ეს ექსპერიმენტი ყველას დააფიქრებს ფრანგულმა საზოგადოება Noemi-მ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებებს იცავს, წამოიწყო ერთგვარი თამაში-ექსპერიმენტი - "ბავშვის თვალებით", ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის. თამაშის წესების თანახმად, ბავშვებსა და მათ მშობლებს ეკრანზე გამოსახული ადამიანების სახის გამომეტყველება და ჟესტები უნდა გაემეორებინათ. ა, რა გამოვიდა...
სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ისეა მოწყობილი, რომ უმრავლესობა ბარიერს გრძნოსბ ჯანმრთელ ადამიანებსა და მათ შორის, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. ბავშვებისთვის კი სულ ერთია, როგორია ადამიანი - მათთვის ყველა ახლობელია. იქნებ მოზრდილებმაც ავიღოთ მათგან მაგალითი? არ არის საჭირო სამყაროს დაყოფა "ჩვენად" და "მათად", ვიღაცის გარიყვა თუ დამცირება რაღაცის გამო. იმიტომ, რომ ყველანი თანაბარნი ვართ.