"ასეთი გოგონები შეიძლება მთელი ცხოვრება შფოთვითი აშლილობით, ფსიქოსომატური დაავადებებით დაიტანჯონ" - ფსიქოთერაპევტი გოგონებში გავრცელებულ სინდრომზე
"ასეთი გოგონები შეიძლება მთელი ცხოვრება შფოთვითი აშლილობით, ფსიქოსომატური დაავადებებით დაიტანჯონ" - ფსიქოთერაპევტი გოგონებში გავრცელებულ სინდრომზე
ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი დარეჯან თოლორდავა იმ გავრცელებულ პრობლემაზე წერს, რომელსაც ძალიან ბევრი გოგონა და ზოგჯერ მამაკაციც განიცდის. "კარგი გოგონას სინდრომი" - ასე მოიხსენიებენ ამ მდგომარეობას და როგორც აღმოჩნდა, მისი მატარებელი ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება შფოთვითი აშლილობით, დეპრესიით და ფსიქოსომატური დაავადებებით დაიტანჯონ.
"კარგი გოგონას სინდრომი გარკვეულწილად ჰგავს სიბეჯითის სინდრომს და პერფექციონიზმს. ქალები უფრო ხშირად განიცდიან მას, თუმცა, ის გვერდს არ უვლის ზოგიერთ მამაკაცსაც. მას შეუძლია ადამიანს ცხოვრება მოუწამლოს შფოთვითი აშლილობით, დეპრესიით და ფსიქოსომატური დაავადებებით.
თითქმის ყველა მშობელი მოთხოვნებს უყენებს ბავშვს, რომ უნდა მოიქცეს
კარგად, მოუსმინოს უფროსებს, არ შეეწინააღმდეგოს მას, შეასრულოს საშინაო დავალება, დაეხმაროს დედას და მამას და ა.შ.
გოგონების მიმართ მოთხოვნები ხშირად უფრო მაღალია - თუ ბიჭებს ეპატიებათ ცელქობა, ხუმრობა, სირბილი, ხმამაღალი თამაში, ცუდი ქცევა, გოგოებს ყოველთვის არა. მათ მიმართ ხშირად იყენებენ გენდერულად გაჯერებულ ტრადიციულ შეგონებებს, როგორიცაა " გოგონები ასე არ იქცევიან", "ჩუმად იყავი", " სუფთა უნდა იყო, დედას დაეხმარე სახლის საქმეებში", "ნუ იცინი ხმამაღლა", " მოკრძალებული უნდა იყო, კარგად დაჯექი, ტრუსიკი გიჩანს" და სხვა.
თუ გოგონა წესებს და მოთხოვნებს იცავს, ის იღებს შექებას და აღიარებას. (მშობლები, მასწავლებლები, მეგობრების მშობლები, მისი მშობლების მეგობრები და ა.შ). სხვა ბავშვებთან ხშირად მოჰყავთ მაგალითად.
ის უყვართ იმიტომ, რომ ასეთი გოგონა ძალიან კომფორტულია
- მშვიდი, მორჩილი, პრობლემებს არ ქმნის. ცდილობს ყველაფერი აკეთოს იდეალურად და არ მიაყენოს ვინმეს უხერხულობა.
ატარებს ტოქსიკურ ინტროექტებს:
  • მხოლოდ კარგი გოგონები უყვართ;
  • სიყვარულს დამსახურება უნდა;

რატომ არის ის ყველასთვის მოსახერხებელი, კომფორტული?

  • ისინი სხვისი სურვილების დასაკმაყოფილებელი პროექტები არიან, ბავშვობიდან ასწავლიან უარი თქვან თავიანთ სურვილებზე და საჭიროებებზე, რაიმე დაწესებული იდეალის სასარგებლოდ. ამ გზით იღებენ სიყვარულს და შესაბამისად, კარგ დამოკიდებულებას. იტანჯებიან პერფექციონიზმით, ვორკოჰოლიზმით, დაბალ თვითშეფასებას და „მუდმივად მაქსიმუმის მოთხოვნას“ მოაქვს გამოფიტვა, ქრონიკული სტრესი და შფოთვა. როდესაც გრძნობები და ემოციები სრულად ან მეტწილად იგნორირებულია,სწორედ აქ იჩენს ფსიქო - ემოციური სირთულეები და მისგან გამოწვეული ფსიქოსომატიკა.
  • ისინი არ აძლევენ საკუთარ თავს შეცდომების დაშვების უფლებას;
  • მტკივნელად იღებენ ნებისმიერ კრიტიკას; (ის არ განიხილება როგორც შედეგების გაუმჯობესება, არამედ როგორც "მტკიცებულება", რომ სამუშაო არასწორად შესრულდა)
  • ხშირად უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს საკითხი არ ჯდება მათ ღირებულებების სისტემასა და ზნეობაში.
  • ვერ იცავენ თავიანთ აზრს და საზღვრებს (ამან შეიძლება ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოს),
  • არ იციან თავიანთ თავზე ზრუნვა და განებივრება. მთელი ენერგია (და მატერიალური რესურსები) იხარჯება სხვებზე, მათ მოსაწონებლად.
  • და ხშირად, გარშემომყოფები იწყებენ მათ "სათავისოდ" გამოყენებას.

მოცემული სინდრომის მოსაშორებლად

  1. პირველი ნაბიჯი არის წინასწარ მოემზადოთ, რომ პარარელური პროცესები მტკივნეული იქნება. როგორც კი აღარ იქნებით კომფორტული, იმედგაცრუების უარყოფითი ტალღა დაიძვრება თქვენს მიმართ. ძირითადად მათგან, ვინც ისარგებლა თქვენი კომფორტულობით. ამიტომ, დამოკიდებულების შეცვლა შეიძლება შეფასდეს, როგორც ლაკმუსის ქაღალდის ტესტი, რომელიც აჩვენებს, თუ ვინ არის თქვენი ახლობელი. შეიძლება დრო დასჭირდეს ნამდვილ მეგობრებსაც რომ შეეგუონ თქვენი შეცვლის ფაქტს.
  2. დაიწყეთ საკუთარ თავთან, სურვილებთან, საჭიროებებთან დაკავშირება და მისი მოსმენა: ხშირად ჰკითხეთ თქვენს თავს: „როგორ ვგრძნობ თავს? როგორ ვგრძნობ ამას? მომწონს ეს? რა მინდა?
  3. რა გსურს და რას გრძნობ? შეიმუშავეთ თქვენი, სურვილებისა და გრძნობების მოსმენის ჩვევა.
  4. გაანებივრეთ თქვენი თავი სასიამოვნო წვრილმანებით - ეს ეხება როგორც სასურველი ნივთების შეძენას, ასევე იმ სიხარულს, რომელიც არ არის დაკავშირებული ზედმეტ ხარჯვასთან.
  5. თქვენს თავზე ზრუნვას (როგორც დრო,ასევე მატერიალური), სავარაუდოდ, თან ახლავს შფოთვა, დანაშაულის ან სირცხვილის განცდა. რადგან დროს უთმობთ საკუთარ თავს და არ აკეთებთ იმას, რაც ვალდებულებაში გქონდათ. შეეცადეთ უგულებელყოთ ეს გრძნობა - ნახავთ, რომ სამყარო ამისგან არ დაიშლება.
  6. გაიგეთ და მიიღეთ, რომ თქვენ არ ხართ ბანკნოტი, რომელიც ყველას მოეწონება.
  7. კრიტიკა, არასრულყოფილი სამუშაო, საკუთარი თავის განებივრების სურვილი და სხვა რამ, რის უფლებასაც "ცუდი" ბიჭები და გოგონები თავიანთ თავს აძლევენ - ეს ყველაფერი აბსოლუტურად ნორმალური რამეა.
  8. თქვენ რობოტი არ ხართ, რომ ყოველთვის ყველაფერი აკეთოთ შეცდომების გარეშე და შესანიშნავად.უნდა ისწავლოთ დასვენება და წვრილმანებით გახარება.
  9. დაიწყეთ საკუთარი თავის შეყვარება ,თუ გინდათ რომ შეგიყვარონ და დაგაფასონ სხვებმა .
  10. თუ გრძნობთ, რომ მარტო არ გამოგივათ, მოითხოვეთ ფსიქოთერაპევტის დახმარება
13827
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
+++
0
მადლობა ქალბატონ თოლორდავას. კარგი ანალიზი და რჩევებია.
10:59 / 02-08-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი