რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის დაბადების დღის აღნიშვნა - მშობლები

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის დაბადების დღის აღნიშვნა

2020-03-05 07:41:39+04:00

ხანდახან მშობლები უნებლიედ უკიდურესობამდე მიდიან. ვიღაც შვილის დაბადების დღეს რესტორანში ბევრი სტუმრით აღნიშნავს, ვიღაც კი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, რადგან ეჭვობს, შესაძლოა ბავშვს საერთოდაც არ დაამახსოვრდესო.

თუმცა, სინამდვილეში, ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. მოგიყვებით, რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვის დაბადების დღის აღნიშვნა.

mshoblebi

მეცნიერი ჟაკლინ ვული გირჩევთ, ნუ მიხვალთ უკიდურეს ზომამდე. მნიშვნელოვანია დაბადების დღის აღნიშვნა, მაგრამ პომპეზურობის გარეშე. ბავშვს, პირველ რიგში, უნდა ავუხსნათ, რატომ არის ეს მოვლენა მნიშვნელოვანი.

ვულიმ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც 3-დან 5 წლამდე ასაკის 100-მდე ბავშვი მონაწილეობდა. სამ ორი წლის ასაკის ბავშვს მალე უსრულდებოდა 3 წელი. ერთ-ერთის დაბადების დღე აღნიშნეს, მეორესი - არა, მესამეს დაბადების დღე კი სხვადასხვა ადამიანების გარემოცვასთან ერთად ორჯერ აღნიშნეს.

mshoblebi

შემდეგ თითოეულ მათგანს დაუსვა კითხვა, თუ რამდენი წლის იყვნენ. იმ ბავშვებმა, რომლებიც დაბადების დღეს არ აღნიშნავდნენ, უპასუხეს, რომ ისევ ორი წლის არიან. ხოლო ვინც ორჯერ აღნიშნა, ამბობდა, რომ 4 წელი შეუსრულდათ. რეალურ ასაკს ასახელებდნენ ის ბავშვები, რომლებმაც დაბადების დღე ჩვეულებრივ აღნიშნეს.

mshoblebi

კვლევამ აჩვენა, რომ ერთი ასაკიდან მეორეზე გადასვლისას აქცენტის გაკეთება და ბავშვების ყურადღების მიპყრობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გამოცდილება მათ დროში ორიენტაციასა და საკუთარი პროგრესის გაცნობიერებაში ეხმარება. ასევე იმის გაცნობიერებაში, რომ ოჯახისთვის მნიშვნელოვანნი არიან.

ჟაკლინ ვული თვლის, თუ ოთხი წლის ბავშვს დაბადების დღის აღნიშვნა სჭირდება იმის გასაცნობიერებლად, რომ ხუთი წელი შეუსრულდა, მაშინ აღნიშვნა აუცილებელია. გარდა ამისა, ეს ფაქტი ბავშვებს თვითშეფასებას უზრდის, რადგან იმ დღეს ბევრი ადამიანი სწორედ მათ გამო შეიკრიბა და უამრავი კეთილი სურვილი მიიღეს.

mshoblebi

ბავშვი ასევე აძლიერებს სოციალურ კავშირებს მეგობრებთან და ნათესავებთან. ხოლო დაბადების დღის მხიარული მოგონებები სამუდამოდ დარჩება მის ქვეცნობიერში.

გახსოვდეთ, რომ ბავშვს ძვირად ღირებული საჩუქარი არ სჭირდება. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გულწრფელი სიყვარული და პატივისცემაა და უბრალოდ იმის გამოხატვა, რომ ეს დღე, მისი დაბადების დღე, მისი ოჯახის წევრებისთვის ნამდვილად აღსანიშნავი მოვლენაა.

altუნდა გადავუხადოთ თუ არა შვილს დაბადების დღე გრანდიოზულად? - შეწუხებული მშობლის წერილი

altუნდა გადაუხადოთ თუ არა ერთი წლის ბავშვს დაბადების დღე?