რა უნდა გააკეთოთ, რომ დაეხმაროთ თქვენს შვილს ემოციური უნარების განვითარებაში?
დაასახელეთ ემოციები
რთულია გაუმკლავდეთ ემოციებს, თუ მათი იდენტიფიკაცია, ამოცნობა არ შეგიძლიათ. წაახალისეთ და დაეხმარეთ ბავშვს, დაასახელოს
განსაზღვრეთ, რომელი ქცევაა მისაღები
ნებისმიერი ემოციის არსებობა ნორმალურია, თუმცა ყველა ქცევა არაა მისაღები, რომელიც შესაძლოა ამ ემოციის შედეგი იყოს. მაგალითად, ნივთების სროლა,ისუნთქეთ ნელა
ისევე როგორც დათვლა ეხმარება თქვენს შვილს დამშვიდებაში, ნელა სუნთქვასაც სწორედ იგივე ეფექტი აქვს. იმეცადინეთ ნელა სუნთქვაში სხვა დროსაც, რაც ხელს შეუწყობს თქვენს შვილს, მიხვდეს, როგორ გამოიყენოს ეს უნარი ნეგატიურ ემოციებთან გასამკლავებლად. ჩასუნთქვა 4-მდე დათვლით და ამოსუნთქვა 4 -მდე დათვლით. ეს ასევე დაეხმარება მას გააცნობიეროს, რა ხდება მის სხეულში იმ მომენტში და დააკავშიროს ეს ემოციასთან. როდესაც ადამიანი გაბრაზებულია, მას ახასიათებს ზედაპირული სუნთქვა, რომელიც უნარჩუნებს მას აღელვებულ მდგომარეობასა.დათვალეთ 5-მდე
ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ დაითვალოს 5-მდე, სანამ ნებისმიერ ქმედებას ჩაიდენს. ეს მას მცირე დროს მისცემს დასამშვიდებლად და ხელს შეუწყობს ყურადღების გადატანას, სანამ სიტუაცია უკონტროლო გახდება.
დახმარებისთვის თხოვნა
ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ დახმარების თხოვნა ნორმალურია, განსაკუთრებით ისეთ სიტუაციაში, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება.
ფსიქოლოგი მარიამ მეტრეველი