10 ფრაზა, რომელიც ყოველდღე უნდა უთხრათ თქვენს შვილს, რომ ბედნიერი გაიზარდოს
10 ფრაზა, რომელიც ყოველდღე უნდა უთხრათ თქვენს შვილს, რომ ბედნიერი გაიზარდოს
მშობლებს შეუძლიათ, საკუთარ შვილებს თვითშეფასების გაზრდაში დაეხმარონ ან კიდევ პირიქით, არასწორი აღზრდით, ფრაზებითა და დამოკიდებულებით მთლიანად შეცვალონ ბავშვის მომავალი. შევაგროვეთ, ფსიქოლოგების მიერ შერჩეული ერთი შეხედვით, მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფრაზები, რომლებიც თქვენს შვილს ყოველდღე უნდა უთხრათ, თუ გინდათ, რომ მის ბედნიერ ბავშვობას, თავდაჯერებას და მომავალშიც მის ბედნიერებას შეუწყოთ ხელი:

"დილა მშვიდობისა!"

ეს არის ფრაზა, რომელიც ბავშვმა გაღვიძებისას უნდა მოისმინოს. შეარჩიეთ თბილი ტონი, გაიღიმეთ და თქვენს შვილს აუცილებლად მიესალმეთ. გარდა ამისა, თუ ჩაეხუტებით და აკოცებთ, მთელ დღეს სასიამოვნო ემოციით გაატარებს და მეტიც, ეს
თქვენც აგიმაღლებთ განწყობას.

"მიყვარხარ"

ერთი შეხედვით,
ყველაზე მარტივი სიტყვაა, თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, ხშირად მშობლები მისი გამოყენებისგან თავს იკავებენ და ეს მკაცრი აღზრდის ფენომენიდან გამომდინარეობს. ბევრს გრძნობების გამოვლენა არ სურს. თუმცა, ბავშვისთვის იმის შეხსენება, რომ გიყვართ, აუცილებელია.

"მადლობა"

უთხარით თქვენს შვილს გულწრფელი მადლობა, შეაქეთ და თქვენი ერთი „მადლობა" საკმარისი იქნება იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს.
mshoblebi

"ვამაყობ შენით"

მისი წარმატების აღიარება, თუნდაც ის მცირე და უმნიშვნელო იყოს, ბავშვს დაეხმარება დაიჯეროს, რომ ბევრი რამ შეუძლია. ეს თავდაჯერებულობის განცდას შესძენს და თავს ბედნიერად იგრძნობს.

"შენ შეგიძლია ამის გაკეთება"

ხშირად დედები შვილებს იმაზე მიუთითებენ, რომ რაღაცის გაკეთებას ვერ შეძლებს, შეეშლება, ცუდად გამოუვა, თუმცა ფრაზას: "შეგიძლია ამის გაკეთება" შედარებით იშვიათად იყენებენ. მშობლის უპირობო მხარდაჭერას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ასე ბავშვი აცნობიერებს, შეუძლია მიაღწიოს იმას, რასაც მოინდომებს და რისთვისაც იშრომებს.

"ჭკვიანი ხარ"

ხშირად შეაქეთ ბავშვი. თუ რაიმეს კარგად შეასრულებს, თუნდაც ეს ელემენტარული კუბების ფერების მიხედვით დაწყობა იყოს, უთხარით, რომ ჭკვიანია. ეს მას დაარწმუნებს, რომ საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნოს და ახალი შემართებით შეუდგეს საქმეს.

"მოდი, ვითამაშოთ"

მშობლები შვილებს ამას ხშირად არ სთავაზობენ, არადა ბავშვისთვის დედასთან, მამასთან ერთად თამაში ძალიან დიდი ბედნიერებაა. გარდა ამისა, გრძნობს, რომ მშობლისთვის მნიშვნელოვანია და მას დროს უთმობენ.
mshoblebi

"საუკეთესო ხარ"

შეცდომებს ყველა უშვებს, სრულყოფილი არავინაა. არ იფიქროთ, რომ ბავშვს საკუთარი შეცდომები არ აწუხებს. უთხარით, რომ ყველა შეცდომის მიუხედავად, ის თქვენთვის საუკეთესოა და უპირობოდ გიყვართ.

"რა მოხდა დღეს კარგი?"

ეს არის მარტივი შეკითხვა, რომელიც ბავშვს საშუალებას მისცემს, პოზიტიურ ამბავზე კონცენტრირდეს და კარგი განწყობით დაიძინოს. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა გაიგოს, რომ დაინტერესებული ხართ მისი დღით, გადარდებთ რა აწუხებს და თქვენც გახარებთ მისი ბედნიერება. რა თქმა, კარგთან ერთად იმაზეც ისაუბრებს, რაც აწუხებს და ეს შეუწყობს ხელს, იყოს თქვენთან გახსნილი და ყოველთვის გადაგიშალოთ გული, რომ არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი მოვლენები მისი ცხოვრებიდან ან მნიშვნელოვანი ემოციები.

"ღამე მშვიდობის"

"ღამე მშვიდობის!", "ტკბილი ძილი" - როცა ბავშვს ამ ფრაზას ეუბნებით და თან ეხუტებით, გრძნობს, რომ გიყვართ და სითბოს გამოხატავთ. შესაბამისად, კარგად დაიძინებს და ბედნიერების განცდა გაუჩნდება.

18232
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები