7 ჭეშმარიტება, რომლებიც მხოლოდ ბიჭების დედებმა იციან
7 ჭეშმარიტება, რომლებიც მხოლოდ ბიჭების დედებმა იციან
ძალიან გინდოდათ გოგონა და ისევ ბიჭი დაიბადა? სამაგიეროდ, მხოლოდ თქვენ იცით ზოგიერთი საიდუმლო, რასაც გოგონას დედა ვერასდროს გაიგებს. ები როდმანმა, ფსიქოლოგმა და სამი ვაჟის დედამ, სწორედ იმაზე ისაუბრა, თუ როგორია ბიჭების გაზრდა.

"თავიდან პირდაპირ შემაწუხეს ასეთი შეკითხვებიც: "აღარ აპირებთ გოგოს გაჩენას?" - ამბობს ები, - "მშობლებს ქალიშვილი უფრო უვლის ხოლმე, ვიდრე ბიჭი", ან "სამი ბიჭის მოვლა რთული იქნება".
თავიდან მისის როდმანს სწყინდა და თავის მართლებასაც კი ცდილობდა, მაგრამ წლების მერე მიხვდა, რა ბედნიერებაა სამი ბიჭის გაზრდა. თავისი გამოცდილებიდან 7 დაკვირვება
დაასახელა, რომლებიც მხოლოდ იმ დედებისთვის არის ნაცნობი, რომლებიც ვაჟებს ზრდიან.
1. თქვენი ვაჟის პირველი სიყვარული ხართ. ჩემი და, რომელსაც მხოლოდ გოგონები ჰყავს, სულ შემომნატროდა, როცა ჩემი ვაჟები ყვავილების თაიგულს მიკრავდნენ და მორცხვი ღიმილით გჩუქნიან. ბიჭი ქალების სიყვარულს დედის მეშვეობით სწავლობს და ქალის სიყვარულის მიღებასაც – დედის მაგალითით. თქვენ გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ქალის არსის განსახიერება იყოთ და ყოველთვის იცით, რომ ამ ერთ, პატარა მამაკაცს ნამდვილად ძალიან უყვარხართ.
2. თქვენი ვაჟის მომავალი ცოლის პროტოტიპი ხართ. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა! როგორი დედაც იქნებით თქვენი შვილისთვის, ისეთ ცოლს დაუწყებს ძებნას, როცა გაიზრდება. ეს დიდი სტიმულია იმისთვის, რომ კიდევ უფრო სრულყოფილი
გახდეთ და საუკეთესო თვისებები განივითაროთ.
3. ბევრი სინანული დაგრჩებათ, მაგრამ ამად ღირს. ჩემს შვილებს გაცილებით ხშირად ვუყვიროდი, ვიდრე საჭირო იყო. ხანდახან მათი სიცელქე და გამოხტომები მაცოფებდა, მდგომარეობიდანაც გამოვდიოდი და ისღა დამრჩენოდა, ხმა ამემაღლებინა. სამაგიეროდ, ახლა გაცილებით მომთმენი და მშვიდი გავხდი.
4. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თქვენი იდეალური ქალიშვილი – ის, თუ როგორი იქნებოდა, როგორ მოიქცეოდა. რის განცდაც ვერ შეძელით სინამდვილეში, ყოველთვის ტოვებს ადგილს ფანტაზიისთვის. იქნებ გაგიმართლოთ, და საოცნებო ქალიშვილი რძლის სახით შეგხვდეთ.
5. თქვენ არ გექნებათ ქალიშვილური დრამები, ცრემლები და ხასიათის ცვალებადობები. ბიჭებსაც აქვთ თავიანთი მღელვარებები და განცდები, თუმცა ტირილის საბაბი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გოგონების შემთხვევაში. იმაზე ღელვაც არ მოგიწევთ, როგორი ქმარი შეხვდება თქვენს ქალიშვილს და ვის ხელში აღმოჩნდება.
6. ბიჭებთან უფრო უსაფრთხოა. როცა ჩემს 20 წლის ვაჟს სხვა ქალაქში ვგზავნი, გაცილებით ნაკლებს ვღელავ, ვიდრე გოგონას შემთხვევაში ვიღელვებდი. რა თქმა უნდა, მასზეც ვნერვიულობ, მაგრამ სტატისტიკურადაც კი ბიჭები გაცილებით იშვიათად განიცდიან ძალადობასა და თავდასხმას, ვიდრე გოგონები.
7. ეს რთული, მაგრამ საინტერესო გამოწვევაა. ნამდვილი მამაკაცის გაზრდა მართლაც არ არის ადვილი და დიდი გამოწვევაა. ეს სათავგადასავლოა, საშიშიც, საინტერესოც და მხიარულიც. როცა მიხვდებით, რომ ოდესღაც თქვენი ბიჭი ვიღაცის ქმარი გახდება, მამა და ოჯახის უფროსი, მაშინ გაგიჩნდებათ დიდი სიამაყის და თქვენი დედობრივი მისიის მნიშვნელობის განცდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მოგეცათ შანსი და ვაჟი გაგიჩნდათ, დატკბით ამ ბედნიერებით.

ასევე იხილეთ:
mshoblebi

რა განსხვავებაა ბიჭისა და გოგოს აღზრდას შორის


mshoblebi

როგორ ხდებიან "დედიკოს ბიჭები" - ბიჭების მშობლებო, ეს რჩევები თქვენთვისაა


mshoblebi
რჩევები ბიჭების მშობლებს - როგორ აღვზარდოთ ნამდვილი მამაკაცი


mshoblebi

თუ ვაჟს უმამოდ ზრდით - რჩევები მარტოხელა დედებს
14556
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
nino
0
ნეტავ ვინ წერს ამ სისულელეებს?,,როგორი დედაც იქნები, ისეტს დაუწყებს ძებნას''- რა უაზრობაა და იდიოტიზმი
23:13 / 08-01-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი