ინდიგოა თუ არა თქვენი შვილი - ახალი რასის ბავშვების მთავარი თვისებები
ინდიგოა თუ არა თქვენი შვილი - ახალი რასის ბავშვების მთავარი თვისებები
ჯერ კიდევ 70-იან წლებში ფსიქოლოგებმა პირველად შეამჩნიეს არაორდინარული ბავშვების ჯგუფი, რომლებიც თანატოლებისგან ინტელექტით, ქცევითა და ბევრი სხვა თვისებით განსხვავდებოდნენ. ამ ბავშვების მართვა შეუძლებელი იყო, ისინი არც სხვის აზრს იზიარებდნენ და არც წესებს ემორჩილებოდნენ. ეს ბავშვები უნიკალურ უნარებს ფლობდნენ, უარყოფდნენ აღზრდის ყველანაირ წესს, თითქოს ისედაც ყველაფერი იცოდნენ, თითქოს ტვინი სულ სხვანაირად ჰქონდათ მოწყობილი. მაშინ პირველად გამოითქვა ეჭვი, რომ ისინი ახალი რასის ადამიანები იყვნენ.
1982 წელს ექსტრასენსმა ნენსი ენ ტემპმა თავის წიგნში
პირველად გამოიყენა ცნება ინდიგო ბავშვები. უფრო აქტიურად მათზე 90-იანი წლების ბოლოს ალაპარაკდნენ. ამ უცნაურ ბავშვებზე ბევრი წიგნი დაიწერა და ფილმებიც გადაიღეს.

ვინ არიან ისინი?
ამ ფენომენის არსებობის არც მეცნიერული მტკიცებულება არსებობს და არც მისთვის დამახასიათებელ თვისებათა დაზუსტებული ჩამონათვალი.
ამიტომ ვეცდებით ამ ფენომენის შედარებით ცნობილი ნიშან-თვისებები წარმოგიდგინოთ, იქნებ მათში საკუთარი შვილიც ამოიცნოთ.

ინდიგოა თუ არა თქვენი შვილი
დაბადებიდანვე ძალიან ენერგიულია, დამოუკიდებელია. აკეთებს მხოლოდ იმას, რაც მოესურვება და ყველაფერზე თავისი შეხედულება აქვს. არავისი არ ეშინია და არც ავტორიტეტები ჰყავს. აზრი არ აქვს მისთვის რაიმეს დაძალებას ან დაშინებას.
ინდივიდუალისტია. არავინ სჭირდება, სხვების გვერდით თავს უხერხულად გრძნობს. შემოქმედებითი პიროვნებაა. განსაკუთრებულად განვითარებული აქვს პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის გრძნობა. ადვილად
ითვისებს ციფრულ ტექნოლოგიებს.
მათ თვისებებად შეიძლება ჩაითვალოს არაკომუნიკაბელურობაც. ინდიგო ბავშვი თავის თავშია ჩაკეტილი. კატეგორიული და თვითკმაყოფილია. ასევე იმპულსური, დარღვეული აქვს ყურადღების კონცენტრაცია. მკვეთრად ეცვლება ხასიათი, მიდრეკილია დეპრესიებისა და ფობიებისკენ. ხშირად ესიზმრება კოშმარები და ცუდად სძინავს. ხშირად არღვევს საზოგადოებაში მიღებულ წესებს, შეუძლია სისასტიკის ჩადენაც.
თუ ამ თვისებების 70% მაინც თქვენი შვილის ხასიათს გაგონებთ, ესე იგი, ახალი თაობის ბავშვს ზრდით. ამ ბავშვებს განსხვავებული მიდგომა ესაჭიროებათ, რათა ამ ფენომენის უარყოფითი შტრიხები მინიმუმადე შემცირდეს.

როგორ მოვიქცეთ?
მისი ხასიათის თავისებურებებისდან გამომდინარე, არ ღირს მისი ინდივიდუალობის შეზღუდვა, ნურც მის გადაკეთებას ეცდებით. ამით პროტესტის ტალღას გამოიწვევთ, რომელიც აგრესიითა და ნერვული შეტევით დასრულდება. ნუ მოახვევთ თავს თქვენს აზრს, მაგრამ ნურც დაემორჩილებით. ბავშვმა შესაძლოა გაიზიაროს თქვენი აზრი, თუ მას სათანადოდ დაუსაბუთებთ. არ ღირს მისი დამორჩილება. თავისუფლება მიანიჭეთ. ამით უფრო ისწავლის თავისი ნამოქმედარის შედეგების დანახვას. ბრძანების ტონი ყოვლად უსარგებლოა, უბრალოდ, სთხოვეთ. არ ეცადოთ მის მოტყუებას, მას იმდენად კარგი ინტუიცია აქვს, მისი მოტყუება პრაქტიკულად შუძლებელია. მის თვალში, უბრალოდ, ნდობას დაკარგავთ. ყველაზე ჭკვიანური იქნება, თუ დაუმეგობრდებით თქვენს შვილს.
დააკვირდით, რომელი საქმიანობა აინტერესებს ყველაზე მეტად და სრული თავისუფლება მიანიჭეთ. შეიძლება ერთდროულად დააინტერესოს რამდენიმე საქმემ და ასევე ერთბაშად დაკარგოს მათ მიმართ ინტერესი. ამ დროს ნუ შეზღუდავთ მის არჩევანს. ის საბოლოოდ მაინც იპოვის საკუთარ თავს.
კიდევ ერთი რამ გაითვალისწინეთ, ინდიგოებს სასკოლო პროგრამის ათვისება უჭირთ, ამიტომ მათთვის კერძო მასწავლების დაქირავება ხშირად დაგჭირდებათ.

33267
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (19)
tikas
0
გაგვაცანით თქვენი შვილი უფრო ახლოს, მოგვწერეთ მაილზე info@mshoblebi.ge
18:26 / 26-03-2016
tika
0
ურჩევნია სახლში იჯდეს და წიგნი იკითხოს,შენ წადი მე დავრჩები მარტო,-ხშირად უთქვამს.ვერ თამაშOბს ყველასთან,მოსწონს ასაკით უფროსები,იცის ყველაფერი და აქვს ნიჭი ყველაფერში ხატვაში,ძერწვაში,ცეკვაში,სიმღერაშI,კერვაში,ანუ აკეთებს უბადლოდ ყველაფერს რაც შეიძლება გააკეთოს დიდმა ადამიანმა.მოკლედ ძალიან ბევრი შემიძლია მოვყვე,თუცა მაწუხებს ეს საკითხი,რადგან არ ვიცი უნდა მიხაროდეს თუ პირიქით,,ზოგჯერ ძალიან მეშინია..იქნებ ფსიქოლოგი ან ვინმე ამ საკითხში კომპეტენტური გამომეხმაუროს და მითხრას ვინ არის ჩემი შვილი,რადგან ძAლიან მეშინია მისი,თუმცა ერთი რამ ცხადია ის უდავოდ ღვთის საჩუქარია და მე ამაყი დედა ვარ...
12:57 / 26-03-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```