ფიზიკური დასჯა აუარესებს ბავშვის ქცევას და არანაირი დადებითი შედეგი არ მოაქვს - ზაზა თელია ფიზიკური დასჯის შედეგებზე
ფიზიკური დასჯა აუარესებს ბავშვის ქცევას და არანაირი დადებითი შედეგი არ მოაქვს - ზაზა თელია ფიზიკური დასჯის შედეგებზე
ექიმი დერმატოლოგი და ბლოგერი ზაზა თელია ბავშვის დასჯასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს:

"ბავშვის ფიზიკური დასჯა და ამ ქმედების გამოსავალი (outcome)
ჩატარებული 69 პროსპექტული წრფივი კვლევების შედეგი.

დასკვნა - 7 მთავარი შედეგი:

1. ფიზიკური დასჯა არ ამცირებს და პირიქით ზრდის ბავშვის ქცევის პრობლემებს დროთა განმავლობაში
2. ფიზიკური დასჯა არ არის ასოცირებული დადებით გამოსავალთან გარკვეული პერიოდის შემდეგ
3. ფიზიკური დასჯა ზრდის ბავშვის დაცვის სერვისების ჩართვას პრობლემური შემთხვევებისას
4. სამეცნიერო მტკიცებულებამ გამოავლინა, რომ ერთადერთი რასაც ბავშვის დასჯა მოიტანს, არის ქცევის ექსტერნალიზაცია (უარყოფითი ქცევა სახლის გარეთ ხილულ ფორმებში გადავა)
5. ფიზიკური დასჯა დაკავშირებულია ბავშვის ქცევის
გაუარესებასთან დროთა განმავლობაში (Quasi-experimental studies)
6. არსებობს ძლიერი კავშირი ფიზიკურ დასჯას, ბავშვის ზიანის მომტან გამოსავალს და ბავშვის და მშობლის ხასიათის ჩამოყალიბებაში
7. არსებობს მტკიცებულება "დოზა-რეაგირების" ურთიერთქმედებაზე.
აქედან გამომდინარე, ბავშვის ფიზიკური დასჯა მავნებელია".
1066
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები