კავშირი ან მიჯაჭვულობა, რაც ბავშვსა და მშობელს შორის არსებობს, უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის მომავალ ცხოვრებაზე. ნაყოფს ის ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს უყალიბდება. თუ ბავშვის ყველა ელემენტარული მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, თუ ბავშვობიდან გრძნობს მშობლების სიყვარულს, "საიმედო მიჯაჭვულობა" უყალიბდება.
და პირიქით, როცა მშობელი ბავშვს საკმარის ყურადღებას ვერ უთმობს, "არასაიმედო მიჯაჭვულობა" უჩნდება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, იტანჯება მიჯაჭვულობის აშლილობით. ფსიქოლოგების აზრით, ასეთი მდგომარეობა უყალიბდებათ ადამიანებს, ვისაც ყურადღება აკლდა და ფიქრობდა, რომ მშობლებს ის არ უყვართ. სინამდვილეში, ეს შეიძლება სულაც არ იყოს ობიექტური სიმართლე. უამრავი ბავშვია, ვისი დედაც მუშაობს და აქტიური ცხოვრებით არის დაკავებული, მაგრამ ყველა ბავშვს როდი უჩნდება განცდა, რომ „დედას მისთვის არ სცალია“ ან „დედას არ უყვარს“. ჩვენ ვიცით, რომ მთავარი ბავშვთან გატარებული დროის ხარისხია და არა რაოდენობა. თუ მასთან ყოფნის დროს ბავშვი მაინც გრძნობს, რომ დედა ყურადღებით არ არის, მის გვერდით ყოფნისას სხვა საქმითაც არის დაკავებული, ეს ხარისხიანად გატარებული დრო არ გახლავთ და ამ დროს ბავშვს აქვს ყურადღების, სიყვარული ნაკლებობის განცდა. შეიძლება დედა სულაც არ მუშაობდეს, მაგრამ საოჯახო საქმეებით ისე იყოს დაკავებული, რომ ბავშვს საიმედო მიჯაჭვულობის განცდა მაინც არ ჩამოუყალიბდეს.
ასე რომ, ძალიანაც მოსიყვარულე და შვილებისთვის თავდადებული მშობლის შვილებიც კი შეიძლება გრძნობდნენ „არასაიმედო მიჯაჭვულობას“.
განუვითარებელი ტვინი
"ყველაზე აქტიურად ტვინი ბავშვობაში ვითარდება. როცა ბავშვს მშობელთან საკმარისი ურთიერთობა აქვს, ხშირად ეფერებიან, წარმოიქმნება ნეირონული კავშირები, რაც ტვინს განვითარების შესაძლებლობას აძლევს. ხოლო, თუ ბავშვს მშობელთან არა საკმარისი კონტაქტი აქვს, მას აკლია ურთიერთობა, ფიზიკური შეხება, ის სამყაროს უსაფრთხოდ არ აღიქვამს და განიცდის ძლიერ სტრესს" - ამბობს ფსიქოთერაპევტი ჰელენ სპაიერი.
ძლიერი სტრესის გამო ორგანიზმი იმდენ ენერგიას ხარჯავს, რომ ტვინი ნორმალურად განვითარებას ვეღარ ახერხებს. ის გამოფიტულია და განვითარებისთვის უმაღლესი ნეირონების წარმოქმნა აღარ შეუძლია. ამიტომ ბავშვებისთვის, ვისაც მიჯაჭვულობის აშლილობა ახასიათებთ, იუმორი, თანაგრძნობა და თვითმყოფადობა დაკარგული მცნებებია.
უხეშობა
ბავშვებს, რომლებსაც მიჯაჭვულობის აშლილობა ახასიათებთ, ხშირად აქვთ კონფლიქტი კანონთან. მათ არ გააჩნიათ მიტევებისა და თანაგრძნობის შეგრძნება.
ნდობის პრობლემა
ბავშვებს, რომლებსაც მიჯაჭვულობის აშლილობა ახასიათებთ, შეიძლება იყვნენ ზედმეტად მიმნდობები. ამიტომ ადვილად ექცევიან მანიპულატორის გავლენის ქვეშ. ან მეორე უკიდურესობა ვითარდება: არავის ენდობიან, ამიტომ მოზრდილებსაც კი უჭირთ ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
დეპრესიისადმი მიდრეკილება
მიჯაჭვულობის აშლილობის პრობლემის გამო ადამიანი უფრო ხშირად ვარდება დეპრესიაში. აღენიშნება ფსიქოლოგიური აშლილობა.
ცუდი მიჯაჭვულობის მქონე ბავშვებს არ უვითარდებათ სოციალური თვისებები. ისინი არ არიან მიჩვეულები საუბრის დროს მოსაუბრისთვის თვალებში ყურებას, რითაც უნდა გამოხატონ თავიანთი დაინტერესება თემით. არ არიან მიჩვეულები ჩახუტებას, სხვა ფიზიკურ კონტაქტს.
ხანდახან ამგვარი თვისებები უფრო სერიოზულ ტრავმებზე მიუთითებს - ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობაზე. ამგვარად, ბავშვი გაურბის მზერით და ფიზიკურ კონტაქტს საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ის ცდილობს, სხვებისთვის უხილავი გახდეს.
2. ბავშვი ცივად და განკერძოებულად იქცევა
ჯანსაღ ოჯახში, თუ ბავშვი ტირის, მშობელი აუცილებლად დაინტერესდება ტირილის მიზეზით: დაამშვიდებს, აჭმევს, დაანანავებს. მაგრამ თუ მშობელი ბავშვის საჭირობებეზე დროულად და სათანადოდ არ რეაგირება, ბავშვი ხვდება, რომ ემოციების დემონსტრირებას აზრი არა აქვს - მას მაინც არავინ დაეხმარება. ამიტომ იქცევიან ცივად და განკერძოებულად.
3. ზოგჯერ ბავშვი ზედმეტად მომაბეზრებელია
ზოგიერთი ბავშვი მიჯაჭვულობის აშლილობის გამო დიდობაში შეიძლება ზედმეტად მომაბეზრებელი გახდეს. ეს იმის გამო, რომ მათ ნორმალური ურთიერთობები არ ჰქონიათ. ახალგაცნობილ ადამიანსაც კი ცდილობენ, დაუმეგობრდნენ, მოაწონონ თავი, ასიამოვნონ, ენდობიან პირველ შემხვედრს. მომავალში ასეთი არაჯანსაღი ურთიერთობა შეიძლება სერიოზულ უსიამოვნებად ექცეთ პირად ცხოვრებაში.
4. ბავშვი იტანჯება განწყობის ცვალებადობით
აგრესიის აფეთქება, ფიზიკური აგრესია, ისტერიკა შეიძლება მიჯაჭვულობის აშლილობის მიზეზი იყოს. შეიძლება ბავშვი მიხვდა, რომ მისი სურვილების დასაკმაყოფილებლად ყურადღება ნებისმიერი მეთოდით უნდა მიიქციოს. და თუ ადრეულ ბავშვობაში კარგი მოქცევა მშობლებმა სათანადოდ ვერ შეუფასეს, ბავშვი ცდილობს, ისტერიკითა და ბუნტით ყურადღების მიქცევას. უარყოფითი ყურადღება ყურადღების საერთოდ არ არსებობას მაინც ხომ ჯობია?!. ასე ბავშვს უჩნდება შეგრძნება, რომ ის სამუდამოდ არ მიატოვეს, მიაგდეს.
5. ბავშვმა არ იცის, რა არის თანაგრძნობა
თანაგრძნობა სხვების მიმართ - "განვითარების მაღალი დონის" ერთ-ერთი მიმანიშნებელი ფაქტორია. რომელიც ბავშვს ტვინის სრულად განვითარების შედეგად უყალიბდება.
თუ ბავშვი არ განიცდის თანაგრძნობას ადრეულ ასაკში, ეს თვისება მას აღარ გამოუვლინდება დიდობაში.