"მთელი ცხოვრება უმცროსი ძმის ძიძობაში გავატარე. რეცხვაც ვიცოდი და საჭმლის მომზადებაც. დღეს არც ოჯახი მაქვს და არც შვილების ყოლის სურვილი“ - როდის იჩაგრებიან უფროსი დედმამიშვილები
"მთელი ცხოვრება უმცროსი ძმის ძიძობაში გავატარე. რეცხვაც ვიცოდი და საჭმლის მომზადებაც. დღეს არც ოჯახი მაქვს და არც შვილების ყოლის სურვილი“ - როდის იჩაგრებიან უფროსი დედმამიშვილები
ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ოჯახში უფროსი შვილები უფრო ადრე ყალიბდებიან, თითქოს უფრო მალე ხდებიან „დიდები“ ვიდრე მათი და-ძმა და ეს ყოველთვის კარგად არ აისახება მათ ფსიქიკაზე. რას ნიშნავს იყო ოჯახში უფროსი შვილი - ფსიქოლოგები გვთავაზობენ 6 გარემოებას, თუ რისი გადატანა უჭირთ უფროს შვილებს ყველაზე მეტად, რა აიძულებს მათ, უფრო მალე დაიწყონ დიდებივით აზროვნება და რამდენად კარგად ან ცუდად აისახება ეს მათ მომავალ ცხოვრებაზე. მოყვანილია შემთხვევებიც პრაქტიკიდან და ვფიქრობთ, ეს სტატია ბევრ მშობელს არაერთი შეცდომისგან დაიცავს.

1. უფროსი შვილი ყოველთვის "დამნაშავეა"

როცა დედმამიშვილები
ჩხუბობენ, რატომღაც დამნაშავე სულ უფროსი შვილი გამოდის. ეს კი ძალიან გულსატკენია ბავშვისთვის. ფსიქოლოგები გირჩევენ, არ დაიკავოთ არცერთის მხარე, როცა ბავშვების ჩხუბობენ. 
  • „სამნი ვიყავით. მე უფროსი ვარ, ორი უმცროსი ძმა მყავს. მათი დანაშაულებისთვის ძირითადად, მე მსჯიდნენ: „რატომ არ მიაქციე ყურადღება?“ „რატომ არ დაუშალე?“
  • „პატარა ძალიან მატყუარა და მავნებელი ვიყავი. ყველაფერს ჩემს უფროს ძმას ვაბრალებდი და მშობლებიც ხშირად სჯიდნენ. ერთხელ ტყუილი ვთქვი, დამარტყა-მეთქი. ძმა ცდილობდა ტავის მარტლებას, რომ არაფერი დაუშავებია, მაგრამ არავინ დაუჯერა. მწარედ დასაჯეს. რატომღაც, სინდისის ქეჯნაც არ მიგრძვნია.

2. თუ უმცროსმა ხელი აწია უფროსზე, მან ხელი არ უნდა შეუბრუნოს

ეს ძალიან საწყენია ბავშვისთვის: რადგან ის პატარაა, ამიტომ უფროსი უნდა დაჩაგროს? რატომ? ასაკობრივი სხვაობა ბავშვებს შორის არასდროს შეიცვლება. ამ დროს უფროს
შვილებს მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ. მათ ხომ მეტის მოთმენა უწევთ უმცროსისთვის. 
  • „ვერ ვიტანდი, როცა მშობლები მეუბნებოდნენ: „დიდი ხარ და დაუთმე“, „მაგის ჭკუის ხარ?“. უმცროსი და ხშირად მაბრაზებდა. როცა მშობლებს შევჩივლებდი, არც მისმენდნენ, ან არ სჯეროდათ. გავიზარდეთ და ახლა მე უფრო ხშირად ვაბრაზებ, სამაგიეროს ვუხდი.

3. უფროსი შვილები ძალიან ადრე იაზრებენ, რას ნიშნავს პასუხისმგებლობა და მოვალეობა

მშობლები იოლად ამბობენ „შენ უკვე დიდი ხარ“ და სწრაფად აკისრებენ უფროს შვილს რაღაც მოვალეობებს. ვერ გრძნობენ, ნაადრევი პასუხისმგებლობა როგორ ზეწოლას ახდენს ბავშვზე.
  • „კარგად მახსოვს, დედამ რომ მითხრა, მალე პატარა და ან ძმა გეყოლებაო. დედის სიტყვებით, ეს კარგი ამბავი იყო - ვისწავლიდი ზრუნვასა და პასუხისმგებლობის გრძნობა გამივითარდებოდა.
  • "9 წლის ვიყავი, როცა ჩემი უმცროსი ძმა დაიბადა. იმ დღიდან აღარ ვიყავი ჩემი მშობლებისთვის ბავშვი, უცებ გავიზარდე. სულ თან დავატარებდი ჩემს ძმას. საშინელებაა, უცებ ძიძა და მომვლელი რომ ხდები."
  • "ჩვენს ოჯახში ოჯახში ხუთი ბავშვი იყო. მე ყველაზე უფროსი ვარ. უმცროსებისთვის დედაც ვიყავი და მამაც. მშობლებმა ასწავლეს, რომ ჩემთვის დაეჯერებინათ, რადგან უფრო დიდი და უფრო ჭკვიანი ვიყავი. მე კი ვალდებულებები დამაკისრეს. ბავშვობაში ბევრს ვჩხუბობდით, მაგრამ დღეს მეგობრები ვართ და დღემდე მე მეკითხებიან ჭკუას."

4. უფროსი შვილი უფრო სწრაფად სწავლობს თავშეკავებას სხვადასხვა სიტუაციაში

რატომ? იმიტომ, რომ მაგალითი უნდა იყოს უმცროსისთვის. თავი უნდა აკონტროლოს, დაივიწყოს ბავშვური უშუალობა და სიგიჟეები და „ყოველთვის კარგად მოიქცეს“. უფროს შვილს უნდა, რომ უმცროსი პატივს სცემდეს, რადგან თავად ყველაფერში ეხმარება. შედეგად, უფროსს ლიდერის თვისებები უფრო უმუშავდება, უმცროსს - ნაკლებად. სინამდვილეში კი ბავშვისთვის რთულია, მუდამ სხვისი მაგალითი იყოს, უფროს შვილს თავი დიდი არ ჰგონია და თავადაც სჭირდება მხარდაჭერა.
  • „ძმასთან დიდი ასაკობრივი სხვაობაა - 11 წელი. მთელი ცხოვრება ძიძობაში გავატარე. რეცხვაც ვიცოდი, გაუთოვებაც და საჭმლის მომზადებაც. ახლა 26-ის ვარ. არც ცოლი მყავს და არც შვილების ყოლის სურვილი“.
  • „მე დედისერთა ვარ. ყოველთვის მინდოდა უფროსი ძმა, რათა მხარში ამომდგომოდა. ალბათ ამიტომ სულ ჩემზე უფროს ადამნიანებთან ვმეგობრობ.“

5. უფროსი ფიქრობს, რომ მშობლებს უმცროსი უფრო უყვართ

ხშირად მშობლებეი სხვადასხვანაირად სჯიან ბავშვებს. არჩევენ ასაკისა თუ სქესის მიხედვით. ზოგჯერ ოჯახში გამოიკვეთება ხოლმე უფრო „საყვარელი“ შვილი
მეცნიერებმა კვლევაც ჩაატარეს, რომლის მონაწილე ბევრმა დედამ თავიდანვე აღიარა, რომე ერთი შვილი უფრო მეტად უყვარს. ბავშვები ამ ყველაფერს გრძნობენ, რაც ძალიან მოქმედებს მათ თვითშეფასებაზე. ისინი მოზარდობის ასაკში უფრო მეგ აგრესიას ავლენენ და მავნე ჩვევებისკენ მიდრეკილნი ხდებიან. თუ შვილების გარჩევა ძალიან თვალსაჩინოა, ეს დედმამიშვილებს შორის ურთიერთობასაც აფუჭებს.
  • „ოჯახში 6 დედმამიშვილი ვიყავით - სამი ბიჭი და ერთი გოგო. დედა არასდროს აძლევდა შენიშვნას მეორე ძმას, მხოლოდ აქებდა. დანარჩენებს სულ გვეჩხუბებოდა.“
  • „მე უფროსი ვარ და მთელი ბავშვობა ვნატრობდი, რომ უმცროსი ვყოფილიყავი. დედა მას არასოდეს დასჯიდა, რაც არ უნდა ცუდად მოქცეულიყო“.
  • „ჩემსა და ჩემს დას შორის მხოლოდ ერთი წელია სხვაობა. მშობლები ერთნაირად გვექცეოდნენ. ერთნაირად გვაქებდნენ, ერთნაირად გვეჩხუბობედნენ და ერთნაირ სათამაშოებსაც გვყიდულობდნენ. ალბათ ამიტომ, ძალიან იშვიათად ვჩხუბობდით ერთმანეთში“.

6. უფროსს ყოველთვის აკლია პირადი სივრცე

ეს გამოიხატება იმაშიც, როცა უფროსს აიძულებენ, თავისი საყვარელი ნივთი პატარას დაუთმოს. ეს ბავშვისთვის ძალიან მტკივნეული და საწყენია. ძალიან დიდ სულიერ ტრავმას აყენებს და მოზრდილობაშიც ცუდ კვალს ტოვებს.
მომავალში ის იოლად შეეგუება, თუ კოლეგები ან ნათესავები თავხედურად და უხეშად მოექცევიან. შესაძლოა, მეორე ვარიანტიც: შეიძლება საკუთარ თავში ჩაიკეტოს და თუ ვინმე ამ ზღვარის გადაბიჯებას შეეცდება, ძალიან აგრესიულად უპასუხებს.
  • „არასდროს დამავიწყდება ის შოკი, როცა ჩემი საყვარელი სათამაშო წამართვეს და ჩემს უმცროს დას მისცეს. „პატარაა და დაუთმე“ - ნეტავ რომელიმე უფროსს სერიოზულად ჰგონია, რომ ბავშვი ამ ფრაზას გაიგებს. საშინელი უსამართლობის განცდა მქონდა და კიდევ იმის შეგრძნება, რომ მშობლებისთვის ისეთი საყვარელი აღარ ვიყავი, როგორც ადრე. გგონიათ, ვიტირე და გავაპროტესტე? არა, ამის უნარიც აღარ მქონდა, ისეთი გაოგნებული ვიყავი. იმ წამიდან შეიცვალა ჩემი ბუნება და ჩემი ხასიათი, სამწუხაროდ, არა უკეთესობისკენ. უფრო გაუბედავი და მორცხვი გავხდი, რაც მოზრდილ ასაკშიც ვეღარ დავძლიე“.
თქვენ რა მაგალითების მოყვანა შეგიძლიათ? მოგვწერეთ კომენტარების ველში.

1186
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
0
და ძმები ერთმანეთის ზრუნვით/ბავშური კინლაობით უნდა გაიზარდონ ეს ანსხვავებთ მათ დედისერთებისგან. მშობელმა მშობლის როლი არ უნდა გადააბაროს უფროს შვილებს.მიხმარება სხვაა და გაზრდა სხვა
04:21 / 25-01-2021
0
უფროსი როცა 9 წლისაა და 2 წლის უმცროსს უსწორებს ჭკუას არც ისაა ნორმალური.გამოთქმა პატარა ხომ არა ხარ მიდაღებია ანუ უფროსი იატაკზე აე დაწვება და არ გაიფშიკება რამე თუ უნდა.ბავშვებს სამ წლამდე ახასიათებთ ჯიუტიბა მინდააა...ამ დროს მშობელმა უნდა შეინარჩჯნოს სიმშვიდე და იყოს გაწონასწორებული.ბავშობაშიბშეიძლება უმცროს უფროსის როლების გადანაწილება რა თქმა უნდა მაგრამ ისიც არ უნდა დაივიწყოს მშობელმა რომ მაგალითად 5 წლის უფროსიც ჯერ პატარაა ..ოქროს შუალედია მოსანახი.ბავშვები ერთმანეთის პატივისცემით რომ გაიზარდნონ
21:40 / 23-01-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი