ძალიან ბევრ ბავშვს აწუხებს საშიში ფიქრები. შესაძლოა ჰქონდეთ შიში, რომ მალე გარდაიცვლებიან ან ფიქრობენ, რომ მშობლები გარდაეცვლებიან, საყვარელი შინაური ცხოველები და ა.შ.
შესაძლოა, ძალიან გინდოდეთგვერდი აუაროთ ამ საკითხზე საუბარს, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ უპასუხოთ მათ შეკითხვებს და აცნობოთ სიკვდილის გარდაუვალობა, რომ ყველა ადამიანი და ცოცხალი არსება კვდება ოდესმე.
სიკვდილის შიში გარკვეულ ასაკში ძალიან ძლიერდება, სიკვდილზე ფიქრები კი ინტენსიურად აწუხებს ბავშვებს, თუმცა ხშირად დროის გასვლასთან ერთად შესაძლოა შეწყვიტონ ამ საკითხზე დარდი და წუხილი.
როგორ მოვიქცეთ?
მოუსმინეთ ბავშვებს შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ თემის იგნორირება კარგი მეთოდია, იმედი გქონდეთ, რომ ყველაფერი გაივლის, თუმცა ეს ასე არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, დაელაპარაკოთ შვილებს სიკვდილის შიშის შესახებ. მოუსმინეთ მათ. ზოგჯერ ბავშვებს სჭირდებათ იგრძნონ, რომ უსმენენ, უგებენ. მზად იყავით, რომ ამ თემას მრავალჯერ დაუბრუნდება. ზოგიერთ ბავშვს ერთხელ საუბარიც ჰყოფნის, ზოგიერთს კი - მრავალჯერ. საუბრის დროს ფოკუსირდით „აქ და ახლა“ სიტუაციაზე. თავიანთ შეკითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ შესთავაზეთ თამაში, სასეირნოდ გასვლა ან წიგნის წაკითხვა. გასაღები კვლავ არის მოსმენა და გულწრფელი საუბარი. აარჩიეთ სიტყვები სწორად, ფრთხილად. ყველა ადამიანს აქვს სიკვდილთან დაკავშირებული წუხილი. ადამიანები წუხან საკუთარ ან ახლობლების გარდაცვლაებაზე. საერთოდ არაა გასაკვირი, რომ ბავშვსაც იგივე აწუხებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ახლობელი გარდაეცვლებათ, ან ავად ჰყავთ მშობელი. შესაძლოა ლამაზი სიტყვები უფროთ საპირისპირო გავლენაც მოახდინოთ. მაგალითად, იმის თქმა, რომ გარდაცვლილს უბრალოდ სძინავს, არის დამაბნეველი, ეს მოიაზრებს იმას, რომ გარდაცვლილს სძინავს და შესაძლოა გამოეღვიძოს, ამ ყველაფერმა კი შეიძლება გამოიწვიოს დაძინებასთან დაკავშირებული შიში. ან ისეთი წინადადების გამოყენება როგორიცაა „ბებო აღარაა ჩვენთან“ ან „ჩვენ დავკარგეთ ბებია“ არის სრულიად უსარგებლო, გაურკვეველი. ეს აფიქრებინებს ბავშვებს, რომ გარდაცვალება არის დროებითი და შესაძლოა ბებია დაბრუნდეს, თუ მას მოძებნიან. თქვენ შეგილიათ უთხრათ, რომ „გარდაცვლილის ორგანიზმი წყვეტს არსებობას, ის ხოხცალი აღარ არის და ვეღარ გაცოცხლდება“. უნდა შეახსენოთ, რომ ყველა ვინც ავადაა, არ კვდება, ბევრი ადამიანი შესაძლოა დაავადდეს და გამოკეთდეს. მნიშვნელოვანია ბავშვებს ესაუბროთ სიკვდილის შესახებ ადრეული ასაკიდან, გულწრფელი, ინფორმატიული წინადადებებით, უნდა იცოდნენ, რომ სიკვდილი ცხოვრების ბუნებრივი ციკლის განუყოფელი ნაწილია. თუ საუბრისას არაკომფორტულად გრძნობთ თავს, ან თვლით, რომ თქვენი შფოთვა, შიში ბავშვს გადაეცემა, აჯობებს ფოკუსირდეთ საუბრისას ბიოლოგიურ ფაქტორებზე - რომ ორგანიზმი წყვეტს ფუნქციონირებას, რომ აღარ მუშაობს გული, აღარ მუშაობს ფილტვები, აღარაა სისხლის მიმოქცევა და ა.შ. გაუზიარეთ ბავშვებს თქვენი რელიგიური შეხედულებები და/ან რწმენები გარდაცვლებასთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში, საუბარია გამოსავალი და მათ შეკითხვებზე ზუსტი, გულწრფელი, ჭეშმარიტი პასუხები. ბავშვობაში სიკვდილთან დაკავშირებულმა „უწყინარმა“ ტყუილმა შესაძლოა, ზრდასრულობისას გამოიწვიოს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები. სიკვიდლის შიშთან გამკვლავების გზა და გამოსავალი სიკვდილის, როგორც ცხოვრების სასიცოცხლო ციკლის განუყოფელი ნაწილის, მიღებაა.
ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, ფსიქოდიაგნოსტიკისა და ფსიქოკონსულტაციის მაგისტრი ნინო მაზიაშვილი.
სიბნელის შიში ბავშვებში - რას გვირჩევენ ექიმები