ასე თუ მოიქცევით, ნამდვილად უბედურ ადამიანს გაზრდით - რა არ უნდა გააკეთოთ ბავშვებთან
ასე თუ მოიქცევით, ნამდვილად უბედურ ადამიანს გაზრდით - რა არ უნდა გააკეთოთ ბავშვებთან
ძალიან ხშირად მშობლები ნებით თუ უნებლიედ ბავშვში არასრულფასოვნებას, დაუცველობას, უამრავ სტერეოტიპსა და შიშს ავითარებენ, რაც მომავალში უარყოფითად აისახება მათი შვილის განვითარებასა და ცხოვრების ხარისხზე. ამიტომაც, შევაგროვეთ "ანტი-რჩევები", ყველა მავნე, საზიანო ფრაზა, რომლებიც არასდროს უნდა გამოიყენოთ ბავშვებთან, თუ გსურთ, რომ თავდაჯერებული და რეალიზებული ადამიანი გახდეს:

როცა მშობელი მუდმივად ახსენებს საკუთარ არასრულყოფილებას და აკრიტიკებს

ხშირად ახსენებთ თქვენს შვილს, რომ არ არის სრულყოფილი, რომ არ არის საკმარისად კარგი თქვენთვის და ამ სამყაროსთვის? ეუბნებით, რომ ყურადღება მიაქციოს მხოლოდ საკუთარ ნაკოვანებებს
და დაუყონებლივ დაიწყოს მათი გამოსწორება?
აუფასურებთ მის ნებისმიერ მიღწევას, წარმატებას და ხშირად უმეორებთ: "უკეთ შეგიძლია, უფრო კარგად უნდა გააკეთო, ჯერჯერობით არც ისე კარგი ხარ - მოუხერხებელი, ჭუჭყიანი, სუსტი ხარ, მათემატიკაში არაფერი გაგეგება..."
mshoblebi

უვითარებთ შფოთვა

მაგალითად, შენიშვნებისა და შეკითხვების დახმარებით, რომლებიც, ერთის მხრივ, აჩვენებს მისი ქმედებების შეუსაბამობას, მეორე მხრივ კი არ იძლევა პასუხს, რეალურად როგორ უნდა მოიქცეს. იყენებთ მეტ პათოსს, ნაკლებ კონკრეტიკას. ასე ეუბნებით? "ყველაფერს არასწორად აკეთებ, წინ საშინელება გელოდება და ახლა უბრალოდ იცხოვრე ამით". ბავშვობაში გაურკვევლობის მდგომარეობა ხელს უწყობს ნერვიული, მშიშარა და დაუცველი ადამიანის განვითარებას.

არანაირი ემოცია

არ აძლევთ თქვენს შვილს უფლებას, გამოხატოს ძლიერი ემოციები - როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. უკრძალავთ გატეხილი სათამაშოს თუ სხვა დანაკარგის, წარუმატებლობის გამოხატვას. "შენი ცრემლები არ დავინახო!" "რა გიხარია სულელივით, ნორმალურად მოიქეცი!" არ აქვს მნიშვნელობა, რომ მომავალში ასეთ ადამიანს გაუჭირდება თავისი გრძნობების გაგება და ემოციური სფერო დიდი ალბათობით, მთლიანად დაიბლოკება. 
mshoblebi

სასათბურე პირობების შექმნა

პატარაობიდანვე აცნობებთ ბავშვს, რომ გარემომცველი რეალობა ყოველთვის მას მოერგება? იცავთ ყოველგვარი უხერხულობისგან, ცუდი ემოციისგან, უპირობოდ უსრულებთ ყველა სურვილსა და კაპრიზს? ცდილობთ, რაც შეიძლება დიდხანს არ იცოდეს სამყაროს არასრულყოფილების შესახებ და არ ამზადსებთ მომავალი ცხოვრების სირთულეებისთვის, უზღუდავთ დამოუკიდებლობას. არ ასწავლით, რომ წაგება ცხოვრების ნაწილია და ღირსეულად უნდა შეძლოს როგორც მოგება, ასევე დამარცხებაც. უფრო მეტიც, არ ასწავლით საკუთარი ქცევის ანალიზი, რათა გაიგოს გადაწყვეტილებების შედეგები და გარშემო მყოფების რეაქცია.

აგრესია და დათრგუნვა თქვენი საუკეთესო დამხმარეა?

ბავშვი უნდა იყოს მორჩილი, მხოლოდ ასე გაიზრდება ღირსეულ ადამიანად - ასე ფიქრობთ? თუ ის არ ისმენს თქვენს მითითებებს ან უარს იტყვის რაიმეს გაკეთებაზე, თავისუფლად გადადიხართ აგრესიასა და დათრგუნვაზე. აშინებთ და იწვევთ დანაშაულის განცდას, თუ რაიმეს არ აკეთებს. მაგალითად, თუ არ ჭამს თქვენ მიერ მომზადებულ კერძს, ეუბნებით: "მთელი დღე ღუმელთან გავატარე, როგორ არ გრცხვენია?! "
mshoblebi

ადარებთ სხვებს

მეგობრებთან და კლასელებთან, ძმებთან და დებთან, თვით მშობლებთანაც კი ადარებთ? ეუბნებით: "ნახე, ყველა ბავშვმა გააკეთა თავისი საქმე, მარტო შენ დაგავიწყდა?" "მე რომ შენი ასაკის ვიყავი, ჭადრაკში უკვე უამრავი ჯილდო მქონდა, შენ თამაშიც კი არ იცი". ადარებთ სხვა ბავშვებს, მეგობრის შვილს. ეუბნებით, რომ ის კარგი ბავშვია, რამდენი რამის გაკეთება სურს, თავად კი უუნაროა.

მეტი სტერეოტიპი

ბიჭები არ ტირიან, გოგონები ასე არ ლაპარაკობენ, უმცროსებმა უნდა დაუთმონ უფროსებს, სათამაშო არავის ათხოვო - გამუდმებიტ უმეორებთ ამ და კიდევ ბევრ მსგავს ფრაზას. გოგონებს ეუბნებით, რომ აუცილებლად პრინცესებად უნდა გაიზარდონ, მოსწონდეთ ვარდისფერი და პრინცესული სათამაშოები, ბიჭებს კი შთააგონებთ, რომ ისინი ძლიერები უნდა იყვნენ და ემოციების გამოხატვის უფლება არ აქვთ.
mshoblebi

კიცხავთ მეორე მშობელს

ხშირად საუბრობთ უარყოფითად თქვენი შვილის მამაზე ან დედაზე. ეუბნებით: "ყველა კაცი თხაა, მათ შორის, მამაშენიც" და "ყველა ქალი სულელია, როგორც დედაშენი". ბუნებრივია, ეს ფრაზები ფარულად გულისხმობს, რომ "შენც ისეთივე იდიოტი ხარ, როგორც მამა, ან ისეთივე ისტერიული, როგორც დედა". მსგავსი ფრაზები მშობლის იმიჯს ლახავს და ხელს თქვენს შვილს, მომავალში საიმედო ოჯახი შექმნას.

გრძნობების რეგულირება

ჩააგინებთ ბავშვს, რომ თუ თქვენ ეტყვით, რაღაცაზე წყენა დაივიწყოს, მაშინვე უნდა დაივიწყოს. დაღლილმა დედამაც მაშინვე უნდა შეწყვიტოს ყვირილი, როცა ეტყვიან, რომ ეს ბავშვის ფსიქიკისთვის საზიანოა. როცა ბავშვს სთხოვთ, შეწყვიტოს სიბნელის შიში, რადგან ეს სისულელეა, მაშინვე უნდა შეწყვიტოს ამის გაკეთება. არ აქვს მნიშვნელობა, რომ მას ჯერ არ შეუძლია ემოციების კონტროლი. 
mshoblebi

დამაშინებელი ეფექტი

იმისათვის, რომ ბავშვი უბედურებისგან დაიხსნათ, დაშინებაზე უკეთეს გზას ვერ პოულობთ? "ამას თუ არ გააკეთებ, ვიღაც კაცი მოგიტაცებს", "დედაშენს გული გაუსკდება და მოკვდება", "ჩანთაში გაგაგდებენ და მოგიპარავენ"... ამას უმატებთ თქვენს შიშებს, ეუბნებით, რისი გეშინიათ, რომ თავადაც გაუჩნდეს დაუცველობის განცდა.


თუ ყველაფერ ამას აკეთებთ, კიდევ ერთხელ გადახედეთ აღზრდის თქვენეულ მეთოდებს, რადგან ამგვარი მიდგომებით გაზრდილი ბავშვი, ბედნიერი ვერ იქნება.
27823
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
!!!
2
რა საშინელი თარგმანია!!! წაიკითხეთ მაინც რას ბეჭდავთ!!!
02:01 / 01-04-2022
ასევე დაგაინტერესებთ
მსგავსი სიახლეები