ჩემს პრაქტიკაში ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობლის ჩივილი
პირველ რიგში, ბავშვს ვაჩვენებთ, რამდენად ბუნებრივია ქაოტური და ერთმანეთთან მოურიგებელი საზოგადოება, ვაცხოვრებთ ერთგვარ გაურკვევლობაში, სადაც არ არსებობს კარგი და ცუდი საქციელი, არ არსებობს დამკვიდრებული და მყარი წესები და თუკი
რეკომენდებული არაა, ოჯახმა წესები განიხილოს ბავშვის თანდასწრებით; იკამათონ ერთმანეთში იმის თაობაზე, თუ რომლის საქციელია სწორი ბავშვთან მიმართებით. ამ ყველაფერზე სასურველია ოჯახი თავიდანვე შეთანხმდეს და პერიოდულად ისაუბრონ ბავშვისგან იზოლირებით. ბავშვს უნდა ვასწავლოთ მოლაპარაკება, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება, შეთანხმებამდე მისვლა. შეიძლება დედა ცდებოდეს და მისი მეთოდები იყოს ზედმეტად ლიბერალური ან ზედმეტად ავტორიტარული, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ოჯახის სხვა წევრების შეხედულებები და არ ეთაკილოს საკუთარი პოზიციის დათმობა, ანალოგიურად სხვა წევრებმა. საქმე ბავშვს ეხება, ამ დროს ნამდვილად არაა იმის დრო, თუ ვინ მოიგებს ამ „ბრძოლაში“, საბოლოოდ ვისი წესები გაიმარჯვებს...
ზემოთ ნახსენები შეცდომებით ნამდვილად ვახდენთ ქცევის დარღვევის პროვოცირებას. ამასთანავე ასეთ ქაოსურ და ჩამოუყალიბებელ გარემოში, ბავშვი ვერ სწავლობს საკუთარი თავის კონტროლს, წესების დაცვას (რომელიც უმნიშვნელოვანესია სოციუმში ურთიერთობისთვის), ვერ სწავლობს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას, ვერ სწავლობს საკუთარი და სხვისი სიტყვის ფასს, ვერც მოლაპარაკებას... და რატომ ვერ სწავლობს? იმიტომ, რომ ოჯახი ამის საპირისპირო მოდელს აჩვენებს.
ბავშვი უნდა ხედავდეს, როგორი გუნდურია მისი ოჯახი, როგორი თანასწორნი არიან ისინი, რამდენად ფასეულია მათი სიტყვა და რამდენად პატივს სცემენ ერთმანეთს. უნდა ხედავდეს, რომ ოჯახში ხდება საქმეების თანაბრად გადანაწილება, არ იყოფა ის კაცის და ქალის საქმედ, მშობლები და მათ შორის ბებია-ბაბუა შეთანხმებულნი არიან კონკრეტულ წესებზე, რომლითაც ხელმძღვანელობენ... ასეთ დროს ბავშვი ხედავს, თუ როგორია ნამდვილად ჯანსაღი საზოგადოება, ხედავს ადამიანების ერთმანეთისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების მაგალითს. მაშინ კი, ბავშვი ადრეული ასაკიდანვე განმსჭვალულია გარშემო მყოფი სამყაროს მიმართ პოზიტიური, ნდობითა და სიყვარულით სავსე დამოკიდებულებით. ეს კი დადებითად მოქმედებს როგორც მის პიროვნულ განვითარებაზე, ასევე საზოგადოების „გაკეთილშობილებაზე“.
ფსიქოლოგი ანა ცირიკიძე