სასურველია, თქვენს შვილს მხატვრული ლიტერატურა და წიგნები მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეურჩიოთ ჩვენი შვილებისთვის, საიმისოდ რომ მათი მომავალი გაცილებით უფრო პერსპექტიული ხოლო აზროვნების დონე უფრო მაღალი იყოს, აუცილებელია მენტალურად სწორი განვითარება. საამისოდ, ნებისმიერი მშობელმა უნდა იზრუნოს ბავშვის ინტელექტის ამაღლებაზე და უკვე პატარა ასაკიდან შეაყვაროს მას წიგნების კითხვა. მართალია, ერთობ "კომპიუტერიზებულ" საუკუნეში ცხოვრება გვარგუნა ბედმა, მაგრამ ამას თავისი პლუსიც გააჩნია - მერწყულის ერა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ბავშვები, რომელთაც ამ ერაში უხდებათ დაბადება თანდაყოლილი გენეტიკური ინფორმაციით, უსაზღვრო ინტელექტის დონითა და ნოვატორული ხედვის უნარით დაჯილდოებულ პატარებს წარმოშობს. თუმცა, მათთვის ასევე აუცილებელია კითხვის სიყვარულიც, რათა გადამეტებულმა კომპიუტერულმა გავლენამ ამ ბავშვებში ზედმეტად ცივი, რაფინირებული და საკუთარ თავზე ორიენტირებული ინდივიდების წარმოშობას არ შეუწყოს ხელი.
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ სასურველია, თქვენს შვილს მხატვრული ლიტერატურა და წიგნები მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეურჩიოთ.
ვერძს - ძალიან მოეწონება წიგნები ცნობილი ადამიანების, გმირების, რაინდებისა და პრინცესების შესახებ.
კურო - აღფრთოვანდება ლიტერატურით, რომელიც ლამაზად არის გაფორმებული ვიზუალურად. ამასთან ერთად, მისთვის საინტერესო იქნება წიგნები ხელგარჯილობის, ძერწვის ან მცენარეების მოვლის შესახებ.
ტყუპს - ბევრი, სხვადასხვა შინაარსის წიგნი უნდა მოუმარაგოთ, იმიტომ რომ ეს ნიშანი განსაკუთრებული გონებრივი აქტივობით გამოირჩევა. მისთვის საინტერესოა მოკლე მოთხრობები ან ე.წ. "ხმოვანი ზღაპრები".
კირჩხიბი - ემოციური და მგრძნობიარე ბავშვია. პატარა ასაკში მოიხიბლება ზღაპრებით, ხოლო სკოლის პერიოდიდან დაინტერესდება ისტორიული მოთხრობებითა და წიგნებით, სადაც ისტორიულ პერსონაჟებზეა საუბარი.