"სანამ ბავშვს დასჯით, დაუსვით ეს კითხვები" - ფსიქოკონსულტანტის რჩევები
"სანამ ბავშვს დასჯით, დაუსვით ეს კითხვები" -  ფსიქოკონსულტანტის რჩევები

ფსიქოკონსულტანტი ლელა ბექაური ბავშვთა ასაკობრივ პრობლემებზე საინტერესო პოსტს აქვეყნებს და რჩევებსაც აძლევს.
"დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს, დეიდებს, მამიდებს, ბიძებს და ყველას, ვისაც ოჯახში 9-10 წლის ბავშვი გყავთ. 
9-10 წლის ბავშვის ცხოვრებაში რაღაც განსაკუთრებული ჟამი დგება! ბავშვი თავადაც ვერ ხვდება, მის თავს რა ხდება. ამ შეგრძნებას ყველაზე ზუსტად შეიძლება დავარქვათ "თითქოს სამყარო თავზე ჩამომენგრაო!" რა ხდება? ფსიქოლოგები ვარაუდობენ კი არა და ამტკიცებენ, რომ ბავშვი დედის ემოციისგან "გადის", მასზე ემოციური მიჯაჭვულობისგან თავისუფლდება!
წარმოგიდგენიათ, რა დღეშია?! იმდენად მოზღავავებული აქვს ემოციები და ენერგია, რომ
არც კი იცის, სად წაიღოს! ამ დროს იწყება სწორედ გაურკვეველი შიშები! რელიგიურობასთან დიიიდი სიფრთხილე გვმართებს ამ დროს, რადგან ბავშვს ძალიან, ძალიან ეშინია! იბადება და წარმოდგენაც კი არ აქვს, სად წაიღოს ან რა უყოს ამ თავსდატეხილ გაურკვევლობას! თქვენ ფიქრობთ, ეს ადვილია?! თვალი გაუსწორო სამყაროს მთლიანობას, უსაზღვროებას და შენ თავად დადგე ამ უსაზღვროების ცენტრში? ბევრი დიდიც მინახავს მიწაზე მფორთხავი ამ თვალის გასწორებით!
და რას ვაკეთებთ ჩვენ? ვიწყებთ შენიშვნების მიცემას, კრიტიკას და დასჯას! ვიწყებთ ისე, რომ არც ვიცით, რა ხდება ჩვენი შვილების სულში!
ყველა პედადოგს აქვს შემჩნეული ამგვარი ცვლილება, გამოუცდელმა მშობლებმა კი არ იციან. ამიტომ საჭიროა თქვენი განათლება, ჩემო ძვირფასო და საყვარელო მშობლებო!
უფრო დაწვრილებით სხვა დროს, ეს
უცებ, სახელდახელოდ!
რაც შეეხება დასჯას...
გთავაზობთ ქოუჩინგ მეთოდს. სანამ ბავშვს დასჯი, დაუსვი შემდეგი კითხვები:
1. რატომ გააკეთე ეს, როდესაც იცოდი რომ ცუდად იქცევი? /ეს არის მცდელობა გაიგო ნამდვილი მიზეზი და გაიგო თავად ბავშვი რას ფიქრობს/
2. შეგეძლო სხვანაირად მოქცევა? /ეს კითხვა ასწავლის ბავშვს ქცევის სხვა ვარიანტები დაინახოს რთულ სიტუაციაში/
3. როგორ მოვიქცე მე ამ სიტუაციაში? /კითხვა მიმართულია ნდობის ფორმირებისთვის, რაც აღზრდის საფუძველია!/
4. სიტუაცია თუ განმეორდა როგორ მოიქცევი შემდეგ ჯერზე? / ეს კითხვა ეხმარება ბავშვს ააგოს ქცევის სწორი მოდელი!" - წერს ლელა ბექაური.

9325
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები