როგორ მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე მშობლების ჩხუბი: "მშობლების უთანხმოების გამო, ექვსი თვის ბავშვებიც კი განიცდიან სტრესს"
როგორ მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე მშობლების ჩხუბი: "მშობლების უთანხმოების გამო, ექვსი თვის ბავშვებიც კი განიცდიან სტრესს"


ხშირად ამბობენ, რომ ბავშვი ოჯახის სარკეა. მართლაც, მათ ქცევაზე დაკვირვებით შეგიძლიათ განსაზღვროთ, როგორი ურთიერთობა აქვთ მშობლებს ერთმანეთთან, მშვიდ გარემოში იზრდება თუ კონფლიქტური სიტუაციაა, ბედნიერად გრძნობს თავს, თუ აწუხებს რამე:

თუკი თქვენი შვილები "დედა-შვილობანას" თამაშობენ, დააკვირდით მათ ქცევას. ისინი ზუსტად იმეორებენ იმას, რაც ოჯახში ხდება. თუ არავინ ჩხუბობს, სავარაუდოდ, თამაშში ოჯახურ ბედნიერებას განასახიერებენ, რომელშიც ბავშვები მიჩვეულები არიან ცხოვრებას. ან კიდევ, პირიქით - წარმოადგენენ კონფლიქტურ სიტუაციას.

mshoblebi

მოუსმინეთ თქვენი შვილის საუბარს, რა სიტყვებს იყენებს კომუნიკაციის დროს. თუ მათ ლექსიკონში ბევრი უარყოფითი სიტყვაა, ეს
იმას ნიშნავს, რომ ოჯახში ხშირად
ესმის დედისა და მამის ან სხვა წევრების ჩხუბი და იმეორებს იმ სიტყვებს, რასაც ისინი ამბობენ.

mshoblebi

ბავშვები თავიანთ ემოციებს ასაკისა და გარემოებების შესაბამისად გამოხატავენ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ არასოდეს ემართებათ ისტერიკა და ყოველთვის კეთილგანწყობილნი და მეგობრულები არიან. მაგრამ, თუ ბავშვები ბედნიერ ოჯახში ცხოვრობენ, ისინი უფრო მეტად შეძლებენ გარკვეულწილად თავიანთი ემოციები აკონტროლონ. ხოლო, თუ რეგულარულად ესწრებიან მშობლების ჩხუბს, ამას მათ ფსიქიკაზე ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ბავშვთა ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ მშობლების უთანხმოების გამო, ექვსი თვის ბავშვებიც კი განიცდიან სტრესს. უფრო მოზრდილ ბავშვებში კი ეს შესაძლოა გამოვლინდეს მომატებული გაღიზიანებით, აგრესიითა და ისტერიკის მოწყობით.

mshoblebi

გარდა ამისა, ნახეთ, როგორ აგვარებენ თქვენი შვილები კონფლიქტს. თუ მეგობართან დაპირისპირების დროს ის კომპრომისის გზას გამონახავს, ეს იმას ნიშნავს, რომ მსგავსი ქცევა, დათმობა ოჯახშიც უნახავს და თავადაც ამ გზით ცდილობს პრობლემის მოგვარებას.

თუ თქვენმა შვილებმა იციან, როგორ გამოხატონ სიყვარული, სითბო და ზრუნვა სხვა ადამიანების მიმართ, ასევე, მოსწონთ სხვებისთვის საჩუქრების მიცემა და დადებითი ემოციების გაზიარება, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ბედნიერ და მშვიდ ოჯახში იზრდებიან.

altრატომ ვუყვირით ბავშვს და როგორ მოვიქცეთ, რომ ჩხუბის გარეშე ვიურთიერთოთ შვილებთან


8532
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები