აბა, როგორ გასცემთ პასუხებს, არ გაინტერესებთ? ტესტი იდიოტიზმზე – ამ ტესტს ასეც ეძახიან ხოლმე. გერმანიაში არსებობს ეს ტესტი იმ ადამიანებისთვის, ვინც საჭესთან მთვრალი გამოიჭირეს. იშვიათად აბარებს ამ ტესტს ვინმე საგანგებო მომზადების გარეშე. გარკვეული ფირმები ფულსაც კი აკეთებენ და ამზადებენ მძღოლებს, რომ უცებ არ "ჩავარდნენ". ძალიან საინტერესო შეკითხვებია. აბა, როგორ გასცემთ პასუხებს, არ გაინტერესებთ?
1. ზოგიერთ თვეში 31 დღეა, ზოგიერთში – 31. რამდენ თვეშია 28 დღე?
2. რა შეიძლება დაინახო დახუჭული თვალებით?
3. რა არ იწვის ცეცხლში და არ იძირება წყალში?
4. რა უნდა გააკეთო, როცა მწვანე ადამიანს ხედავ?
5. დაასახელეთ ხუთი დღე, ისე, რომ არ დაასახელოთ რიცხვები (1, 2, 3,..) და დღეების სახელწოდებები (ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი)...
6. რომელი ჭურჭლიდან ვერ შეჭამ ვერაფერს?
7. რომელ შეკითხვაზე არ შეიძლება გასცე პასუხი "არა"?
8. რამდენი იქნება 2+2*2?
უპასუხეთ?! ახლა პასუხები ნახეთ შეკითხვის ნომრის მიხედვით:
1. ყველა თვეში
2. სიზმრები
3. ყინული
4. ქუჩა უნდა გადაკვეთო (ეს არის ნახატი შუქნიშნის მწვანე სიგნალზე)
5. გუშინწინ, გუშინ, დღეს, ხვალ, ზეგ.
6. ცარიელიდან
7. ცოცხალი ხარ?
8. ექვსი