თანამედროვე ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ბავშვის განვითარებაზე ადრეული ასაკიდან ვიწყებთ ზრუნვას, თითქმის მაშინვე, როგორც კი ლაპარაკს დაიწყებენ.
რით დავტვირთოთ ბავშვი და როგორ განუვითაროთ გონება, - ეს კითხვა უჩნდებათ მშობლებს, როგორც კი შვილი 2 წლის გახდება. ამ პერიოდიდან იწყებენ ბავშვები სამყაროს გათვითცნობიერებას, თანატოლებთან და გარშემო მყოფებთან ურთიერთობის მოსინჯვას. მშობლებიც ამ პერიოდიდან ცდილობენ რაღაცები ასწავლონ. ყველა ბავშვი ყველაფერს სწავლობს, მაგრამ განსხვავებულად, ხასიათისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ განვითარებასა და სწავლის ხარისხზეც, ყველაზე მეტად ბავშვის ნერვული სისტემა ახდენს გავლენას. ამიტომაც სანამ მეცადინეობების გეგმას შეუდგენთ, უნდა იცოდეთ, როგორ მუშაობს ნერვული სისტემა, რომელიც ორგანიზმში მნიშვნელოვან პროცესებს მართავს.
დაიწყეთ თავიდანვე გადატვირთვის პირველი სიმპტომი - სიგნალი, რომელიც გკარნახობთ, რომ ბავშვის განრიგი შესაცვლელია. თუ პატარას ცუდად სძინავს, გაღიზიანებულია, ხშირად ტირის, ჭირვეულობს ან მადა გაუფუჭდა, ე.ი. გადაღლილობაა და ზომებს უნდა მიმართოთ. ამ ფაქტს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.
თუ ბავშვი სკოლამდელ ასაკშივე ვერ გაუმკლავდა სირთულეებს, სკოლაში წასვლის შემდეგ პრობლემები მოგემატებათ. ბავშვს გაუჭირდება სწავლა, თუ კონცენტრაცია უჭირს, ვერ იმახსოვრებს ახალ ნასწავლს ან წერა არ გამოსდის, რადგან "ხელებს ვერ იმორჩილებს".
იმისათვის, რომ უსიამოვნებების გორგალი გახსნათ, ძაფის ბოლო სწორად უნდა იპოვოთ. ბავშვის სწავლის ხარისხი მის ნერვულ სისტემაზეა დამოკიდებული. შედეგი კი დამოკიდებულია მის განვითარებაზე, დაბადებიდის მომენტიდან. ბავშვი ნაბიჯ-ნაბიჯ ითვისებს ახალ-ახალ მეთოდებს:
მოძრაობა და სხეულის მდგომარეობა (თავის დაჭერიდან პირველი ნაბიჯის გადადგმამდე), "ენის" გამოყენება (ხმების გამოცემიდან მარცვლების, სიტყვებისა და ფრაზების წარმოთქმამდე) და ა.შ.
ნერვული სისტემა ყველა პროცესშია ჩართული. თუ რომელიმე პუნქტში ხდება შეფერხება, ის მომდევნო პუნქტსაც ჩაითრევს. სწორედ ამიტომაა, რომ ბავშვი ნევროლოგს დაბადებისთანავე უნდა გაასინჯოთ და პატარ-პატარა პრობლემები მომენტალურად აღმოფხვრათ, არ დაელოდოთ გართულებებს. ხოლო, თუ სირთულეები გაგეპარათ, დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოთ.
ბავშვები, რომლებმაც გადალახეს ყველა სირთულე, მომავალში არანაირი ჩარევა აღარ სჭირდებათ. ხოლო, თუ ბავშვს რამე პრობლემა ისევ გამოუვლინდა, პირველი "სასწავლო" დატვირთვა უნდა იყოს მსუბუქი.
2-წლიან ბავშვებში აღმოჩენილ მშობიარობისდროინდელ პრობლემებს ექიმები ტვინის მინიმალურ დისფუნქციას ეძახიან. ეს ნიშნავს, რომ ტვინი დაზიანებული არაა, მაგრამ დაზიანებულია ნერვული სისტემის მუშაობა, - ჰიპოქსიის ან სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო, რის შედეგადაც ტვინსა და ორგანოებს შორის ნერვულ-იმპულსური ბრძანებების მიღება-გადაცემა შეფერხებულია.
ტვინის მინიმალური დისფუნქცია შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი:
წვრილ ნივთებთან შეხების გართულება (წვრილი მოტორიკის გამო), მოუხერხებლობა (გადაადგილების კოორდინაციის დარღვევის გამო), მეტყველების შეფერხება, ზოგიერთი ბგერის გამოუთქმელობა. ზედმეტი მგრძნობიარობა, ზეაქტიურობა, ყურადღების კონცენტრაცია.
თუ გაარკვეთ, რა შეფერხება აქვს ბავშვს, მიხვდებით, რით უნდა დატვირთოთ.
პირველი სირთულეების დაძლევა შეიძლება მარტივი არ იყოს, მაგრამ მისი მომავლისთვის გადადება დაუშვებელია. ბავშვი სკოლაში რომ წავა, პრობლემები საგრძნობლად მოიმატებს.
რეკომენდაციები სწავლის დასაწყისში ბავშვის ნერვული სისტემა, ისევე, როგორც მთლიანი ორგანიმზი, განვითარების ეტაპზეა და მისი გადატვირთვა სხვადასხვა აქტივით დაუშვებელია. დატვირთვა სისტემის მუშაობას დაარღვევს და შესაბამისად სხვა გართულებებსაც გამოიწვევს. იმისათვის, რომ არ გადატვირთოთ ბავშვის ცხოვრება, გონივრულად შეუდგინეთ განრიგი. ამაში დაიხმარეთ სპეციალისტი: ექიმი-ნევროლოგი (თუ ბავშვს წარსულში პრობლემები ჰქონდა) და ნეიროფსიქოლოგიც. ტესტირების მიხედვით ბავშვს ისეთი სასარგებლო მეცადინეობები შეუდგინეთ, რომელიც არარსებულ თვისებებს გამოუმუშავებს, მაგალითად, ერთ ადგილზე დიდხანს მშვიდად ყოფნას. ნეიროფსიქოლოგი აგიხსნით, რამდენი ხანი უნდა იმეცადინოს ბავშვმა და როგორ უნდა მოექცეს მშობელი პატარა მოსწავლეს.
მეორე ნაბიჯი, რომელიც დაიცავს ბავშვს, არის მშობლების ყურადღება. თუ ბავშვი ცუდად იძინებს, ჭირვეულობს, გაღიზიანებულია, მტირალა გახდა ან ძველებურად აღარ იკვებება, ე.ი. გადაღლილია.
ასეთი ბავშვებისთვის დატვირთვა მედიკამენტივით დოზირებული უნდა გქონდეთ. ჩამოწერეთ მეცადინეობების განრიგი. დატვირთვა გადაიტანეთ ფიზიკურ გაჯანსაღებაზე, რომელიც დაეხმარება ბავშვს წონის მომატებაში, სიმაღლეში გაზრდაში, თავდაჯერებულობას მოუმატებს და სხეულის მოხერხებულად მართვას ასწავლის. ასეთი ბავშვისთვის კარგი იქნება მხატვრული ტანცარჯიში ცეკვის ელემენტებით, ის დაეხმარება სხეულის მართვაში, მოძრაობის კოორდინაციის განვითარებაში. ასეთ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს მეტყველების შეფერხება და ასეთ დრო კარგი იქნება ხელის ნატიფი მოტორიკის განვითარება:
ხატვა, ძერწვა, მოზაიკა, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა და სიმღერა.
მეტყველების გასავითარებლად კარგი იქნება სმენის გავარჯიშება. სასურველია, ჯგუფი, სადაც ბავშვი სწავლობს, პატარა იყოს, თავი კომფორტულად რომ იგრძნოს.
2. ფაციფუცა - მოუთმენელი ბავშვი, რომელიც ერთი საგნიდან მეორეზე გადახტება და ცუდად აღიქვამს საფრთხეს.
ასეთ ბავშვებს უჭირთ ყურადღების ერთ თემაზე დიდხანს შეჩერება. მათთვის კარგია ცურვა ან სხვა დატვირთვა, რაც ზედმეტი ენერგიის დახარჯვაში დაეხმარებათ. ასეთი ბავშვების დატვირთვა და განრიგი თავდაპირველად მსუბუქი უნდა იყოს. "გაკვეთილები" 5-5 წუთით უნდა გაუზარდოთ. შედეგად, ბავშვი შეეჩვევა სიბეჯითესაც და სწავლასაც.
თუ მოუთმენელი ბავშვი აგრესიულია და ბრაზს ვერ იკავებს, არ უჯერებს უფროსებს და პროტესტის ნიშნად ტირის, გაასინჯეთ ექიმი-ნევროლოგს. ისდაგეხმარებათ მიზეზის პოვნაში და გამოსავლის მოებნაშიც დაგეხმარებათ.
3 წლისთვის ბავშვის იწყებს თანატოლებთან ურთიერთობას და თამაშს. დააკვირდით, თუ ბავშვი თანატოლებს გაურბის, განმარტოებით ყოფნა მოსწონს, იგონებს უცნაურ თამაშებს, ნუ მიაწერთ ამას თანდაყოლილ მორიდებულობას. გაასინჯეთ ბავშვი სპეციალისტს - ნევროლოგს, ფსიქოლოგს, დეფექტოლოგს. ისინი დააკვირდებიან ბავშვს, დაეხმარებიან სირთულეების გადალახვაში და თუ საჭირო გახდება, ფსიქიატრსაც დაიხმარენ.