
შედეგად, მკვლევრებმა შეძლეს, დაედგინათ ძირითადი ასაკობრივი პერიოდები, როდესაც მოზარდები სოციალური ქსელის ნეგატიური ინფორმაციისა და კონტენტის მიმართ გამნსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან. რაც უფრო მეტ დროს ხარჯავს მოზარდი ამ პერიოდში სოციალურ ქსელში, მით უფრო დაბალია მისი ცხოვრებით კმაყოფილება ერთი წლის
დასკვნის მიხედვით, გოგონებისთვის 11-დან 13 წლამდე ასაკი საშიში პერიოდი აღმოჩნდა, ხოლო ბიჭებისთვის - 14-დან 15 წლამდე მონაკვეთი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს განსხვავება შეიძლება სხვადასხვა სქესის წარმომადგენლებში ტვინის სტრუქტურების განვითარების თავისებურებებით იყოს გამოწვეული, ასევე იმით, რომ ბიჭები უფრო გვიან აღწევენ სქესობრივ მომწიფებას, ვიდრე გოგონები.

გარდა ამისა, მკვლევრებმა სოციალური ქსელის გამოყენების კიდევ ერთი საშიში ასაკი გამოავლინეს, რომელიც ერთნაირია როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის. საუბარია 19 წლის ასაკზე. შესაძლოა, ამ ასაკში ახალგაზრდები სოციალური ქსელის მიმართ განსაკუთრებით დაუცველები იმიტომ ხდებიან, რომ მათ ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება. მაგალითად, ფიქრობენ დამოუკიდებლად ცხოვრებაზე, სწავლასა და მუშაობის დაწყებაზე.