ფსიქოლოგი
ნინო კერესელიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს აქტუალურ თემაზე:
"ბოლო პერიოდში გახშირდა კითხვები მამის ჩართულობაზე ბაშვის განვითარებაში.
აი, მოკლედ რა შემიძლია ვთქვა ამაზე:
შვილს უნდა შეეძლოს მამამასთან მისვლა და ყველა თემაზე საუბარი. აუცილებლად უნდა იყოს მისი მხარდამჭერი, თუმცა, ასაკის შესაბამისად, შესაძლებელია, ჰქონდეს აკრძალვებიც, რაც მოზარდობის ასაკში მისაღებია. დედები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ მამების მოტივაციას, მონაწილეობა მიიღონ ბავშვის აღზრდის პროცესში. ზოგჯერ დედები არც კი აძლევენ მამებს საშუალებას, აქტიურად ჩაერთონ, არ აღიარებენ რა მათ კომპეტენციას ბავშვზე ზრუნვის საკითხში. რაც უფრო მეტად ინაწილებს დედა შვილის აღზრდის პასუხისმგებლობას მამასთან, აღიქვამს მას კომპეტენტურ მშობლად, აქეზებს და მხარს უჭერს მას, მით უფრო კარგად ირგებს და ეფექტურად ართმევს თავს მამა მშობლის როლს.
ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ერთად გატარებული დროის დეფიციტს ვერანაირი საჩუქრებით და აქსესუარებით ვერ შევავსებთ!
ხშირად ვამბობ და გავმეორდები:
ბავშვს არ სჭირდება ყველაფრის ქონა და ამ დროს მთავარის - მშობლის არყოლა. გამონახეთ დრო შვილებისთვის, სანამ გვიანი არაა. უბრალოდ, მერე ვეღარ იცნობთ და არ გაგიკვირდეთ!"