხშირად ხდებიან უბედური შემთხვევის მსხვერპლნი. საბედნიეროდ, დაკარგული ბავშვების უმეტესობა ნაპოვნია, მაგრამ ყველამ ვიცით, რამხელა რისკია, როცა ისინი ქუჩაში მარტო არიან.
ძალიან ხშირად გაქცევის მიზეზი დამოკიდებულებაა. თუ ერთადერთ მიზეზად ოჯახში ყოველდღიურად ჩხუბსა და დაძაბულობას ჩავთვლით, არ იქნება სწორი. ბავშვები გარბიან ყველანაირი მიზეზითა და ყველანაირი ოჯახიდან. გარდა ამისა, ეს მაინცდამაინც თინეიჯერებს არ ემართებათ. შეიძლება გაიქცნენ როგორც 13 წლის ასაკში, ასევე 7 წლის ასაკში.
მოცემულია 10 ფაქტი, თუ რატომ გარბიან ბავშვები ოჯახებიდან, მათ შორის, მდიდარი ოჯახებიდანაც:
დასჯისგან მიღებულმა შედეგებმა შესაძლოა ქცევა წაახალისოს. ბავშვმა საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება უნდა ისწავლოს, რაც საუბრით მიიღწევა და არა დასჯით. გარდა ამისა, დასჯას ისე აღიქვამს, თითქოს მშობელი მართავს მის ცხოვრებას, რაც აისახება კიდეც მათ ურთიერთობაზე.
ზოგჯერ ბავშვებს სახლის გარეთაც ექმნებათ პრობლემები - მეგობრებთან, მასწავლებელთან, ტრენერთან და სახლიდან იმის გამო გარბიან, რომ სკოლაში ბულინგის მსხვერპლნი ხდებიან, რაზე საუბარიც არავისთან სურთ. მხარი დაუჭირეთ, ნებისმიერ შემთხვევაში. აგრძნობინეთ, რომ მარტო არ არის. მხარდაჭერა - დათანხმებას არ ნიშნავს. მხარდაჭერა ერთობლივად ფიქრს ნიშნავს, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ სიტუაციიდან.
შეიძლება თმების მოკლედ შეჭრა ან ვარდისფრად გადაღება დროებითი ექსპერიმენტი იყოს. საღებავი გადავა, თმები კი თავის ადგილზე დარჩება. არც ურთიერთობა გაგიფუჭდებათ და სიმშვიდესაც შეინარჩუნებთ.
არ მოგწონთ შვილის მეგობრები? ზოგჯერ, შეიძლება საერთოდ არ გესმოდეთ, რატომ მეგობრობენ ბავშვები ერთმანეთთან. ხშირად წინააღმდეგობას უკუეფექტი აქვს. თუ 6 წლის ასაკში ახერხებთ დამორჩილებას, 11 წლის ასაკში პირიქით მოიქცევა. მნიშვნელოვანია, უფრო მეტი გაარკვიოთ ბავშვის მეგობრებზე, რატომ მოსწონს, რა აქვთ საერთო და პირდაპირ არ დაეჭვდეთ მათში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - მოუსმინეთ ბავშვებს. კარგად დასმული კითხვები გეხმარებათ იმაში, რომ ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოთ.