თანამედროვე ბავშვები ძალიან სწრაფად და შეიძლება ითქვას, ნახტომისებურად ვითარდებიან. რაც მეტ გონიერებას ავლენს ბავშვი, მით უფრო მეტად ცდილობენ მშობლები მეტი და მეტი სავარჯიშო და აქტივობა შესთავაზონ მათ. თუმცა სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარებაში ზედმეტი ჩარევა საჭირო არ არის. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ამ დროს ბუნებრივ პროცესებს ვაჩქარებთ და სამომავლოდ პრობლემების პორვოცირებას ვუწყობთ ხელს.
რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ადრეულმა განვითარებამ მოგვიანებით?
როცა თამაშს მეცადინეობა ანაცვლებს, მას ვართმევთ განვითარების რაღაც ეტაპს. შედეგად წამოზრდილი ბავშვი პრობლემებს აწყდება ურთიერთობებში, კარგავს თავდაჯერებას, არ შეუძლია კონკრეტულ სიტუაციში დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, რადგან შედეგები აშინებს.
ყოველივე ზემოჩამოთვლილის გამო, რა თქმა უნდა, ბავშვის განვითარების ხელშეწყობა არ უნდა შეწყვიტოთ, თუმცა ამას მეცადინეობის და დატვირთვის სახე არ უნდა მიეცეს. სკოლამდელი ბავშვი მოწყვიტოთ თამაშს, რაშიც გატაცებითაა ჩაბმული და სამეცადინო მაგიდისკენ უხმოთ, აუცილებლად ცუდად შემოგიბრუნდებათ, როცა მართლა სამეცადინო ექნება. სკოლამდელი ბავშვს თამაში (როგორც აქტიური, ასევე ინტელექტუალური) და თანატოლებთან ურთიერთობა ყველაზე მეტ ბიძგს მისცემს განვითარების გზაზე.