მშობლებს, როგორც წესი, უნდათ, რომ საკუთარი შვილებისთვის სამაგალითოები იყვნენ და კარგ ადამიანებად აღზარდონ ისინი. თუმცა, არსებობს მიზეზი, რის გამოც კარგი მშობლები ხანდახან ცუდ შვილებს ზრდიან. ერთი ახალგაზრდა მამა საკუთარი გამოცდილებით ასახელებს იმ მიდგომებს, რაც ბავშვებთან ურთიერთობისას არ ამართლებს. მისი წერილი ინტერნეტსივრცეში საკმაოდ პოპულარულია.
"ცოტა ხნის წინ მეყოლა ქალიშვილი და ამ სასიხარულო ამბავმა დეპრესიაში ჩამაგდო. შემეშინდა, რომ ცხოვრებას დავუნგრევდი და არასწორად გავრზდიდი.
თვალწინ წარმომიდგნენ ჩემი მშობლები. ისინი კარგი მშობლები იყვნენ, ბევრს მუშაობდნენ, რომ მე, მათი ვაჟი, ვყოფილიყავი ჯანმრთელი, ჩაცმულ-დახურული, ნაკვები... მაგრამ საოცარი სიმაცრის ფონზე ჩემგან ითხოვდნენ, ყველა მათი მოლოდინი გამემართლებინა. მე ვეწინააღმდეგებოდი და ალბათ ცუდ ბავშვად აღვიქმებოდი. ისეთი სულაც არ გავიზარდე, როგორც მათ უნდოდათ. და ასეთი ბავშვები ათასობით არიან.
მინდა გაგიზიაროთ ჩემი შეხედულებები, რაში ცდებიან ხანდახან "კარგი" მშობლები.
ბავშვის ტოტალურად გაკონტროლებისას მშობლებს თავისი არგუმენტები აქვთ. ჰგონიათ, რომ ამ გზით მათ ქაოსისა და არასასურველი ურთიერთობებისგან დაიცავენ. ამას ჩემი მშობლებიც ცდილობდნენ. მეგობრებთან გვიანობამდე დარჩენის უფლება არ მქონდა, ადრე უნდა დამეძინა, ყოველდღე გაკვეთილების მომზადებისთვის მინიმუმ 3 საათი უნდა გამომეყო. მირჩევდნენ ტანსაცმელს, მუსიკას, ჰობის. ალბათ, ჩემი მაგალითი ყველაზე ცუდი არ არის.
16 წლის გოგონამ ერთ-ერთ პლატფორმაზე 23 პუნქტი ჩამოწერა, თუ რა შორს წავიდნენ მისი მშობლები იმ მიზნით, რომ "კარგი" შვილი აღეზარდათ.
გოგონა წერს, რომ ერთი შეხედვით ნორმალური, სრულყოფილი ცხოვრება ჰქონდა, თუმცა საკუთარ სახლში თავს მაინც პატიმრად გრძნობდა. მას გარკვეული მიზეზები აქვს, რის გამოც ასე ფიქრობს. რამდენიმეს გთავაზობთ:
ძალიან დიდხანს მობილური არ მქონდა. ახლახანს დედაჩემის ძველი აიფონ 4 მივიღე საჩუქრად ისიც იმის გამო, რომ გამოცდები ბრწყინვალედ ჩავაბარე. მისი გამოყენების უფლება დღეში მხოლოდ 30 წუთი მაქვს, ხოლო სპორტით მხოლოდ 20 წუთის განმავლობავშვი ვკავდები. პირადი ცხოვრება არ მაქვს, ვერ შევხვდები შობას მეგობრებთან ერთად, ვერც ზაფხულის რამდენიმე დღეს გავატარებ მათთან. არანაირი შეყვარებული და თაყვანისმცემლები. დავდივარ ისეთ სკოლაში, სადაც ძირითადად სულ გოგონები სწავლობენ. სახლში სათვალთვალო კამერები აყენია, თუმცა არ ვიცი სად. არც ის ვიცი, რატომ მაკვირდებიან. სოციალური ქსელი მაქვს, მაგრამ ჩემი მშობლები პირად შეტყობინებებსაც კი აკონტროლებენ. პაროლი იციან, შეცვლის შემთხვევაში, კვლავ შეუძლიათ ძველი პაროლის აღდგენა. ყოველდღიურად ამოწმებენ ჩემს კომპიუტერს და ყველა "უსარგებლო" საიტს ბლოკავენ. თუ სასკოლო ტესტში ერთი შეცდომა მაინც დავუშვი, საშინელება მოხდება. ყოველდღე უნდა ვიმეცადინო, არდადეგების დროსაც კი. დასვენების დრო საპირფარეშოშიც კი არ მაქვს. კართან დედაჩემი დგას და მას უნდა ვესაუბრო. ერთ ოთახში გვძინავს, 11-ის ნახევარზე უკვე უნდა დავწვეთ. რას იწვევს ასეთი კონტროლი? იმას, რომ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის სრულიად მოუმზადებლები და გაუცნობიერებლები ვიქნებით.
18 წლამდე არ ვიცოდი, როგორი მუსიკა მომწონდა და რომელი ჯგუფი იყო ჩემი საყვარელი ჯგუფი. მშობლები მირჩევდნენ, რა უნდა მომესმინა და მენახა. არ მინახავს არც ერთი ამერიკული თინეიჯერული კომედია. დამამთავრებელ კლასში მივხვდი, რომ საერთოდ არ ვიყავი ცხოვრებისთვის მზად და არც ის ვიცოდი, პროფესია, რომელსაც ვირჩევდი, მინდოდა თუ არა.
არ მინდა იმის თქმა, რომ ჩემი მშობლები ცუდები იყვნენ. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი. ახლა, ბევრი წლის შემდეგ, უკან რომ ვიხედები, ვხვდები, რომ მათ ჰქონდათ წარმოდგენა, რომელიც ძალიან ხშირად არ ემთხვეოდა იმას, რაც მე მსურდა.
ბავშვობიდან ძალიან მინდოდა საბრძოლო ხელოვნების შესწავლა, მაგრამ 4 წლის ასაკიდან თხილამურებზე დგომას მასწავლიდნენ. როდესაც გადავწყვიტე, რომ სამუსიკო სკოლაში ჩამებარებინა, ვთქვი, რომ ვიოლინოზე დაკვრის სწავლა მინდოდა. მშობლებმა კი ჩათვალეს, რომ ჩემგან კარგი ჯაზპიანისტი გამოვიდოდა და ერთი წელი ფორტეპიანოზე დავდიოდი. დღემდე არ მიყვარს ფორტეპიანო და ახლაც ვოცნებობ, რომ ვიოლინოზე დაკვრა ვისწავლო.
ისინი ფიქრობდნენ, რომ ქება-დიდება კრიტიკის გარეშე დაუშვებელი იყო. ის ფაქტი, რომ მშობლები მუდმივად უკმაყოფილონი არიან და არასდროს არაფერი მოსწონთ, რა თქმა უნდა, ბავშვის თვითშეფასებაზე მოქმედებს და ხელს უშლის ცხოვრებით ტკბობაში.
ეს კიდევ არაფერია. ერთ-ერთ პლატფორმაზე გოგონამ დაწერა, რომ დაბადების დღეზე არანაირი საჩუქრის მიღება არ სურდა, გარდა ერთისა. ეს ერთი კი ცოტა თავისუფალი დრო იყო.
დადასტურებულია, რომ გადაჭარბებული შეზღუდვა ბავშვებში განვითარების შეფერხებას და ბევრ უარყოფით ფაქტს იწვევს. ერთ-ერთი გოგონა წერს:
"ძალიან მკაცრი მშობლები მყავს. როცა 18 წლის გავხდები, ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მიკრძალავდნენ. სინამდვილეში, ეს წესები არ მუშაობს. ბიჭებთან ურთიერთობას მიკრძალავდნენ, მაგრამ 14 წლიდან ვსეირნობდი მათთან ერთად."
ერთხელ ყური ამიწიეს იმის გამო, რომ ჩემი ნივთები კარადაში დალაგებული არ იყო. მე-5 კლასიდან მშობლებს აღარაფერს ვეუბნებოდი. ძალის გამოყენებას კარგი შედეგი არ მოაქვს, რადგან ბავშვი იმეორებს ოჯახის ქცევას. ყველაზე ძლიერი მოტივაცია პირადი მაგალითია.
"თუ ჭურჭელს დარეცხ, საჩუქარს გიყიდი" - მშობლებისგან ეს და მსგავსი ფრაზები ალბათ ბევრ თქვენგანს გაუგია. ეს მანამ მუშაობს, ვიდრე უკიდურესობამდე მივა. შემდეგ კი ბავშვი სიხარბესა და სიჯიუტეს ავლენს.
ბავშვობაში მამა ნაგვის გადაყრაში ფულს მიხდიდა. ერთ დღესაც მან თქვა, რომ უკვე დიდი ვიყავი და უფულოდაც შემეძლო წაღება. საშინელი სკანდალი ავტეხე და ძალიან ვინერვიულე. არ ვიცოდი, რა დავაშავე.
ბავშვს უნდა ჰქონდეს მოვალეობები, რომლებსაც ფულისა და სხვა რამის გარეშეც შეასრულებს.
ახლა, როგორც ახალგაზრდა მამა, სულ ვცდილობ, რომ აკრძალვები მინიმუმამდე დავიყვანო. მინდა, რომ ჩემი ყველა გადაწყვეტილება დასაბუთებული იყოს და მაშინ, მგონია, ჩემი შვილიც გაიგებს.
მშობლებს სულ აქვთ თავისი აზრი, რომლის ეჭვქვეშ დაყენებაც არ განიხილება. მკარნახობენ, ვისთან ერთად უნდა ვიმუშაო, რა უნდა ჩავიცვა და ვჭამო. ახლაც კი, როცა 30 წლის ვარ, ცოლი მყავს და საკუთარი ოჯახი მაქვს. მალე შეეგუებიან იმ აზრს, რომ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვნახავ.
14 წლამდე იმას ვაკეთებდი, რაც მათ სურდათ. მაგრამ, მაინც ის ვისწავლე, რაც მსურდა. ცოლად შევირთე ის გოგო, რომელიც მე მიყვარდა და ახლაც, მათთან ყოველი სტუმრობა წყენითა და კამათით სრულდება. ჩემი არასდროს ესმოდათ და არ მინდა, რომ ჩემი გოგონასთვის ისეთი მამა ვიყო, როგორიც მე მყავდა.
15 წელია ჩემს მშობლებთან ერთად აღარ ვცხოვრობ. მყავს ცოლი და შვილი. ისინი ელოდებიან, რომ ყველა შაბათ-კვირას და სხვა უქმე დღეებს მათთან გავატარებთ. მე კი ამის ძალა აღარ მაქვს. სხვადასხვა ტყუილს ვიგონებ იმის გასამართლებლად, თუ რატომ არ მივდივარ მათთან ხშირად.
მე მიყვარს ჩემი მშობლები, მაგრამ მათთვის ამის თქმას ვერ ვახერხებ. ვერც ისინი ახერხებენ იმის გააზრებას, თუ რატომ გაზარდეს ასეთი ცუდი შვილი.