ინტერნეტში ასობით და ათასობით სხვადასხვა ტესტია განთავსებული, რომლითაც საკუთარი პიროვნების განსაზღვრა შეგიძლიათ. ზოგიერთი მათგანი უბრალოდ, გასართობადაა შედგენილი, ზოგს კი პროფესიონალი ფსიქოლოგები სრული წესის დაცვით ადგენენ. დაუჯერებთ თუ არა მათ - თქვენი არჩევანია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყველას გვინდა, საკუთარ თავზე უფრო მეტი ვიცოდეთ.
აღნიშნულ ტესტში თქვენ უბრალოდ უნდა აირჩიოთ ერთი ჭიქა და შესაბამისი არჩევანით თქვენი ხასიათის სხვადასხვა ნიშანს აღმოაჩენთ.
წარმატებული თანამშრომელი ხართ და შეგიძლიათ მარტივად გაუმკლავდეთ სხვადასხვა სირთულის დავალებას, თუმცა სხვის შეფასებაზე ხართ დამოკიდებული. ხშირად სწორედ ეს განსაზღვრავს თქვენს მოქმედებას. პირად ცხოვრებაში კი პირიქითაა, გამუდმებით ნერვიულობთ და სტაბილურ მხარდაჭერას ვერ პოულობთ.
მთელი ცხოვრებაა ჩქარობთ. მუდმივად გეჩქარებათ რაღაცის გაკეთება, ვიღაცასთან შეხვედრა და ამით ცდილობთ, არასდროს იყოთ მარტო. იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება მოწესრიგდეს, უნდა გაჩერდეთ და კარგად დაფიქრდეთ იმაზე, თუ რა გსურთ სინამდვილეში.
ადამიანები სიმარტივისა და გულწრფელობის გამო გაფასებენ, მაგრამ სინამდვილეში, გრძნობების გამოხატვა გიჭირთ. გარდა ამისა, თქვენი განწყობა მუდმივად იცვლება: შეუზღუდავი გართობიდან უპირობო მწუხარებამდე შეიძლება მიხვიდეთ, მაგრამ თქვენთან ყოველთვის მყუდროდ და კომფორტულად გრძნობენ სხვები თავს.
ნამდვილი ინტროვერტი ხართ. გამოირჩევით იშვიათი ინტელექტით. მუდმივად გაქვთ სხვადასხვა სახის იდეა, მაგრამ მის გაზიარებას მიჩვეული არ ხართ. იცით, როგორ ფოკუსირდეთ დავალებაზე, რომ რთული საქმის შესრულება შესაძლებელი გახადოთ.
მხოლოდ მაშინ იხსნებით ბოლომდე, როდესაც გრძნობთ, რომ უყვარხართ და გაფასებენ. ისწრაფვით მიზნების მიღწევისკენ, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი მიღწევებით ამაყობთ, სხვის ხარჯზე. შესაშური თვითშეფასება გაქვთ.
თავად განსაზღვრეთ, ენდობით ტესტს, თუ ხუმრობად აღიქვამთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს საუკეთესო შესაძლებლობაა, კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ საკუთარ თავზე.