6 ტოქსიკური ფრაზა, რომლებიც მშობლებს საჭირო ჰგონიათ, სინამდვილეში კი შვილს არ უნდა უთხრან
6 ტოქსიკური ფრაზა, რომლებიც მშობლებს საჭირო ჰგონიათ,  სინამდვილეში კი შვილს არ უნდა უთხრან
როდესაც წარმოვთქვამთ ფრაზებს, რომლებიც ბავშვობაში ხშირად გვსმენია საკუთარი მშობლებისგან, ვერ ვაცნობიერებთ, თუ რამხელა ფსიქოლოგიურ ზიანს ვაყენებთ ჩვენს შვილებს. ექსპერტებმა ჩამოაყალიბეს ის ტოქსიკური მიმართვები, ფრაზები თუ წინადადებები, რაც ბავშვს არ უნდა უთხრათ.

1."რა სისულელეა"

ბავშვები ხშირად წუწუნებენ, ტირიან და აგრესიას გამოხატავენ, რაც მშობლისთვის, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა და თქვენს პრობლემებთან შედარებით არაფრად გეჩვენებათ. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მათი განცდები მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თქვენთვის თქვენი პრობლემები. როდესაც ბავშვის დამშვიდებას შემდეგი ფრაზებით ცდილობთ: "რა მნიშვნელობა აქვს?" ან კიდევ "რატომ გეშინია, მშიშარა ხარ? სულელივით
იქცევი", არაეფექტური და საზიანოა. ნუ აგრძნობინებთ, რომ სისულელეს ლაპარაკობს, არამედ აჩვენეთ, რომ მარტო არ არის და მზად ხართ, მხარი დაუჭიროთ.

2. "რამდენჯერ უნდა გაიმეორო იგივე... არასდროს აკეთებ იმას, რასაც გეუბნები..."

შეეცადეთ, საკუთარი თავი წარმოიდგინოთ ბავშვის ადგილზე. როდესაც ეუბნებით, რომ "ყოველთვის ასე აკეთებ" ან "არასდროს აკეთებ იმას, რასაც გეუბნები" შვილს კუთხეში აყენებთ და იმედს ართმევთ. ბავშვი ფიქრობს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც არაფერი მოგეწონებათ. მსგავსი ფრაზების ნაცვლად, ჯობს გაარკვიოთ, რატომ იქცევა კონკრეტულ მომენტში ასე. სახლის ბოლოდან მთელი ხმით კი არ უყვიროთ, მიუახლოვდით და დაელაპარაკეთ, უფრო უშუალო გახადეთ თქვენი ურთიერთობა.

3. "ძალიან ნაწყენი ვარ, ასე რომ მოიქეცი"

რა თქმა უნდა, საკუთარი ქცევით შესაძლებელია ბავშვმა გაგაღიზიანოთ, მაგრამ ემოციების გამოხატვისას
საზღვარი აუცილებლად უნდა დაიცვათ. ეს შენი გრძნობებია და არა მისი. გარდა ამისა, პირდაპირ დემონსტრირება თქვენი შვილის ქცევასა და თქვენსავე ხასიათზე შესაძლოა ცუდი ბერკეტი აღმოჩნდეს მისთვის. აგრძნობინებთ, რომ მისი გადასაწყვეტია, როდის იყოთ ბედნიერი, განაწყენებული, გაბრაზებული და ამით მანიპულაციას აჩვევთ. გაცილებით ეფექტური პირდაპირ და მკაცრად ნათქვამია "დივანზე ხტუნაობა არ შეიძლება".

4. "ამაზე თავიდანვე უნდა გეფიქრა..."

ის თავის დაცვას ცდილობს, თქვენ კი არც უსმენთ და პირდაპირ ეუბნებით, რომ უნდა დაფიქრებულიყო. თითქოს, უფროსებს არ ეშლებოდეთ არაფერი და ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა შეეძლოთ. "ისეთი სულელი და დაუკვირვებელი ხარ, რომ ვერ მიხვდი, რა მოჰყვებოდა ამ საქციელს!" - მსგავსი ფრაზით თქვენ არა მარტო ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ სტრესს აყენებთ ბავშვს, არამედ უქვეითებთ თავდაჯერებულობას. უმჯობესია უთხრათ: "როგორც ჩანს, პრობლემა გაქვს. მოდი, ერთად მოვიფიქროთ, რა შეიძლება გავაკეთოთ და გამოვასწოროთ." ასეთი მიდგომა უფრო მეტად დააფიქრებს, შეეცდება საკუთარი შეცდომის გააზრებას და უკეთ მიხვდება ფრაზის შინაარს - "ჯერ დაფიქრდი, შემდეგ გააკეთე."

5. "მომეცი, მე გავაკეთებ"

როდესაც დაუსრულებლად უცდით, როდის შეასრულებს ბავშვი ძალიან მარტივ დავალებას, შესაძლოა, აღარ გეყოთ მოთმინება და უთხრათ, რომ თქვენ გააკეთებთ მის ნაცვლად. ეს არასწორია. მაქსიმალურად ეცადეთ, მის ნაცვლად არ გააკეთოთ. "შენ ვერ აკეთებ, ამიტომ მე უნდა ჩავერიო" - ეს ფრაზა ერთდროულად მოტივაციასაც აქვეითებს და იმედგაცრუებასაც იწვევს. ბავშვი ფიქრობს, რომ დედა და მამა უყურებენ, თვითონ კი ვერაფერს აკეთებს და მცდელობებიც ამაოა. ამიტომ, მოიკრიბეთ მოთმინება და მიეცით თქვენს შვილს საჭირო დრო. ან თუ ძალიან გეჩქარებათ, სიტუაცია აუხსენით: "ამ ერთხელ დაგეხმარები იმიტომ, რომ ძალიან ვაგვიანებთ. მაგრამ, შემდეგში ერთად გავაკეთებთ!"

6. "მორცხვი, მშიშარა, გაუბედავი და მოუხერხებელი ხარ"

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება მშობელმა შვილს გაუკეთოს, ეს სტერეოტიპებისა და იარლიყების მოშორებაა, რადგან მსგავსი მიდგომა ურთიერთობას მთლიანად ანადგურებს. მშობელი ასახელებს უარყოფით თვისებებს და ამ დროს ბავშვმა არ იცის, რა გააკეთოს. გარდა ამისა, მუდმივი უარყოფითი შეფასება ბავშვს აჩვევს, რომ მართლა ისეთია. ეჩვევა ამ მდგომარეობას მაშინაც კი, როცა თვლის, რომ არ არის ზარმაცი, მოუხერხებელი, მშიშარა და ასე შემდეგ. მსგავსი კლიშეები ჩვენს შვილებს ძალიან დიდ ზიანს აყენებს. ასევე შეიძლება იყოს პოზიტიური ფრაზების დროსაც. თუ ბავშვს ეუბნებით, რომ ძალიან ნიჭიერი და ჭკვიანია, შემდეგ ტესტში წინაზე დაბალ ქულას რომ მიიღებს, დანაშაულის და იმედგაცრუების შეგრძნება ექნება. ნუ მოსთხოვთ ზედმეტს. შეაქეთ მონდომება და არა შედეგი. ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ შვილს მსგავსი იარლიყები არ მიაკროთ, არც უაყოფითი და არც დადებითი.

9909
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი