რატომ უქვეითდება ბავშვს თვითშეფასება და რამდენად ხშირად არის ეს მშობლის ბრალი - მიზეზები და გამოსავალი
რატომ უქვეითდება ბავშვს თვითშეფასება და რამდენად ხშირად არის ეს მშობლის ბრალი - მიზეზები და გამოსავალი
როგორც წესი, თავდაპირველად ბავშვებს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე მაღალი წარმოდგენა აქვთ, მაგრამ შემდეგ მათი თვითშეფასების დაქვეითება იწყება, რაც უარყოფითად აისახება სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზე. სწორედ ეს რამდენიმე მიზეზი ბავშვის თავდაჯერებულობას ამცირებს:

მკაცრი კრიტიკა

მკაცრმა სიტყვებმა, გამუდმებულმა კრიტიკამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ბავშვის თვითშეფასება და საკუთარ შესაძლებლობებზე წარმოდგენა სრულიად შეეცვალოს. მით უმეტეს, თუ მკაცრი კრიტიკა მოდის მშობლების ან ბავშვისთვის ავტორიტეტული სხვა ადამიანების მხრიდან. ასეთ სიტყვებს უბრალოდ შეუძლია მისი თავმოყვარეობის გათელვა. ამიტომ, ბავშვთან საუბრისას, უფროსებმა ყურადღებით უნდა აკონტროლონ რას და როგორ ამბობენ, განსაკუთრებით
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვსაუბრობთ
მის გარეგნობაზე, პიროვნულ თვისებებზე.

გადაჭარბებული მოლოდინები

ბავშვები იზრდებიან და მშობლები მათგან ხშირად მიღწევებს ელიან. ხანდახან უფროსების მხრიდან ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა იმდენად ძლიერია, რომ ბავშვში შფოთვითი აშლილობის გაჩენასაც კი იწვევს. რაც უფრო მეტად საყვედურობენ, მით უფრო მეტად გრძნობს მშობლების იმედგაცრუებას, მით უარესად ფიქრობს საკუთარ თავზე. მაღალმა მოლოდინებმა, კრიტიკასთან ერთად, შეიძლება გაანადგუროს უმაღლესი თვითშეფასებაც კი.

mshoblebi

სხვა ბავშვებთან შედარება

ბავშვები თავიანთ თანატოლებთან შედარებას ექვსიდან 11 წლამდე პერიოდში იწყებენ. ეს იმით არის განპირობებული, რომ მათ აქვთ სურვილი, დაემსგავსონ ყველას და იპოვონ თავიანთი ადგილი სოციალურ იერარქიაში. თუ ამ დროს თქვენც მუდმივად სხვას ადარებთ და ეუბნებით, რომ ის მასზე უკეთესია, თვითშეფასება უქვეითდება.

მშობლების გულგრილობა

კვლევები აჩვენებს, რომ მშობლებთან კარგ კომუნიკაციას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ბავშვის თვითშეფასება. ასევეა საპირისპირო მდგომარეობის დროსაც - მშობლების გულგრილობა, მათი მუდმივი არარსებობა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, უარყოფითად აისახება იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ბავშვი საკუთარ თავს. როდესაც მშობლები მუდმივად არ არიან მათთან, თუნდაც ისინი ფიზიკურად იმყოფებოდნენ სახლში, ბავშვები თავს დავიწყებულად, უმნიშვნელოდ, ზედმეტად გრძნობენ და შეიძლება იფიქრონ კიდეც, რომ მშობლებს არსებობისთვის ბოდიში უნდა მოუხადონ.

ცუდი შეფასებები სკოლაში

როგორც წესი, აკადემიური მოსწრება მნიშვნელოვანია ბავშვების თვითშეფასებისთვის. ისინი მიდრეკილნი არიან აღიქვან სკოლაში მიღებული ნიშნები, როგორც მათი პიროვნების მაღალი ღირებულების პირდაპირი ასახვა. ამიტომ, ხანდახან ერთმა ცუდმა შეფასებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ის ფაქტი, რომ ბავშვმა მთლიანად დაკარგოს თავდაჯერებულობა.

mshoblebi

ბულინგი და შეურაცხყოფა - ფიზიკური, სექსუალური და ემოციური

ეს არის დაბალი თვითშეფასების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზები, რადგან ასეთ სიტუაციაში ბავშვი მთლიანად კარგავს ნდობას საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ. მაშინაც კი, თუ ტრავმული ეპიზოდი ხანმოკლე იყო, ის შეიძლება დარჩეს ბავშვთან მრავალი წლის და ათწლეულების განმავლობაშიც კი. სანამ ადამიანი არ გაუმკლავდება ტრავმასთან დაკავშირებულ ემოციებს, ის განიცდის დაბალ თვითშეფასებას და შეურაცხყოფის განცდა აქვს.

ასე რომ, ჩვენ არ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი შვილები ყველაფრისგან, რაც მათ ელოდებათ ცხოვრებაში, თუმცა შეგვიძლია, ვაჩვენოთ, თუ რამდენად გვიყვარს ისინი და რამდენს ნიშნავენ ამ სამყაროში. ეს არის ის, რაც მათ დაეხმარება შეინარჩუნონ, მაღალი თვითშეფასება და თავდაჯერებულობა.

10225
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები