ევროპასა და ამერიკაში მშობელთა კრებებზე პირველ რიგში განიხილება ბავშვის ფსიქოლოგია და მხოლოდ ბოლოს გადადიან ნიშნებზე ყვირილი
როდესაც დედა უყვირის ბავშვს, ბავშვი ეჩვევა ტირილს და ისტერიკას.
ყვირილის მაგივრად: მოელაპარაკეთ მას. მაგალითად: ან მოემზადე სასეირნოდ წასასვლელად, ან აღარ წამოვალ შენთან ერთად.
თუ არ ჩქარობს მომზადებას, თქვენ დაუბრუნდით თქვენს საოჯახო საქმიანობას. საერთოდ გადით ოთახიდან. ბავშვთა ისტერიკების უმრავლესობას დემონსტრაციული ხასიათი აქვს, საჩვენებელი - ასე ცდილობენ ბავშვები გამოიწვიონ მშობელში ემოცია. მიეცით დრო დასაწყნარებლად პატარა მსახიობს, დაე გაიგოს, რომ პროვოკაცია- სუსტი არგუმენტია. თუ პატარა ტირის, დაწვა იატაკზე და ხელებს აბრახუნებს, ამ დროს აიღეთ ჟურნალი, წიგნი და დაიწყეთ კითხვა, სანამ ბავშვი არ შეწყვეტს ისტერიკას. რაც უფრო ხშირად გაიმეორებთ ამას, მით უფრო მალე ისწავლის საკუთარი ემოციების მართვას.
ცემა
რა თქმა უნდა, ამ პუნქტის წაკითხვის შემდეგ მშობლების უმეტესობა იტყვის: „თითიც არ დაგვიკარებია ჩვენი შვილისათვის“. ახლა კი გაიხსენეთ უმნიშვნელო ხელებში ჩარტყმა, სხვადასხვა მიზეზით მსუბუქი ფიზიკური დასჯა, რომელიც რეალურად უმტკივნეულო იყო, მაგრამ დამამცირებელი. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენს თავს და ვუშვებთ შეცდომებს.
ცემის მაგივრად:
შეუქმენით პატარას უსაფრთხო გარემო. ბავშვს არ სურს თქვენი გაბრაზება. იგი უბრალოდ შეიცნობს სამყაროს.
ისწავლეთ საკუთარი თავის დამშვიდება. გადით მეორე ოთახში, დაითვალეთ ათამდე, დახიეთ ფურცელი... ოღონდ, ბავშვზე არ გადაანთხიოთ თქვენი გაბრაზება.
აუხსენით ბავშვს ელექტრო ჩაიდანის მუშაობის პრინციპი, მიეცით უფლება ითამაშოს გამორთული უთოთი - აუხსენით, რა საფრთხე შეიძლება შეემთხვას, თუ ჩართულს მოკიდებს ხელს.
ძალიან ნუ შეიჭრებით მის პირად ცხოვრებაში
ეს ეხება მოზარდებს. მათ ჰყავთ ახალი მეგობრები, აქვთ პირველი რომანი... მშობლებს უყვართ დაკითხვები: „ვინ იყო ის ბიჭი?“ „სად მუშაობს მამამისი?". ზოგიერთი ბავშვი თვითონ გარბის პირველი, დედას უყვება თავის ამბებს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ მოზარდი გრძნობს უსაფრთხოებას და თუ დედ-მამა არ აღიზიანებს პროვოკაციული შეკითხვებით.
აკრძალვა
ბავშვი, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა. ნებისმიერ რამეს, რასაც ბავშვს უკრძალავთ ტექსტით: „ ეს უფროსებისთვისაა“, - ავტომატურად ხდება მისთვის სასურველი. აკრძალვის მაგივრად გადაუტანეთ ყურადღება სხვა თემაზე.
მკაცრი მოთხოვნები
ნუ მოითხოვთ ბავშვისგან, იყოს ფრიადოსანი, თუ მას ეს არ შეუძლია. ყველა ბავშვი ხომ ერთნაირი არ არის. ვიღაც - მათემატიკაშია ძლიერი, ვიღაც - ჰუმანიტარულ საგნებში.
მოთხოვნის მაგივრად:
მიიღეთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის.
სწავლა - ბავშვის მოვალეობაა. ნუ დაუწესებთ სტანდარტებს.
ევროპასა და ამერიკაში მშობელთა კრებებზე პირველ რიგში განიხილება ბავშვის ფსიქოლოგია და მხოლოდ ბოლოს გადადიან ნიშნებზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გადავაწყობთ განათლების სისტემას, მთავარია ბავშვს ოჯახში შევუქმნათ კომფორტი.
ეს წესები ადვილად დასამახსოვრებელია, მაგრამ რთულია მათი შესრულება. გახსოვდეთ, ყოველთვის შეგიძლიათ მიმართოთ ოჯახის ფსიქოლოგს, ექიმს ან ფსიქოანალიტიკოსს. ყველაზე ადვილია - გიყვარდეს შენი შვილი. სიყვარული არის გრძნობა, რომელსაც შეუძლია ბავშვი გახადოს ბედნიერი.
მოამზადა სალომე გორგოშიძემ