რა არის რეალობა და როგორ გამოვავლინოთ ის? ბავშვები ნამდვილი შემოქმედები არიან. რას და საიდან არ იგონებენ. ისინი კარგად ხედავენ ზღვარს რეალურსა და გამონაგონს შორის და იგონებენ ისტორიებს, რომლებიც ძალიან ახლოს არის სიმართლესთან. მათ უბრალოდ მოსწონთ ფანტაზიების სამყაროში ცხოვრება - იქ ის არის, რაც რეალურ ცხოვრებაში აკლიათ - თავდაჯერება, მეტი ყურადღება, მეგობარი, შინაური ცხოველი და ა.შ. მათი ფანტაზიებით ადვილად მიხვდებით, რა სურს სინამდვილეში ბავშვს. თქვენ წინაშე 6 ყველაზე გავრცელებული ფანტაზიაა:
მე ბეტმენი ვარ
ვარიანტები: ადამიანი - ობობა, ჰარი პოტერი, ბეღურა ჯეკი (ბიჭები); რაპუნცელი, ფიფქია, მოჯადოებული დედოფალი (გოგონები). სტუმრებს მსგავსი შედარებები ახალისებთ. ისინი ხომ ვერ ხედავენ, ყოველდღე როგორ ცელქობენ ,და დახტიან ბიჭუნები და გოგონები როგორ ძვრებიან კარადის თავზე და იქიდან რაპუნცელივით ლამობენ გრძელი თმით ჩამოსრიალებას...
ჩემი მამა კოსმონავტია
ან მილიონერია, ან შორეული ქვეყნის მეფე, ან საერთოდ უცხოპლანეტელი! ან ახალგაზრდობაში როგორ მოსტაცა დედა დრაკონს. რატომ იცინით? არ გჯერათ? ეს ხომ სიმართლეა, ყოველ შემთხვევაში, ბავშვს ასე უნდა, რომ იყოს.
მე სახლში ფისო მყავს
ან კუ, ან ლეკვი. რეალობა კი ის არის, რომ მშობლებს არ სურთ შინაური ცხოველი ჰყავდეთ სახლში: ძაღლი უნდა გაასეირნო, ზღვის გოჭს სუნი ასდის, კატა აფუჭებს შპალერს და ა.შ. პატარას კი ისე უნდა, რომ ჰყავდეს რაიმე ცხოველი, ამის გამოგონება უწევს. როდესაც ყვები სკოლაში ან ბაღში, რომ შენ გყავს ესა თუ ის ცხოველი - გგონია,რომ რეალურად ასეა.
მე მყავს მეგობარი ზღაპრიდან
ის მოდის მაშინ, როდესაც ყველას სძინავს. მას შეუძლია ისეთი რამ, რაც სხვას არ შეუძლია. მაგ: ფრენა, ან დროში მოგზაურობა და ის ნამდვილი მეგობარია - ის არასდროს არ გიღალატებს.
ვიცი როგორ უნდა მოვხვდე პარალელურ სამყაროში
თუ ოთახში მარტო დარჩები, თვალებს დახუჭავ და კედელზე 3-ჯერ დააკაკუნებ, აღმოჩნდები ზღაპარში და იქნები იქ მანამდე, სანამ არ დაგიძახებენ სავახშმოდ. არსებობს მოსაზრება, რომ ასეთი ბავშვის ფანტაზიის შედეგად იბადება ზღაპრები.
ჩემი საწოლის ქვეშ ურჩხული ცხოვრობს
მერე რა, რომ დღის სინათლეზე ის არ ჩანს, - იქნებ მაშინ გამოჩნდეს, როცა დაბნელდება, ან როდესაც მშობლები არ იქნებიან სახლში. არ არსებობს არანაირი დამამტკიცებელი იმისა, რომ ურჩხულები არ არსებობენ. ესე იგი შესაძლებელია, რომ ეს ყველაფერი მართალი იყოს.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ