- დამოკიდებულების ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორი დიდი ხნით თამაშია, როდესაც მშობლები ბავშვებს დროს ვერ უკონტროლებენ ხოლმე. თან თამაში მათ ასაკში ინტერესის სფეროს წარმოადგენს, კმაყოფილების გრძნობა ეუფლებათ. გარდა
- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როდესაც ბავშვი ონლაინ თამაშებზეა დამოკიდებული?
- პირველ რიგში, კომპიუტერთან ან ტელეფონთან დროის გატარების ინტენსივობა უნდა შეამციროს და ნელ-ნელა შეზღუდოს. იმის მიუხედავადაც კი, რომ ამას შეიძლება პროტესტი მოჰყვეს და ბავშვებმა იჩხუბონ, იკამათონ ან იტირონ. მშობლებს ამის არ უნდა შეეშინდეთ და მაქსიმალური სიმყარე და სიმტკიცე უნდა გამოიჩინონ. ასევე, როცა ბავშვი დამოუკიდებლად ვერ ახერხებს, მოუძებნონ საინტერესო აქტოვობები, გარეთ გაიყვანონ, სხვადასხვა- როგორ უნდა შენიშნოს მშობელმა, რომ მდგომარეობა უკვე საგანგაშოა და ეს გასართობ ფორმას სცდება?
- ბავშვები უფრო აგზნებულები ხდებიან, ადვილად ბრაზდებიან, უმნიშვნელო მოვლენებზეც კი. გუნება-განწყობილება ნეგატიურისკენ ეცვლებათ. მოდუნებულები არიან, ემოციური რეაქციები უქვეითდებათ. ძირითად დროს თუ კომპიუტერთან ან ტელეფონთან ატარებენ თამაშის პროცესში, ესეც უკვე ერთ-ერთი ნიშანია, რომ მიჯაჭვულობა უჩნდებათ.- რა საფრთხე არსებობს თამაშებზე დამოკიდებულების კუთხით და სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი?
- ბავშვები დამოკიდებულების დროს ემოციურად სტაბილურები აღარ არიან. უჭირთ პრობლემებზე ადეკვატური რეაგირება. რეალობასთან კონტაქტსაც კარგავენ ხოლმე, შესაბამისად, ურთიერთობების სურვილიც უქვეითდებათ. ეს თუ გაგრძელდა თვეებისა და წლების განმავლობაში, თამაშზე დამოკიდებულება წლების მატებასთან ერთად უფრო საშიში დამოკიდებულებით ჩაანაცვლონ. გარდა ამისა, ფერხდება მოზარდის ნორმალური ფსიქოემოციური გავითარება, რაც სხვა მეორად პრობლემებს იწვევს. თანატოლებთან ურთიერთობებში პრობლემები უჩნდებათ, რაც ისევ გამოწვეულია იმით, რომ კონფლიქტების მოგვარება უჭირთ და ადეკვატურად არ რეაგირებენ. სოციალურ გარემოში ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები უჩნდებათ.სწორედ თემასთან დაკავშირებით საინტერესო მასალაა მომზადებული "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტების (თეონა ტურაშვილი, გვანცა ნიკურაძე) და Huppy-ს გუნდის მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციის "მშობლები განათლებისთვის"(P4E) პროექტის "მშობლობა იზოლაციის შემდგომ" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) მიერ. გიზიარებთ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, თუ რა საფრთხე შეიძლება ახლდეს ვიდეო თამაშებს:
- თამაში იყოს ძალადობრივი შინაარსის.
- თამაშისას გამოყენებული იყოს მიუღებელი ლექსიკა, რომელიც ემოციურად დააზიანებს ბავშვს / მოზარდს.
- უცნობმა ან ნაცნობმა მოთამაშეებმა შეურაცხყონ, დაამცირონ და დააშანტაჟონ ერთმანეთი (კიბერბულინგი).
- მოზარდისთვის საზიანო აღმოჩნდეს არასასურველი კონტაქტი.
- მშობლის ბარათიდან, რომელიც მიბმულია თამაშის ანგარიშს, ავტომატურად ჩამოიჭრას თანხა, რაც არასასურველი ფინანსური დანაკარგია.
რა უნდა გააკეთოს ამ დროს მშობელმა:
ჩვენი შვილები ემოციური, ფინანსური და ფიზიკური საფრთხისაგან რომ დავიცვათ, საჭიროა:დავრწმუნდეთ, რომ ვიდეო თამაში ბავშვის / მოზარდის ასაკისთვის შესაფერისია. ამისათვის, შეგვიძლია გამოვიყენოთ ევროპული პლატფორმა PEGI. საძიებო ველში მივუთითებთ თამაშის დასახელებას და მივიღებთ დეტალურ ინფორმაციას თამაშის სრული დასახელების, გამოშვების თარიღის, ასაკის შესაბამისობის და სხვა მონაცემების შესახებ.
პლატფორმა PEGI დაგეხმარებათ გაარკვიოთ რამდენად შესაბამისია კონკრეტული თამაში თქვენი შვილისათვის
გავეცნოთ თამაშის ინსტრუქციასა და წესებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: რამდენად არის გათვალისწინებული ბავშვისთვის შეუფერებელი ლექსიკის გამოყენების და ძალადობის შემცველი მასალის გავრცელების და სხვა საკითხები?
ჩვენც ვითამაშოთ შვილებთან ერთად. ასე შევძლებთ უფორ მეტი გავიგოთ, თუ რა ტიპის თამაშია, ვისთან ერთად თამაშობს ბავშვი, რა ლექსიკას იყენებს, ვინ ცდილობს მასთან საუბარს და ა.შ.
შევთანხმდეთ და დავიცვათ ვიდეო-თამაშების დროის ლიმიტი.
გავააქტიუროთ ე.წ. მშობლის კონტროლის (Parental control) ფუნქცია, ყველა იმ მოწყობილობაზე, რომელსაც ბავშვი ვიდეო თამაშებისთვის იყენებს. ამგვარად შევძლებთ ვაკონტროლოთ ეკრანთან გატარებული დრო და წვდომა თამაშებსა თუ სხვა პროგრამებზე.
ხშირად ვესაუბროთ შვილს ონლაინ თამაშებისა და ინტერნეტის თავისებურებების შესახებ. მაგალითად, რომ სასურველი არაა უცნობ ადამიანებთან დაკონტაქტება, რადგან შესაძლოა ცალკეული ანგარიშის უკან არაკეთილსინდისიერი ადამიანი იმალებოდეს. ასევე, რომ სასურველი არაა ყველა თამაშის პირდაპირ გადმოწერა, რადგან შეიძლება ზოგიერთი მათგანი შეიცავდეს მისთვის საზიანო შინაარსს.
დავრწმუნდეთ, რომ მოწყობილობაზე წაშლილია ბავშვის მაიდენტიფიცირებელი ყველა სახის ინფორმაცია.
პერიოდულად გადავამოწმოთ ის ვებგვერდები, რომელსაც ჩვენი შვილი ათვალიერებს და საიდანაც ვიდეოებსა თუ აპლიკაციებს იწერს.
დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი საბანკო ანგარიშზე ბავშვს ხელი არ მიუწვდება.
ამ თემაზე უფრო ვრცლად და საინტერესოდ შეგიძლიათ იხილოთ IDFI-ს ციფრული უსაფრთხოების ექსპერტ თეონა ტურაშვილის ვებინარი.
თამარ იაკობაშვილი