"თუ ბავშვმა იგრძნო, რომ მისი ავადმყოფობა ნაჩხუბარ მშობლებს ერთმანეთთან „არიგებს“, ხშირად გახდება ავად"
"თუ ბავშვმა იგრძნო, რომ მისი ავადმყოფობა ნაჩხუბარ მშობლებს ერთმანეთთან „არიგებს“, ხშირად გახდება ავად"
უამრავი მიზეზი არსებობს, რამაც შეიძლება ბავშვსა თუ მოზრდილებში ფსიქოლოგიური დარღვევები გამოიწვიოს. ამ უამრავ მიზეზს შორის, სამწუხაროდ, ოჯახიცაა. დიახ, ე.წ. დისფუნქციური ოჯახები, სადაც გარეგნულად ყველაფერი რიგზეა, ხშირად მისი წევრების ფსიქიკურ ჯანმრთელობას ისე არყევენ, რომ ამას თავადაც ვერ ხვდებიან.
ფსიქოლოგები ასეთ ოჯახებს დისფუნქციურს, ფსიქოსომატოგენურ ოჯახებს უწოდებენ. ამ ოჯახებში ყოველთვის თავს არიდებენ უთახმოებების ან კონფქლიქტური სიტუაციების ღიად განხილივას. ახასიათებს ფარული ცოლ-ქმრული კონფქლიქტები, რომელშიც ბავშვები ან მათი ჯანმრთელობა ერთგვარი სტაბილიზატორის როლს ასრულებს.

ფსქოსომატოგენურ ოჯახებში გრძნობების თავისუფალ გამოხატვას გაურბიან. ასეთ ოჯახებში გაზრდილი ბავშვები თავიდანვე განიცდიან ემოციურ
ზეწოლას და საბოლოოდ ასეთ გარემოს ისინი ფსიქოსომატურ დაავადებამდე მიჰყავს.
საერთოდ ფსიქისომატური დაავადებები მხოლოდ ადამიანის პირადი ტრავმებით არ არის განპირობებული. ხშირად ეს სწორედ ოჯახში აღმოცენებული, ოჯახური სიმპტომია, რომლის მატარებელი პირველ რიგში ბავშვი ხდება.

აი, ძირითადი შემთხვევებიც:
  1. როცა მშობლებს უთანხმოება აქვთ და ბავშვს აიძულებენ, რომელიმეს მხარე დაიჭიროს ან დაასახელოს, რომელია მტყუანი და რომელი - მართალი. ბავშვისთვის ეს დიდი ტრავმაა - მას ორივე მშობელი უყვარს
    და არ იცის, ამ სიტუაციაში როგორ მოიქცეს. ოღონდ ასეთი არჩევანი არავის მოსთხოვოს და ამ დროს შეიძლება ავადაც გახდეს.
  2. როცა ბავშვს არ შეუძლია მშობლებს თამამად უთხრას „არა“. როცა მშობლებს გადატვირთული ჰყავთ სხვადასხვა აქტივობებით და ბავშვს ამის ძალა აღარ შესწევს ან მის ინტერესებს ვერ პასუხობს ეს აქტივობები. ის შემთხვევაა, როცა ბავშვს საკუთარი სურვილის გამოხატვის უფლება არა აქვს და ესეც შესაძლოა ფსიქოლოგიური დარღვევების მიზეზი გახდეს. ამ დროს ორივე მშობელთან მუშაობაა საჭირო, რათა მათ ბავშვის ნება და შესაძლებლობები გაცნობიერონ. ვინმემ მიახვედროს, რომ ბავშვს ბავშვური ცხოვრება, თანატოლებთან ურთიერთობა სჭირდება და ოჯახში დაწესებულ აკრძალვებზეც უნდა დაფიქრდნენ.


ფსიქოსომატოლოგი და ოჯახური მოწყობის სპეციალისტი ელენა ახუნზანოვა წარმოგიდგენთ რამდენიმე შემთხვევას საკუთარი პრაქტიკიდან.

პაციენტი #1


ბავშვები, რომლებიც დისფუქნციურ ოჯახებში იზრდებიან, თავიანთი დარღვეული ქცევა მოზრდილობაში, საკუთარ ოჯახებში გადააქვთ. ახლა ისინი ეუბნებიან შვილებს ყველაფერზე „არას“.

პაციენტი 38 წლის, უჩივის „მუდმივ“ გინეკოლოგიურ პრობლემებს. არაერთმა გინეკოლოგიურმა დიაგნოზმა აიძულა ფსიქოლოგიურ მიზეზებზე დაფიქრებულიყო. ფსიქოთერაპევტთან ვიზიტისას გაირკვა, რომ ის და მეუღლე მესამე შვილის გაჩენას გეგმავენ. ამიტომ გამუდმებით მკურნალობს და გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშაა. თუმცა ფსიქოლოგის კითხვაზე, გულწრფელად სურს თუ არა მესამე შვილის გაჩენა, დაფიქრდა. მის გრძნობებში თანდათან გარკვევის შემდეგ აღიარა, რომ ქმრის სურვილი რომ არა, მისთვის ორი ბავშვი სავსებით საკმარისი იყო. სინამდვილეში ბავშვი ქმარს უნდოდა და არა მას. ხშირად ასე ემართება ქალს, როცა გამოფიტულია და არც ფიზიკურად, არც ფსიქოლოგიურად კიდევ ერთი ბავშვისთვის მზად არ არის.

ეს ქალბატონი თავადაც დისფუნქციურ ოჯახში იყო გაზრდილი და „არას“ თქმა უჭირდა, მიეჩვია თავისი ჭეშმარიტი გრძნობებისა და სურვილების დაფარვას. ახლარა გააცნობიერა, რომ ქმრისთვის თავისი გრძნობების გამხელა უჭირდა. ეშინოდა, არ სწყენოდა, არ განესაჯა, არ ჰგონებოდა, რომ ქმარი არ უყვარს. ამ შიშებს რომ ხმამაღლა ვერ გამოხატავს, მისი სხეული გამოხატავს პროტესტს - ემართები ისეთი დაავადებები, რაც დაორსულებას ხელს უშლის.

პაციენტი #2

თუ ოჯახში განხეთქილებაა და ბავშვმა იგრძნო, რომ მისი ავადმყოფობა მშობლებს ერთმანეთთან „არიგებს“, ხშირად გახდება ავად ისე, რომ თავად ვერ გააცნობიერებს ამის მიზეზს.

35 წლის პაციენტს ხშირი ანგინა აწუხებს. დავიწყეთ გარკვევა, რომელი ასაკიდან ავადობს ამ დიაგნოზით. აღმოჩნდა, რომ 10 წლის ასაკიდან, უფრო სწორად, იმ დროს, როცა მშობლებმა პირველად გადაწყვიტეს განქორწინება. მაშინ პირველად გახდა ავად ანგინით და მშობლლებმა გაყრა დროებით გადაიფიქრეს. გაყრასა და ავადმყოფობას შორის კავშირი ბავშვმა ვერ აღიქვა, მაგრამ ძალიან ხშირად ხდებოდა ავად, რადგან მშობლები საკმაოდ ხშირად აპირებდნენ განქორწინებას.
სხვათა შორის, ეს პაციენტი ექიმების ოჯახიდან იყო, მის ავადმყოფობაში ორივე მშობელი ერთვებოდა და პროფესიული თვალსაზრისით, მშობლები პარტნიორები ხდებოდნენ.

როცა 19 წლის გახდა, იშვიათად ავადდებოდა ანგინით, მაგრამ დაავადება მისი გათხოვებისთანავე განახლდა. უფრო სწორად, გათხოვებიდან მეორე წელს, როცა მეუღლესთან კონფლიქტები დაიწყო. ორგანიზმმა ძველი ჩვევა აღიდგინა, უბრალოდ, ახალ ოჯახში ამით ვეღარაფერს აღწევდა.

როცა საქმე ასეთ გახანგრძლივებულ სიმპტომებს ეხება, აუცილებლად უნდა ჩართოთ ფსიქოთერაპევტი და გახსოვდეთ, რომ ოჯახური სიმპტომისგან ერთი წევრის განკურნება მთელი ოჯახის გაჯანსაღებას ნიშნავს.



286
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?