ქცევის დარღვევები, არეული ძილის რეჟიმი, გაუარესებული მხედველობა, ჭარბი წონა... ეს იმ პრობლემების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მოსახლოებას და განსაკუთრებით ბავშვებს პანდემიიდან გამომდინარე შექმნილმა ახალმა რეალობამ მოუტანა. მოსწავლეები სკოლებში ისევ არ დადიან, შეზღუდულია წრეების ფუნქციონირება. სწავლება, ძირითადად,
ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, რის გამოც დროის უდიდეს ნაწილს ბავშვები სახლებში, კომპიუტერებთან, ტელევიზორებთან და მობილურებთან ატარებენ. ამ ყველაფერმა უკვე ჰპოვა მათზე ასახვა, რაზეც სპეციალისტებიც აქტიურად მიუთითებენ. რა ფსიქოლოგიური და ფიზიკური პრობლემები შეუქმნა ონლაინსწავლებამ და იზოლაციამ ბავშვებს და რა უნდა გაკეთდეს მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად? პედიატრი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ხელაძე და ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნინო კერესელიძე ისაუბრებენ აქტუალურ თემაზე.