მაიამის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა 15 თვის ასაკის 95 ახალშობილზე ჩაატარეს ექსპერიმენტი. 56-ს დაუდგინდა მომავალში აუტისტური აშლილობის განვითარების რისკი. დანარჩენ ახალშობილებს აუტიზმის მომატებული რისკი არ აღმოაჩნდათ. ექსპერიმენტის მიზანი იყო იმის შეფასება, თუ რამდენად უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს ახალშობილები მშობლების თანდასწრებით. ურთიერთქმედების ეს სტილი ეხმარება ბავშვს სამყაროს შეცნობაში. ფსიქოლოგიაში ამას " საიმედო მიჯაჭვულობა" ჰქვია.
ექსპერიმენტის ფარგლებში ბავშვები ჯერ დედას და მამას ჩაუსვეს კალთაში. შემდეგ ცოტა ხნით მოაშორეს მათ. მეცნიერები აკვირდებოდნენ პატარების ქცევას მშობლებთან ყოფნის, მათთან განშორების და მათი დაბრუნების შემდეგ.
ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვები ნორმალური მიჯაჭვულობის პირობებში (აუტიზმის განვითარების რისკის მყოფი ბავშვების ჩათვლით), მშობლების თანდასწრებით აქტიურად შეისწავლიდნენ სამყაროს. ტიროდნენ და ავლენდნენ სტრესის სხვადასხვა ნიშანს, როდესაც რჩებოდნენ უცხო ადამიანებთან. მაშინვე მშვიდდებოდნენ, როგორც კი დედა და მამა ისევ მათთან ბრუნდებოდნენ. თუმცა, ბავშვები, რომელთაც დარღვეული ჰქონდათ საიმედო მიჯაჭვულობა - სხვაგვარად იქცეოდნენ: ისინი არ ავლენდნენ აქტივობას მშობლების თანდასწრებით, მათთან განშორების შემდეგ იწყებდნენ ტირილს და რაც საყურადღებოა, არ მშვიდდებოდნენ დედის და მამის დაბრუნების შემდგომაც.
დაგროვილი ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც არიან აუტიზმის მაღალი რისკის ჯგუფში, 15 თვის ასაკში მშობლებთან მცირე ხნით განშორების შემდეგაც თუ არ წყნარდებიან, "აუტიზმის" დიაგნოზის დასმის მაღალ რისკ ჯგუფში შედიან.
დაავადების ასეთი გამოვლინება დაეხმარება ნაადრევად დაიწყოს სპეციალისტმა ბავშვთან მუშაობა, რათა შემდგომ გაუადვილოს მას სხვადასხვა სოციალური კავშირის დამყარება უცხო ადამიანებთან, აღნიშნავენ მკვლევარები.