გააკეთეთ ტესტი და გაიგეთ, რომელი ქვეყანა შეგეფერებათ
1. რა შეგიძლია ჭამო დილიდან საღამომდე?
ა) ნამცხვრები და შოკოლადები;
ბ) წვნიანი;
გ) ხორციანი კერძი;
დ) ხილი და ბოსტნეული.
2. როგორია შენი იდეალური დასვენება?
ა) მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია გემრიელი ჭამა;
ბ) პლაჟზე გარუჯვა და მზის ყურება;
გ) მიყვარს მთა, ჩანჩქერები;
დ) ქუჩებში ხეტიალი და ირგვლივ ყველაფრის თვალიერება ქვეყანას მირჩევნია.
3. შენი საყვარელი მისალმება:
ა) ხელის ჩამორთმევა;
ბ) ლოყაზე კოცნა;
გ) თავის დაკვრა;
დ) ხელის დაქნევა.
4. როგორი ამინდი გახარებს?
ა) ძალიან მიყვარს სიცხე;
ბ) ნორმალური - არც ძალიან უნდა ცხელოდეს და არც უნდა ციოდეს;
გ) თოვლიანი;
დ) ამინდს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის.
5. როგორი საჩუქარი უფრო გაგახარებდა?
ა) რამე მხიარული და ორიგინალური;
ბ) მოდური ტანსაცმელი;
გ) ტრენაჟორი და თხილამურები;
დ) ახალი სმარტფონი ან მობილური.
შეაჯამე ქულები და წაიკითხე შედეგები
თუ შენს პასუხებში სჭარბობს ა: ეგზოტიკური ტაილანდი მოგეწონება. ამ ქვეყანაში უგემრიელეს კერძებს ამზადებენ. ხალხი გულღია და კეთილია. ყოველთვის შეგიძლია განმარტოვდე და ულამაზესი ბუნებით დატკბე.
თუ შენს პასუხებში სჭარბობს ბ:იტალია. გიყვარს ხელოვნება. ყველაფერი ლამაზი შენში დადებით ემოციას იწვევს. იტალია მდიდარი კულტურის, არქიტექტურის, ლამაზი ქალაქებისა და საუცხოო პეიზაჟების ქვეყანაა.
თუ შენს პასუხებში სჭარბობს გ: შენი არჩევანი ინგლისია. ეს საინტერესო და ტრადიციების მოყვარული ქვეყანაა. მისი მცხოვრებნი შენსავით თავშეკავებულები და მოწესრიგებულები არიან.
თუ შენს პასუხებში სჭარბობს დ: ძალიან გიყვარს სიახლეები და კომპიუტერი, თანამედროვე ტექნიკა. შენ ამერიკა შეგეფერება. ამერიკა ხომ ყველაზე თანამედროვე ქვეყანაა.