სიმპტომები, რომლებიც აუტისტური სპექტრის აშლილობაზე მიგანიშნებთ - რა არ უნდა გამოგეპაროთ!
სიმპტომები, რომლებიც აუტისტური სპექტრის აშლილობაზე მიგანიშნებთ - რა არ უნდა გამოგეპაროთ!
მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დღეს ვიდეოში ვისაუბრე აუტისტურ სპექტრზე. ჩამოგითვლით ნიშნებს, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია შევნიშნოთ ეს დარღვევა ბავშვში და მოვახდინოთ დროული რეაგირება.

მაშ ასე:

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს შესაძლოა:

  • არ ჰქონდეს არანაირი ინტერესი გარშემომყოფი საგნებისა და ადამიანების მიმართ, არ აქცევდეს ყურადღებას სათამაშოებს, დედის წასვლა-მოსვლებს
  • არ ჰქონდეს რეაქცია დაძახებაზე, ვერ ასრულებდეს მარტივ მითითებებს
  • უჭირდეს სხვებთან ურთიერთობის დამყარება
  • არ გიყურებდეთ თვალებში!
  • სხვების ემოციების გაგება არ შეეძლოს, ვერ ხვდებოდეს სხვა რას განიცდის
  • არ აძლევდეს მოფერების და ჩახუტების უფლებას ადამიანებს, მშობლებსაც კი
  • უჭირდეს საკუთარი მოთხოვნილებების გამოხატვა (ჩვილობაში - შიმშილის, წყურვილის, სიცვის ან
    ნებისმიერი დისკომფორტის დროსაც კი გაუნძრევლად და უხმოდ იწვეს)
  • 2-3 თვის ასაკში არ იმეორებდეს და არ რეაგირებდეს ადამიანთა ემოციებზე, არ ახასიათებდეს თითის ჩაკიდება, ღუღუნი
  • უჭირდეს "ვითომ" თამაშები
  • ახასიათებდეს სტერეოტიპული ქცევა და ფრაზები! (ადგილზე ხტომა, სირბილი წინ და უკან, ბზრიალი, ხელების სახესთან ახლოს მიტანა და თითებით გარკვეული მოძრაობები, გაშეშება, წინ და უკან ქანაობა ან იმეორებდეს ერთსა და იმავე ფრაზასა თუ სიტყვას არაადეკვატურად და მიზანმიმართულობის გარეშე)
  • უჭირდეს ცვლილებებთან შეგუება
  • უჩვეულო რეაქცია ხმების, სუნების, გემოების მიმართ (ამოიჩემოს ერთი კონკრეტული ფერის და შემცველობის საკვები, იცვამდეს მხოლოდ კონკრეტული ფაქტურის სამოსს...)
  • უნარების რეგრესი (განსაკუთრებით 1.5 წლიდან)
  • განვითარების შეფერხება, მეტყველების სირთულე
  • ქცევის დარღვევა (ტანტრუმები, აგრესია, ისტერიკები)
  • ძილის პრობლემები, მადის დარღვევა
  • ფსიქიკური პრობლემები ( დეპრესია, შიზოფრენია, ობსესურ-კომპულსური აშლილობა, ყურადღების კონცენტარციის და ჰიპერაქტივობის სინდრომი)
  • სათამაშოების არაფუნქციური
    გამოყენება  მანქანის ბორბლის ტრიალი, სათამაშოს დეტალური დაკვირვება, უპირატესობას ანიჭებენ საყოფაცხოვრებო ნივთებით თამაშს)
  • შეზღუდული ინტერესები (მხოლოდ ერთი რამე აინტერესებდეს და მის შესახებ იცოდეს დეტალურად ყველაფერი)
  • ასაკის შეუსაბამო ინტერესები: ციფრები, ლოგოები, ასოები...

დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ ნეიროფსიქოლოგთან!
დადასტურებულია, რომ ადრეული ჩარევა და ინტენსიური თერაპიები ეხმარება ბავშვს ამ ნიშნებმა დაიწყონ უკუსვლა და დაისწავლოს ის უნარ-ჩვევები,რაც სრულფასოვან ცხოვრებასა და საზოგადოებაში ადაპტირებაში დააეხმარება.

ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე
11624
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ნინო
0
ქეთის - 5 წლის ბავშვის ციფრებით დაინტერესება გადახრა კი არა ნორმაა. აქ, ალბათ, ციფრებით აკვიატებულ ინტერესს გულისხმობს ავტორი (მაგალითად, ყველაფრის გადათვლის ავადმყოფური მიდრეკილება). განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში 5 წლის ბავშვი მიდის სკოლაში და ციფრებსაც სწავლობს, ასოებსაც და მოეთხოვება კიდეც მათდამი ინტერესი. საქართველოშიც მრავალ ბავშვს 5 წლიდან ასწავლიან ან ამზადებენ სკოლისათვის.
04:34 / 07-01-2021
Tamuna
0
Es ukve dzalian mdzime porma da bavshvs tu es yvelaperi ertad aakvs amis daunaxaoba rogor sheileba. Chem shvils aakvs autizmi magram akedan 3 an 4 simbtomi
19:34 / 29-12-2020
მსგავსი სიახლეები